მშენებლობის თანმდევი პრობლემები


სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივების უმნიშვნელო ნაწილი დასაქმდა.
 პრეზიდენტის დაპირების მიუხედავადმტკვარიჰესისმშენებლობამ ადგილობრივების დასაქმების პრობლემა ვერ გადაჭრა. მშენებლობამ ახლომდებარე  სოფლებში ახალი პრობლემები გააჩინა.

პრეზიდენტის დაპირების ასრულების იმედი, რომ იმ სოფლებიდან, სადაც პროექტი ხორცილედება ადგილობრივები დასაქმდებოდნენ აღარავის აქვს.

სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, სააკაშვილმა თათბირი ჩაატარა სოფელი ასი პროცენტით დასაქმდებაო, მაგრამ ჩვენი სოფლიდან 5 კაციც არ მუშაობს”, - ამბობს საყუნეთის მკვიდრი 78 წლის შალვა ხაჩიძე.

აგარაში მცხოვრები მეგი ქიმერიძე ამბობს, რომ პროექტზე არც მათი სოფლიდან დაუსქმებიათ ვინმე: სხვები მოიყვანს სამუშაოდ, არდა მთელი სოფელი დუსაქმებელია”.

დასაქმების იმედი გადაეწურათ, მაგრამ ადგილობრივებს ახლა სხვა მოლოდინი აქვთ.

თუკი რამე აშენდება კარგია. გამოუშვებენ ელექტროენერგიას და მოხმარდება ხალხს, იქნება გადასახადიც შეამცირონ”, - გვითხრა საყუნეთელმა ნონა ჩინჩალაძემ.

მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ჰესის მშენებლობა თითქმის ნახევარი წელიწადია მიმდიანარეობს. თუმცა, არც მან და არც მისმა მეზობლებმა დღემდე არ იციან, რომ  აქ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გავლით ელექტროგადამცემი ხაზი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანს.

სამომავლოდ გაიაფებულ ელექტროენერგიამდე, მშენებლობის გამო დაზიანებული საძოვრები აწუხებთ შალვა ხაჩიძესა და აბესალომ ბუხრიკიძეს.

ნახშირია თუ ქვა არ ვიცი, მოსპეს ამხელა სათივეები. ზემოდან აყრიან გვირაბიდან გამოტანილ მასალას, ბალახი აღარ არის. რაც უფრო ღრმად შედიან გვირაბში, მით უფრო დიდ ფართობს აბინძურებენ”, - გვიამბობს საყუნეთელი აბესალომ ბუხრიკიძე.

პირუტყვის გამოკვების პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ სოფელ რუსთაველებს.

სადაც გვირაბმა უნდა გაიაროს, იქაა ჩვენი სოფლის სასმელი წყლის მარაგი. სრულიად შესაძლებელია, გვირაბის გავლის შემდეგ წყალი დაიკარგოს”, - აცხადებს რუსთაველი ელგუჯა კედელაშვილი.

მისი განმარტებით, საფრთხე ელის სარწყავ წყალსაც: მტკვარი უნდა შებრუნდეს და ის მარაგი მთლიანად იქით წავიდეს. მარაგი აღარ დარჩება საიმისოდ, რომ საქაჩით ამოვქაჩოთ”.  

სოფელში დაახლოებით 200 ჰექტარი ირწყვება.

მიწა თუ არ გაასველე, ვერაფერს მოიყვან. მითუმეტეს, აქვე პოლიგონია და მტვერი ყველაფერს ახმობს, - გვიამბობს იაგო ჯუხარაშვილი.

ამჟამად რუსთავი სასმელი წყლით საკმარისად მარაგდება. მანამდე სოფელში წყალი უბან-უბან მოდიოდა.

ტყიდან ჩამოვიყვანეთ და ისე გავანაწილეთ, რომ ყველას ჰქონოდა”, - გვიხსნის ბელა წიკლაური.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა იქნება, 150 კომლიანი ისტორიული სოფელი მალე მოსალხეობისგან დაიცლება.

თუ მოსავალი ვერ მოვიყვანეთ და სასმელი წყალიც არ გვქონდა, სულ წავალ აქედან”, - აცხადებს ჯუხაშვილი.

რუსთაველების განცხადებით, მათ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების თხოვნით, მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე მიმართეს. თუმცა, აღნიშნულის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ივანიძემ ჩვენგან შეიტყო: პირიქით ვიცი, ადგილობრივებს უხარიათ როდის დაიწყება მშნებლობა, რომ დასაქმდნენ”.

არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე ალტერნატივასსაერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორს დავით ჭიპაშვილს ეეჭვება, რომ მშენებლებმა რუსთაველების აზრი გაითვალისწინონ: სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა საქართველოში მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებას სახელმწიფოს ნამდვილად არ ავალდებულებს. Aსანამ აქ მშენებლობა არ დაწყებულა, ეს პრობლემა წინ არასამთავრობო ირგანიზაციებმა და მედიამ უნდა წამოსწიოს”.

გაჩენილი პრობლემები რამდენად მოგვარდება მშენებლობის დასრულებამდე და კიდევ გაჩნდება თუ არა ახალი, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, რა შედეგბი მოჰყვება საცხე-ჯავახეთში დაგეგმილი დანარჩენი 11 ჰესის მშნებლობას დღეისათვის ალბათ სამოქალაქო საზოგადოებისათვის ინეტრესს მოკლებული არც ეს უნდა იყოს.
                                              
თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი