დასვენების დროა! |
მათ ვისაც დასასვენებლად მთა ურჩევნია. სამცხე-ჯავახეთი ტურისტებს ელოდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი:
ბორჯომის ხედი პლატოდან |
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ისტორიული კუთხის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის მოქცეულია თრიალეთის ქედის დასავლეთით და მესხეთის ქედის აღმოსავლეთით, უჭირავს თორის ქვაბული და ბორჯომის ხეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ცნობილია სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით: ბორჯომი, წაღვერი, პატარა ცემი, ტბა, ლიბანი, ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი ( სასტუმრო უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, ფუნქციონირებს კინოთეატრი, მოეწყობა ექსკურსიები სურვილისამებრ, სტუმრებს მოემსახურება მიკროავტობუსი. სასტუმროს ღირებულება 25 აშშ დოლარი)
ეკლესიები – ლიკანი, ნეძვი, ტიმოთესუბნის მონასტერი, სადგერის ეკლესია, მწვანე მონასტერი, ქვაბისხევის ეკლესია, წითელი საყდარი, პანტარის ტაძარი.
ციხესიმაგრეთა ნანგრევები – გოგიას ციხე, პეტრეს ციხე, ციხჯვარი, დვირის ციხე, დემოთის ციხე.
ბორჯომში დასვენების ფასები წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ოჯახი თუ ერთი კვირით მოინდომებს დასვენებას კერძო სახლში, ოთახი დაახლოებით 200 – 400 ლარამდე დაუჯდება. ხოლო მთელი ბინის ქირაობის შემთხვევაში 1500 ლარამდე მოუწევს გადახდა.
ქირაში არ შედის კვება, თუმცა სახლის დიასახლისთან მოლაპარაკების და დამატებითი თანხის გადახდის
შემთხვევაში შესაძლოა დიასახლისმა საუზმე, სადილიც და ვახშამიც მოამზადოს.
ბინის ქირა იმისდა მიხედვით დგინდება, ახლოს არის თუ არა ბინა ბორჯომის პარკთან.
ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებია ,,ბორჯომის ხეობა” და ,,მოციონი”.
,,ბორჯომის ხეობაში” ორიადგილიანი ნომერი 100, ხოლო ერთადგილიანი 75 აშშ დოლარი ღირს.
ახალციხის მუნიციპალიტეტი:
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები.
საფარის მონასტერი |
ქალაქ ახალციხეში კერძო ბინები არ ქირავდება, სამაგიეროდ შეგიძლიათ გაჩერდეთ ორვარსკვლავიან სასტუმროებში ( ,,თეთრი სახლი”, ,,იკასო”,
,,არიალი, ,,ედენი”, ,,მესხეთი”) სადაც ფასი 30 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტი:
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები.
ადიგენი, ჭულეს მონასტერი |
ამ ძეგლების დათვალიერება ერთ დღეშიცაა შესაძლებელი. ტურისტს შეუძლია ღამე კურორტ აბასთუმანში გაათენოს, სადაც როგორც სასტუმროები, ასევე კერძო ბინებიც ქირავდება.
თუ თქვენ მშვიდი დასვენება გადაწყვიტეთ, მაშინ აუცილებლად აბასთუმანს უნდა ეწვიოთ. აქ კერძო ბინების ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე ადის.
კერძო ბინაში ერთ
ღამეში 20 ლარის გადახდა მოგიწევთ.
თუ ბინაში არის ცხელი და ცივი წყალი, ფასიც, შესაბამისად, მაღალია.
კურორტში კომფორტული სასტუმროების დიდი არჩევანი არაა.
აბასთუმნის ხედი |
კურორტში გართობის დიდი არჩევანი არაა, შეგიძლიათ მთელი დღე
ტყეში გაატაროთ, ან როშაში ტენისი ითამაშოთ.
შეგიძლიათ დაგეგმოთ ტურები, რომელიც არც
თუ ძვირი დაგიჯდებათ. ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად ავტომობილის დაქირავება 30 ლარიდან შეგიძლიათ.
ასპინძის მუნიციპალიტეტი:
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის არმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების, ხოლო სამხრეთიდან ერუშეთის მთების კალთებით.
ვარძია |
და ბოლოს, მგზავრობა: თბილისიდან აბასთუმანში ყოველდღიურად
მიკროავტობუსი დადის და მგზავრობის ღირებულება 12 ლარია. თბილისიდან ბორჯომში მგზავრობა შვიდი ლარი დაგიჯდებათ.
თბილისი – ახალციხე 10 ლარი და თბილისი -ასპინძა
- 12 ლარი.
თბილისიდან ბორჯომში ასევე შეგიძლიათ ჩქაროსნული მატარებლით ჩახვიდეთ და ეს მგზავრობა სულ ოთხი ლარი დაგიჯდებათ.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი