ექვსი თვე ხელფასის მოლოდინში


ქალაქის გზებისა და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშახელს ექვსი თვეა ანაზღაურება არ მიუღია.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ხელფასი 70-მდე მუშას არ აუღია.

ზამთრიდან მოყოლებული ქუჩებზე ასფალტს ვაგებთ, ვაკეთებთ ტროტუარებს, ვმუშაობთ ორმულ შეკეთებაზეც, მაგრამ დღემდე კაპიკი არ აგვიღია, - აცხადებს შუახნის მამაკაცი, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ იმის გამო რჩება, რომ მიუხედავად უხელფასობისა სამსახურის გარეშე არ დარჩეს - იმედი მაინც გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ”.

 მუშები ხელფასს დღიური გამომუშავების მიხედვით უნდა ღებულობდნენ. დღეში მათი ანაზღაურება 15, თვეში კი 300-350 ლარს შეადგენს.

მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდია. თავი მისი პენსიით გაგვაქვს. ყოველდღე გვპირდებიან აგინაზღაურებთო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს”, - აცხადებს ნოდარ ნადიბაიძე.

მან გზების მშნებლობაზე მუშაობა მარტიდან დაიწყო: “ალბათ ივლისის ბოლოს მოგვცემენ ხელფასს, ასე დაგვპირდნენ”.

ნადიბაიძესთან ერთად ჩაერთო ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში სიმონ კაჭკაჭაშვილიც: მანამდე გზების ზამთრის შენახვაზეც ვმუშაობდი. იანვრის შემდეგ მეექვსე თვე დაიწყო და ჯერ არაფერი მოუციათ. ჩვენი უფროსი, პეტაშვილი, ახლაც დაგვპირდა უმოკლეს ვადაში მოგცემთო”.   

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპსმესხეთი ავტოგზააწარმოებს. იმ ფაქტს, რომ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ, “მესხეთი ავტოგზისდირექტორი თამაზ პეტაშვილიც ადასტურებს. ციფრების დაკონკრეტებისგან იგი თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ გასაცემიც ბევრი აქვს და ასაღებიც.: ექვსი თვეა ხელფასი არც აპარატის თანამშრომლებს აუღიათ. ვალები გვაქვს ასაღები და ვერ გვაძლევენ”.

მისი თქმით, კომპანია იანვრიდან დღემდე ვალებით მუშაობს: პატარა ქალაქია, ნდობა გვაქვს, ნისაიდ ვღებულობთ საშენ მასალებს, საწვავს. მაგრამ თუ თანხა დროზე არ ჩაირიცხა, ცოტახანში ალბათ ამ ნდობასაც დავკარგავთ”.

მესხეთი ავტოგზისყველაზე დიდი მევალეები კომპანიებიელ-ენიდაალიონია”. “ელ-ენ”-მა 6, “ალიონმაკი 80 ათას ლარამდე უნდა გადაურიცხოს. კომპანიაელ-ენ”-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, “მესხეთი ავტოგზასქალაქში გაზის დაქსელვის შემდეგ დაზიანებული ქუჩები უნდა აღედგინა. რუსთაველის, ცხრა აპრილის, ასპინძის, სულხან-საბას, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების შეკეთება საგზაო კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაასრულა.

პეტაშვილს თანხა ჩვენმა დამფუძნებელმანიუ ენერჯიმუნდა გადაუხადოს. როდის დაფარავენ ვალს არ ვიცი, ეს მათ შემოსავლებზეა დამოკიდებული. კრიზისი ყველას შეეხო”, - ამბობს შპსელ-ენ”-ის დირექტორი ვასილ აბულაძე.

მისი თქმით, “ელ-ენ”-მამესხეთი ავტოგზასთანხის ორი-მესამედი უკვე გადაუხადა: “75 ათასიდან 50 გადავიხადეთ”.

ამ ფულით საწვავი, ასევე საშენი მასალები ვიყიდეთ და კიდევ არ გვეყო”, - აცხადებს პეტაშვილი.

სამშენებლო კომპანიაალიონის  გადმოსარიცხი 80 ათასით მესაზღვრეების სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიები გაკეთდა.

სადაზღვეო კომპანიავესტისსამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარების შემდეგ, 3-4 დღეში თანხის გადმორიცხვას შევძლებთ”, -  გვიხსნისალიონისუფროსის მოადგილე როსტომ ალავიძე და ვარაუდობს, რომ 80-დან 45 ათასს მაინც გადმორიცხავენ.

ამჟამად ახალციხეში ზარზმელის, თაბუკაშვილის, ნათენაძის და ხანძთელის ქუჩების სარემონტო სამუშაოები მიმდიანრეობს. მათი რეაბილიტაციისათვის პროექტით გათვალისწინებული მილიონ 400 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსარალი” “მესხეთი ავტოგზასთანერთად 29 მაისიდან ახორციელებს.

ხელფასი მუშებს არ დაუგვიანდებათ. თუ მუნიციპალური განვითარების ფონდი თანხას დროზე არ ჩარიცხავს, ჩვენ გვაქვს საბრუნავი ფული და ხელფასებს მაინც გავცემთ”, - აცხადებს კომპანიაარალისდირექტორი ოთარ თათეშვილი.

როდის ჩაურიცხავენ თანხასნიუ ენერჯი” “ელ-ენ”-, დავესტი” “ალიონსიმისათვის, რომ მათმესხეთი ავტოგზისვალის დაფარვა შეძლონ, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამდენად ისევ გაურკვეველი რჩება, როდის აიღებენ მუშები კუთვნილ ხელფასს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი