“თუ ადამიანი წესიერად იცხოვრებს, ყველგან ეშველება”


პრემიერა მესხეთის თეატრში

2 ივლისს ახალციხის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონის მეორე პრემიერა წარმოადგინა. თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი კომედია შეემატა.
 
ლაშა ბუღაძისნაფტალინიმესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა.

ჩემთვის ქართული დრამატურგია პრიორიტეტულია. ქართული თეატრი ყოველთვის საინტერესოს აკეთებს, როცა ქართულ პიესას დგამს”, - აცხადებს რეჟისორი. 

მესხეთის თეატრშინაფტალინიირაკლი გოგიას პირველი პიესა იყო: საინტერესო დღეები გავატარე ახალციხის დასთან ერთად. ყველა ის მითი გამართლდა ჩემთვის, რომელიც ამ თეატრის შესახებ არსებობდა”. 

ერთმოქმედაბიანი პიესის გმირი ნუნუ დეიდა, რომელსაც მსახიობი ლია სულუაშვილი თამაშობდა, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში ხვდება. საკუთარ უცოდველობაში დარწმუნებულ სკოლის ყოფილ დირექტორს საიქიოში არავინ უჯერებს, რომ მას იმ ქვეყანაში ცოდვა არ ჩაუდენია. ეშმაკების მიერ მისი გასამართლებისა და ცრუ მოწმეების წარდგენის შემდეგ ირკვევა, რომ თურმე ნეტარ კუკურს მისი ბიოგრაფია მსუბუქი ყოფაქცევის ქალის, ნუნუ ვარდოსანიძის ბიოგრაფიაში არევია. ამდენად ნუნუ დეიდას ათავისუფლებენ, თუმცა მანამდე ის ჯოჯოხეთში სხვის ნაცვლად ისჯებოდა. 

ნაწარმოებით მაყურებელს ვუთხარით, რომ თუ ადამიანი წესიერად იცხოვრებს ყველგან ეშველება, აქაურ ჯოჯოხეთშიც და იქაურშიც”, - ამბობს რეჟისორი.

მსახიობ მანანა ბერიძის თქმით, რომელიც ნუნუ ვარდოსანიძის როლს ასრულებდა, მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე სპექტაკლი შედგა: ეს კომედია იყო და მაყურებელი უნდა გაგვერთო. რაც მთავარია მაყურებელმა იხალისა”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი