წელს ხორბლის მცირე მოსავალია

წელს საქართველოში ხორბლის ცუდ მოსავალს ელოდებიან. გლეხები შიმშილის მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ.

გლეხების ნაწილი გასული წლის მოსავლის ნახევარსაც არ ელის, ნაწილი კი ამბობს, რომ მარცვლეული ისე გაფუჭდა, ხორბლის აღებას აზრიც არ აქვს.

თითქმის ყველა რეგიონში ნაყოფის დიდი ნაწილი გაზაფხულის ხანგრძლივმა წვიმებმა, სეტყვამ და ზაფხულის გვალვამ გაანადგურა.
სოფელში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. წლევანდელმა წვიმებმა, სეტყვამ და გვალვამ ხორბალი ყველას გაუნადგურა. წლებია მე აღარ დამითესია, არ არის ტექნიკა, სარწყავი არხები”, - ამბობს სოფელ ურაველის მკვიდრი ტარიელ ზურაბაშვილი.

უამინდობასთან ერთად, მოსავლის მკვეთრ შემცირებას ტექნიკის არარსებობამაც შეუწყო ხელი. ახალციხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც წვიმა და სეტყვა არ ყოფილა, ხორბალის მოსავალს ტექნიკის არარსებობის გამო მაინც ვერ იღებენ.

ამ მიზეზით არ დაუთესია წელს ხორბალი სოფელი მინაძეში მცხოვრებ რუსუდან კურტანიძეს: ყანები დაუმუშავებელი გვაქვს, არ არის ტექნიკა, არ გვაქვს სახსრები, იმდენიც არ მოდის, რომ დახარჯული ფული ამოვიღოთ. მოსავალს ხან სეტყვა გვიფუჭებს, ხან გვალვა”.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის მთავარი სპეციალისტის, სერგო ბარძიმაძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორბლის მოსავლის მხრივ გასულ წელთან შედარებით წლევანდელი წელი მოსავლიანი იქნება: ჩვენს რეგიონში არ ყოფილა ისეთი წვიმები და გვალვა რომ ხორბალი გაეფუჭებინა. ქვეყნის მასშტაბით კი შესაძლებელია იკლოს მოსავალმა, რადგან კახეთი ერთ-ერთი ძირითადი რეგიონია, სადაც ხორბალი დიდი რაოდენობით მოდის და წელს, როგორც ვიცი, იქ ცოტა რთული მდგომარეობაა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, თეიმურაზ გვარამაძის განმარტებით, საქართველოში ხორბლის მოსავალის შემცირება მარტო სტიქიას არ გამოუწვევია. სხვა ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც მოსავლიანობას ამცირებს: გლეხი ჯერ კიდევ არ არის მომზადებული იმ დონემდე, რომ თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიურ ფონზე მოახდინოს სასოფლო სამეურნეო კულტურის, კერძოდ მარცვლეულის მოყვანა. საკმარისია ერთი დეტალი გამოვტოვოთ, რომ 20-25 პროცენტამდე დაეცეს ხორბალის მოსავლიანობა”.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ხორბლის მოსავლიანობას ამცირებს, არის ის, რომ გლეხს მისი მოყვანა ძვირი უჯდება, რეალიზაციას კი ვერსად ახდენს. მაღალი ფასის გამო წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს არ იბარებენ, მათ უცხოური მარცვლეულის შემოტანა ურჩევნიათ.

იმაზე გაცილებით ნაკლები ღირებულების მოსავალს იღებ, რასაც მის მოყვანაში ხარჯავ. ამიტომ ბოლო რამდენიმე წელია ხორბალს აღარ ვთესავ”, - ამბობს სოფელ ფერსის მკვიდრი ივანე ჩოქური.   

ქართული ხორბლის რეალიზაციის პრობლემას იმითიც ხსნიან, რომ იგი პურის გამოსაცხობად გამოუსადეგარია. თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ ექსპერტები.

ქართული ხორბალი ძალიან ბევრ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს,    განსაკუთრებით ცილას, რომელიც იმპორტირებულ ხორბალს თითქმის ორჯერ აღემატება”, - ამბობს თეიმურაზ გვარამაძე და აქვე დასძენს რომ თუ გამართლდა ვარაუდი და ხორბლის მოსავალი წელს კატასტროფულად მცირე იყო, არ არის გამორიცხული რომ პურის და ფქვილის ფასმა საგრძნობლად მოიმატოს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს საქართველოში 600 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის დამუშავებას და გასულ წელთან შედარებით, 15 პროცენტით მეტი თავთავიანი კულტურების დათესვას მოელოდა.

მართალია დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტს ვეწევით, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მექანიზაციის და თესლის ხარისხის თვალსაზრისით. ვფიქრობ, წელს მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება მარცვლოვან კულტურებში”, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.

მინისტრის პროგნოზი არ გამართლდა. მეტიც, წელს ხორბლის მოსავალი კატასტროფულად მცირეა. ექსპერტების განცხადებით, თუ შარშან 80 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, წელს დაახლოებით, 40-45 ათასი ტონა იქნება.   

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა წლის  განმავლობაში 800 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში საქართველოში მოყვანილი ხორბალი საერთო მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. შარშან საქართველოში 125 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა, წლევანდელი მოსავალი კი დაახლოებით 105 000 ტონაა, რაც ქვეყნის საერთო მოხმარების მხოლოდ 10 პროცენტს დააკმაყოფილებს.
 
რაც შეეხება მსოფლიოს ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს, სპეციალისტების განცხადებით, უკრაინაში, რუსეთში, კანადასა და ყაზახეთში ხორბლის მოსავალს უკეთესი პირი უჩანს.


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2009-2010 წლის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობები

რაიონის დასახელება

ახალქალაქის რაიონი 

საშემოდგომო ხორბალიდათესილი ფართობი – 2100
საგაზაფხულო ხორბალი _ დათესილი ფართობი _550
საგაზაფხულო ქერიდათესილი ფართობი – 10100

ნინოწმინდის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი _დათესილი ფართობი_ 400
საგაზაფხულო ხორბალი_ დათესილი ფართობი_250
საგაზაფხულო ქერი_ დათესილი ფართობი_400

ახალციხის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი_ 900
საგაზაფხულო ხორბალი_დათესილი ფართობი_200
საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი_1000

ადიგენის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი_ 350
საგაზაფხულო ხორბალი_ დათესილი ფართობი_30

ასპინძის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_ დათესილი ფართობი_250
საგაზაფხულო ხორბალი_დათესილი ფართობო-130

ბორჯომის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი-დათესილი ფართობი_300
საგაზაფხულო ქერი_ დათესილი ფართობი_250

სულ რეგიონში

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი_4300
საგაზაფხულო ხორბალი_ დათესილი ფართობი_1000
საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი_15510


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2008-2009 წლის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა


ახალქალაქის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი_2000, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 30, სულ მოსავალი (ტონა) 6000

საგაზაფხულო ხორბალი დატესილი ფართობი 500, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 32, სულ მოსავალი (ტონა) 1600

საგაზაფხულო ქერი_ დათესილი ფართობი 1000, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 20, სულ მოსავალი (ტონა) 2000


ნინოწმინდის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი 300, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 30, სულ მოსავალი (ტონა) 900

საგაზაფხულო ხორბალი_დათესილი ფართობი 200, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 16, სულ მოსავალი (ტონა) 350

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 4300, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 18, სულ მოსავალი (ტონა) 7740


ახალციხის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_ დათესილი ფართობი 1000, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 5, სულ მოსავალი (ტონა) 500

საგაზაფხულო ხორბალი_დათესილი ფართობი 250, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 5, სულ მოსავალი (ტონა) 250

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 1000, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 5, სულ მოსავალი (ტონა) 500


ადიგენის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი 300, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 300

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 25, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 25

ასპინძის რაიონი
საშემოდგომო ხორბალი_ დათესილი ფართობი 200, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 200

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 120, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 120


ბორჯომის რაიონი

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი 400, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 400

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 200, მიღებული მოსავალი (ცენტრენი) 10, სულ მოსავალი (ტონა) 70

სულ რეგიონში

საშემოდგომო ხორბალი_დათესილი ფართობი 4200, სულ მოსავალი (ტონა) 8300

საგაზაფხულო ხორბალი_დათესილი ფართობი 950, სულ მოსავალი (ტონა) 2045

საგაზაფხულო ქერი_დათესილი ფართობი 6645, სულ მოსავალი 10585


მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი