სიურპრიზი კლიენტებისთვის


ბანკლიბერთისკლიენტები, რომელიც 1 ივნისიდან 30 აგვისტომდე სამჯერ ისარგებლებენ ფულადი გზავნილების სისტემისვესტერნ იუნიონისმომსახურებით, ავტომობილის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

1 ივნისიდან ბანკლიბერთის” (ყოფილისახალხო ბანკი”) ყველა ფილიალში იმ კლიენტთა რეგისტრაცია დაიწყო, რომლებიც ფულადი გზავნილების სისტემისვესტერნ იუნიონისმომსახურებით სარგებლობენ. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ბანკის მომხმარებელი პირველი ფულადი გადარიცხვის გაკეთებისას ბანკში პირად მონაცემებს ტოვებს და ავსებს ანკეტას, სადაც მისი ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ნომერი, სახელმწიფო სადაც ან საიდანაც კეთდება გადარიცხვა და ფულადი გადარიცხვის კოდის ბოლო სამი ციფრი აღინიშნება.

გათამაშება 30 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ პირველ ორ ათას მომხმარებელს შორის ჩატარდება. მთავარი პრიზის, ავტომობილის გარდა, მრავალი სხვა პრიზიც თამაშდება.

ჩვენ არ ვიცით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან პირველ 2 000 მომხმარებელს შორის რამდენი ადამიანი მოხვდა. გამოვლინდა თუ არა გამარჯვებული მათ შორის, მხოლოდ გათამაშების ბოლოს გავიგებთ. ჩვენს კლიენტებს შორის ვინ რა მოიგო, ამას ჩვენთან რეგისტირებული მონაცემების მეშვეობით ვაცნობებთ”, - აღნიშნა სსლიბერთი ბანკისნინოწმინდის ფილიალის მმართველმა ალექსანდრე ვახტანგიშვილმა.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა


1 comment:

  1. There are some marriage counseling signs that you indigence to be self-esteem to diminish,
    this may march on to low.

    Also visit my site; prayers for marriage in trouble

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი