ვარიკოზი არის ქვედა კიდურის ზედაპირული ვენების დაავადება. აქ არის კლაპნური სისტემა. ანუ, როცა სისხლი მიედინება ქვევიდან ზევით, შემდეგ კლაპანი სისხლს ქვევით აღარ უშვებს.
- რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
კანის ზედაპირზე ჩნდება სისხლძარღვოვანი ხაზები, რომელსაც ვენების გაგანიერება ჰქვია. თვალით ჩანს გაფართოებული კანქვეშა ვენები. თუ მას დაერთო კანის ანთება ანუ ფლებიტი, მაშინ საქმე თრომბო-ფლებიტთან გვექნება და შეიძლება ვარიკოზულად გაფართოებულ ვენაში თრომბიც ჩაჯდეს. ჩვეულებრივად ისინჯება ვენის სიმკვრივეც.
- იწვევს თუ არა დაავადება ზაფხულში ფეხების დასივებას და როგორ უნდა მოვიქცეთ ვარიკოზის ნიშნების შემჩნევისას?
ფეხების დასივების მიზეზი საკმაოდ ბევრია. ერთ-ერთი მიზეზი ვარიკოზიც შეიძლება გახდეს. ასევე, შეიძლება იყოს ვენური სპაზი ანუ ვენების ანთება. ღრმა ვენების, ზედაპირული ვენების, ლიმფოსტაზის შედეგად გამოწვეული. ასევე გულის კარდიალური მომენტები ანუ გულის უკმარისობა.
- რა რისკფაქტორები ახასიათებს დაავადებას?
ვარიკოზი საკმაოდ საშიში დავაადებაა. განსაკუთრებით ეს მოხუცებს ეხებათ. ერთ-ერთი არასასიამოვნო გართულებაა ქვემო კიდურის ტროფიკული წყლული, რომელიც ძალიან ძნელი განსაკურნებელია. მკურნალობას შეიძლება რამოდენიმე თვეც კი დასჭირდეს. თუმცა ხანდახან შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ.
- შეიძლება თუ არა სპორტული დატვირთვა? ხომ არ იწვევს ვარიკოზის განვითარებას დგომა ან ჯდომა?
სპორტული დატვირთვა შესესაძლებელია, მხოლოდ აუცილებლად ელასტიური ბინტით. სასურველია, დილით საწოლშივე კიდური შეხვეული იქნას ელასტიური სახვევები. არსებობს სპეციალური გეტრებიც, ან წინდები. პაციენტმა მთელი დღე
უნდა ატაროს ელასტიური სახვევი და საღამოს ძილის წინ მოიხსნას.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ვარიკოზი?
ვარიკოზის ყველაზე მეტად გამომწვევი ფაქტორია ჯდომითი და ფეხზე მდგომი სამუშაო. არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც ჯდომის დროს შეიძლება გაკეთდეს. სასურველია პაციენტმა ფეხის ტერფები ამუშაოს, რომ ვენური ქსელით სისხლის გადადინება უფრო მეტი იყოს.
- არის თუ არა აღნიშნული დაავადება გენეტიკური?
გენეტიკას ყველა დაავადებაში აქვს გარკვეული მნიშვნელობა. ვარიკოზის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი შეიძლება გენეტიკა გახდეს.
- როგორ უნდა ვუმკურნალოდ ვენების გაგანიერებას?
თუ ვენების ვარიკოზი მკვეთრად არის გამოხატული, ამ შემთხვევაში უკეთესია ოპერაციული მკურნალობა. აღნიშნული დაავადება ოპერაციულ მკურნალობას ექვემდებარება ანუ ხდება ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ამოკვეთა. ხოლო მსუბუქი ფორმების შემთხვევაში, სასურველია ტერფების ვარჯიში, ელასტიური ბინტით შეხვევა. სისხლის კოაგულაციური თვისებების გაკონტროლება მუდმივად, არ უნდა იყოს ჰიპერკოაგულაცია, ანუ სქელი და ბლანტი სისხლი, რომელიც ადვილად დედდება. რადგან არ განვითარდეს თრომბი აღნიშნულ ვენებში. ამისთვის უამრავი წამალი არსებობს. ასევე არსებობს სისხხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატებიც.
ხოლო თრომბი თუ განვითარდა, აუცილებელია წოლითი რეჟიმი, არავითარი დაღლილობა და ფეხით სიარული. შემდეგ თრომბი ან განიცდის უკუგანვითარებას, ანუ გაიწოვება, ან დაფიქსირდება. თუ თრომბი ფიქსირებულია, საშიში არ არის. თრომბის საშიშროება მაშინ არის თუ მისი ნაწილი მაინც მოწყდა თრომბიდან, ის წამოვა ვენური ქსელით, მივა გულამდე, შემდეგ ფილტვის არტერიაში და შეიძლება მომენტალური სიკვდილი გამოიწვიოს.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი