7 ივლისს ახალქალაქში სამოქალაქო განვითარების ასოციაციის “Fუტურე ჩორპს” ოფისი გაიხსნა. ორგანიზაცია აპირებს იმუშაოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებთან. სამომავლოდ, ორგანიზაციას სურს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს წარუდგინოს მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ როგორ შეძლებს მათYდახმარებას.
“ჩვენი ძირითადი მიმართულება ადამიანთა უფლებების დაცვაა. ჩავატარებთ საგანმანათლებლო სამუშაოებს კანონმდებლობის მიმართულებით, მაგალითად, საქონლის ექსპორტი და იმპორტი. ამას ბიზნესმენებს ვასწავლით. გვაქვს კულტურული და ეკონომიკური განვითარების ცენტრები, სპორტის და ჯანდაცვის საკითხების, ინტეგრაციის საკითხების, ასევე კვლევისა და ტრენინგების ცენტრი. ჩვენ გვექნება საპროექტო ბიურო, სადაც ორგანიზაციებს, საჭიროების მიხედვით, პროექტებს მოვუმზადებთ და დონორების მოძებნაშიც კი დავეხმარებით”, - ამბობს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის “Fუტურე ჩორპს” თავმჯდომარე ვაგარშაკ შახბექიანი.
ორგანიზაცია, სხვა საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, მექანიზატორული საქმის სწავლებას და ასევე, ქართული და ინგლისური ენების ჯგუფების გახსნას აპირებს.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი