წლიდან წლამდე ახალქალაქში სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება ალერგიით. რა არის ალერგია, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ალერგიულები ვართ და რა საფრხთეს შეიცავს დაავადება.
გაზაფხულის დადგომისას, როდესაც ჩვენს ქალაქში მტვერი და მზის სხივები იმატებს და ჭადრის ხის ბუსუსები ჩნდება, ხშირად შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ძლივს სუნთქავენ, თვალები ეცრემლებათ და ექავებათ და კანზე წითელი გამონაყარი უჩნდებათ. აფთიაქებში კი ალერგიის საწინააღმდეგო წამლებზე რიგები დგება.
ალერგია – ესაა რეაქცია უცხო სუბსტანციაზე – ორგანიზმის იმუნური სისტემის ზემგრძნობიარობის გამოვლენა, ადრე ალერგენით სენსიბილიზებულ ორგანიზმზე ამავე ალერგენის განმეორებით ზემოქმედებაზე რეაქცია (ვიკიპედია).
“კვირაში, საშუალოდ, ათი ადამიანი მოგვმართავს. ალერგია, ძირითადად, ბავშვებს აწუხებთ. მეორე კატეგორია კი 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები არიან”, - ამბობს ქალაქ ახალქალაქის კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი ლანა ენოქიანი.
ალერგია ადამიანის ბიოლოგიურ სისტემაში მოხვედრილ გარკვეულ ორგანულ და არაორგანულ აგენტებზე იმუნური სისტემის რეაქციის გარეგანი გამოვლენაა. წესრიგში მყოფი იმუნური სისტემა გამაღიზიანებელ
აგენტებს ისე უსწორდება, რომ ადამიანი ვერც იგებს, შესაბამისად, გარეგნული გამოვლენა თავს არ იჩენს. ხოლო თუ იმუნური სისტემა შერყეულია და მისი მგრძნობიარობა გაზრდილია, ადამიანს ალერგია ეწყება.
“მზის ალერგია მაქვს. მაისის დადგომისთანავე ყველა სიმპტომი მიჩნდება – თვალები, ცხვირი, ყელი მექავება, თვალებიდან ცრემლი მდის. ამ დროს მხოლოდ “კოლდრექსი” მშველის”, - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი რიფსიმე ალბერტიანი.
ალერგიის მკურნალობა ეფექტური მხოლოდ იმუნური სისტემის დისბალანსის მიზეზის დადგენის შემთხვევაში იქნება. მკურნალობა დაავადების გაჩენის მიზეზის ძიებით უნდა დაიწყოს. ალერგიის ძირითადი სიმპტომებია სურდო, ცემინება, თვალების ტკივილი და შეშუპება, ჭინჭრის ციება და ა.შ.
“რადგანაც მაღალმთიან, სასოფლო-სამეურნეო რაიონში ვცხოვრობთ, ხშირად გვხვდება ჭინჭრის ციება, დერმატული ალერგია, ფიტოდერმატული (მცენარეებზე) ალერგია, ალერგიული რეაქცია მწერების ნაკბენზე. პროფილაქტიკა ძალიან დაბალ დონეზეა. რადგან მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და მინდვრებში მუშაობა უხდება, ყოველთვის ვურჩევთ მზეზე ქუდი დაიხურონ და აუცილებლად ბამბის ტანსაცმელი ეცვათ. ზოგს 10-15 დღით სახლში დარჩენასაც ვურჩევთ, მაგრამ უმრავლესობა ჩვენს რეკომენდაციებს იგნორირებას უკეთებს”, - ამბობს ლანა ენოქიანი.
ალერგია ხშირი დაავადებაა. დასტურდება, რომ ალერგიისადმი მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
არსებობს. ალერგიით დაავადებული მშობლების შვილებს გაცილებით მეტი ალბათობა აქვთ, თავადაც ალერგიულები იყვნენ, ვიდრე ჯანმრთელ ოჯახში გაჩენილ ბავშვებს. თუმცა მშობლებსა და შვილებს შორის გარკვეული ალერგენებისადმი
ჰიპერმგრძნობიარობის მკაცრი შესაბამისობა დაფიქსირებული არ არის.
ალერგენებს მიეკუთვნება ნივთიერებები, რომლებსაც პირდაპირი ალერგიული ზემოქმედება ახასიათებს და ისინი, რომელთაც სხვა ალერგენების მოქმედების გამოწვევა შეუძლია.
სხვადასხვა ადამიანებს, იმუნური სისტემის გენეტიკურ თავისებურებათაგან
გამომდინარე, ალერგენთა სხვადასხვა ჯგუფებისადმი განსხვავებული რეაქტიულობა ახასიათებთ.
“ჩემს ალერგიას ქრონიკული ხასიათი ჰქონდა. ალერგია მქონდა მზის სხივებზე, მცენარეებზე, მტვერზე, ეს ყველაფერი ჩემს სასუნთ გზებზე მოქმედებდა და სუნთქვა მიჭირდა. მაგრამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველაფერმა გაიარა. ვიღებდი “კლარიტინს” და ნაძვის გირჩების ნაყენს – ჩემთვის საუკეთესო და ნატურალურ წამალს. ამბობენ, რომ ალერგია არ იკურნება, მე კი ყველაფერმა გამიარა. ალერგია ჰქონდა ჩემს დედას, ეს აწუხებს ერთ-ერთ ჩემს შვილსაც”, - გვიამბობს სალვი მაკარიანი.
ადამიანების უმრავლესობა ამ დაავადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ალლა უსუნცი 10 წელიწადია ალერგიით იტანჯება: “პირველი სამი წელიწადი სერიოზულად არ აღვიქვამდი. მტვრის, ჭადრის ხის ბუსუსებისა და მტვრის ტკიპას ალერგია აღმომაჩნდა და დაავადება სერიოზულ პრობლემებში გადამეზარდა. ყველაფერი გართულდა და ჰაიმორიტი და სასუნთქი გზების პრობლემები გამიჩნდა. ყოველ წელს, გაზაფხულზე თვალები მექავება, თვალებიდან და ცხვირიდან სისველე მდის. არ შემიძლია ნორმალურად დაძინება, ჭამა, სუნთქვა. გართულებები უკვე ზამთარშიც მაქვს. უამრავ ექიმთან ვყოფილვარ და წამლებსაც გამუდმებით ვსვამ”.
ექიმ-დერმატოლოგის ლანა ენოქიანის აზრით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ალერგიის შემთხვევების გახშირებას რამდენიმე მიზეზი აქვს.
“თუ ამ ავადმყოფობას ყურადღებას არ მიაქცევ, ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, ესაა ფენიტები, ფარინგიტი, ხველა. ალერგია, ძირითადად, ეკოლოგიური დაბინძურებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის არარსებობის შედეგია. ასევე, ალერგიას სოფლის მეურნეობაში სასუქების უკონტროლო გამოყენებაც იწვევს. სინთეტური ტანსაცმელი, ბავშვის ქოთანიც კი, რომელიც უხარისხო პლასტმასასგანაა დამზადებული, შესაძლოა მომავალში ალერგიით დაავადების მიზეზად იქცეს”, - ამბობს ლანა ენოქიანი.
დღეისთვის ცნობილია ჰიპერმგრძნობიარობის რეაქციის ხუთი ტიპი. ტერმინი “ალერგია” დამკვიდრდა რეაქციის პირველ ტიპთან დაკავშირებით, რომელიც IგE-ით განპირობებული კლასიკური ეფექტებით ხასიათდება.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
Გამარჯობა ყველას!! მე მერლინი ვარ აქ, შტატებში და აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გააკეთა ექიმმა ჯეიმსმა ჩემთვის. მე (GENITAL HERPES VIRUS) დაავადებული მაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მუდმივად მქონდა ტკივილი და ქავილი, განსაკუთრებით ჩემს პირად ნაწილში. პირველი წლის განმავლობაში. ეს დაავადება მთელს სხეულში ვრცელდებოდა და მე გამოვიყენე ორეგანოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აციკლოვირი, ვალ აციკლოვირი, აციკლოვირი და რამდენიმე სხვა პროდუქტი და ეს მართლაც დამეხმარა ჩემი ეპიდემიის დროს, მაგრამ მე მთლიანად განკურნებული ვიყავი! ჩემი HSV– დან ძლიერი და აქტიური მცენარეული მედიკამენტი შეუკვეთა დოქტორ ჯეიმსის მცენარეულ ნარევს და ის მთლიანად ებრძოდა ვირუსს ჩემი ნერვული სისტემისგან და უარყოფითი ტესტი გამომივიდა დოქტორ ჯეიმსის მცენარეული ნარევის მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. მე აქ ვარ, რომ ყველამ იცოდეთ, რომ ჰერპესის ვირუსს აქვს სრული განკურნება, მე თავი დავაღწიე ექიმ ჯეიმსის მცენარეული მედიცინის დახმარებით. მე წავაწყდი Tasha- ს ჩვენებას, ინტერნეტში, რომელიც მოწმობდა დოქტორ ჯეიმსის შესახებ, თუ როგორ განკურნა იგი 7 წლის HSV 2. და მან ასევე მისცა დიდი დოქტორ ჯეიმსის ელექტრონული ფოსტის მისამართი (drjamesherbalmix@gmail.com ... ] ..., ვურჩევ ნებისმიერს, დაუკავშირდეს მას ნებისმიერი სახის დაავადებების შესახებ, რომლითაც ის დაგვეხმარება, ამიტომ მე ელ.წერილით ვუთხარი მას ჩემს შესახებ (HSV 2), მან მითხრა, არ ინერვიულო, რომ მე ვიქნები განკურნებული !! ისე, მე მას ეჭვი არასდროს შეპარვია. მე მჯერა, რომ მას შეუძლია მეც განკურნოს, ექიმმა ჯეიმსმა მოამზადა და გამომიგზავნა ფესვებისა და მწვანილისგან დამზადებული მცენარეული მიქსური წამალი, რომელიც მივიღე. პირველ ერთ კვირაში, მე დავიწყე ყველა ჩემზე, 15 დღის შემდეგ დალია მისი მცენარეული მიქსების წამალი, სულ განკურნებული ვიყავი. აღარ მქონდა ქავილი, აღარ დამეუფლა ტკივილი, როგორც დარწმუნდა ექიმი ჯეიმსი. გარკვეული დროის შემდეგ ექიმთან მივედი კიდევ ერთი ტესტის გასაკეთებლად. შედეგი გამოვიდა მეგობრებო, ჩემი რჩევაა, თუ გაქვთ ასეთი დაავადება ან იცით ვინმე, ვინც დაავადებულია ან რაიმე სხვა დაავადებით, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, მეჭეჭები, მოლები, ბიპოლარული დი შპრიცი, ზოლები, HPV, აივ ინფექცია / შიდსი, ALS, HBP, კიბო, ნეფროზული სინდრომი აივ / შიდსი, ჰერპესის კიბო, საკვერცხის კიბო, პანკრეასის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის კიბო, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, გულსისხლძარღვთა დაავადება , აუტიზმი, ფილტვის დაავადება. გადიდებული პროსტატა, ოსტეოპოროზი. ალცჰეიმერის დაავადება, ფსორიაზი, ტაქის დაავადებები, წითელი მგლურა, ზურგის ტკივილი, დემენცია. თირკმლის კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, კანის კიბო და კანის კიბო. სათესლე ჯირკვლის კიბო, ლეიკემია, ვირუსები, ჰეპატიტი, უნაყოფობა და ა.შ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიდს პირდაპირ მის ........ @ drjamesherbalmix@gmail.com ის კარგი ადამიანია და ის დაგეხმარებათ.
ReplyDelete