,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, სკოლების სამეურვეო საბჭოების 55-მა პროცენტმა არჩეული დირექტორების დანიშვნა ვერ შეძლო. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სკოლების სამეურვეო საბჭოებს დირექტორების დამტკიცებისთვის კიდევ სამი თვე მისცეს. თუ სკოლების სამეურვეო საბჭომ ეს ვერ მოახერხა, ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორს ერთპიროვნულად დანიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, სკოლების სამეურვეო საბჭოების 55-მა პროცენტმა არჩეული დირექტორების დანიშვნა ვერ შეძლო. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სკოლების სამეურვეო საბჭოებს დირექტორების დამტკიცებისთვის კიდევ სამი თვე მისცეს. თუ სკოლების სამეურვეო საბჭომ ეს ვერ მოახერხა, ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორს ერთპიროვნულად დანიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 39 სკოლაა, 38 საჯარო და ერთი კერძო.
აქედან 14 სკოლას არჩეული დირექტორი, ხოლო 24 სკოლას მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.
ანალოგიური მდგომარეობაა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც, სადაც 21 საჯარო
სკოლაა, რვა არჩეული დირექტორითა და 13 დირექტორის მოვალეობის შემსრულებლით.
ასპინძის მუნიციპალიტეტში სურათი ოდნავ იცვლება, აქ 19 სკოლაა, რომელთაც
დირექტორის მოვალეობის ხუთი შემსრულებელი და 14 არჩეული დირექტორი მართავს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა, 15 არჩეული და 10 დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ნინო დემეტრაძის განცხადებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები, მართლაც, რომ დროულია: ,,ახალ
ინიციატივას მივესალმები, როდემდე უნდა იყვნენ მოვალეობის შემსრულებელები დირექტორებად?
თუკი ადგილზე ვერ ხდება მათი არჩევა სამეურვეო საბჭოების მიერ, სამინისტრო უნდა ჩაერიოს
და მინისტრის მიერ დაინიშნონ სკოლის დირექტორები”.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ტრისტან მურადაშვილის განცხადებით, არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც სკოლის დირექტორი, მართლაც, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნდა დანიშნოს: ,,სამეურვეო საბჭოებში მიკერძოებას ჰქონდა ადგილი,
პირად ნაცნობობასა და ნათესაობას, ამიტომაც იქ ვერ მოხერხდა დირექტორების დანიშვნა”.
მარინა ზედგინიძე ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელია. მისი თქმით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს აღნიშნული ცვლილებები
,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში: ,,ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, სამეურვეო საბჭოს წინაშე წარვდგები
თუ მინისტრის წინაშე. მთავარია, იყოს მიუკერძოებელი.
რეალურად
გადაწყდეს ეს საკითხი და არა ისე, ფიზიკოსებმა და მათემატიკოსებმა უნარები რომ კარგად
ჩააბარეს, უმაღლესი ქულები აკრიფეს და დირექტორებად დაინიშნენ. მე პრობლემა არ მქონდა, მაღალი ქულები მივიღე, მაგრამ ბევრისთვის ძალიან
ძნელი იყო ამის გადალახვა”.
კანონპროექტში ასევე გაწერილია, რომ სკოლის დირექტორი შეიძლება იყოს
პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მინიმალური სამწლიანი სტაჟი, არ მიუღწევია
65 წლის ასაკისთვის და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორებს წარმოდგენილი ცვლილებები
არ შეეხებათ და ისინი თავიანთი უფლება-მოვალეობის შესრულებას ვადის ამოწურვამდე განახორციელებენ.
გარდა ამისა, ამავე კანონპროექტით დირექტორი აირჩევა სკოლაში ექვსი
წლის ვადით. დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, დირექტორი ოთხი წლით ირჩევა. კანონპროექტის
მიხედვით, ერთი და იგივე პირი დირექტორად შეიძლება მხოლოდ ორჯერ იყოს არჩეული.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი