ახლადასფალტირებულ სპანდარიანისა
და ოვსეპიანის ქუჩებზე წელს განათება გაკეთდება, თუმცა, გაფუჭებული ნათურებს ვერ შეცვლიან.
ნინოწმინდის განათებაზე ორგანიზაცია “სის” მუშაობს. მათ გამგეობასთან ქალაქის ქუჩებში განათების აღდგენასა და მოწესრიგებაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, თუმცა, ორგანიზაციას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს პრობლემა შეექმნა. კერძოდ, ელექტობოძები რკინისაა და მათზე სპეციალური ტექნიკის გარეშე ასვლა შეუძლებელია. აღნიშნული ტექნიკა კი ნინოწმინდაში არ არის.
წელს შპს “სის”-ს 40 ათასი ლარი გამოუყვეს, საიდანაც 20 ათასი განკუთვნილია თანამშრომელთა ხელფასებისა და კომუნალური ხარჯებისთვის, დანარჩენი 20 ათასი კი ორი ქუჩის: სპანდარიანისა და ოვსეპიანის ქუჩების განათებას მოხმარდება.
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი