- კანის რომელი დაავადებები ხშირდება საკურორტო სეზონზე?
ზაფხულის პერიოდში ხშირია საკვებით მოწამვლა. ყველაზე გავრცელებული დაავადებებია აქტიური დერმატიტი, მიკოზი, ჭინჭრის ციება და ალერგიული დერმატიტი.
ყველაზე ხშირია კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებები. ამის მიზეზი ხშირად საკვები პროდუქტები ხდება, მაგალითად: გაფუჭებული პროდუქტი, ხანდახან სასმელი წყალიც. საკვებმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს გასტროენტერიტები, რაც ვლინდება ჭინჭრის ციებისა და დერმატიტის სახით.
- კანის რა დაავადებები მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებით?
არსებობს მედიკამენტოზური ფორმები, რომლებიც მზის სხივების მოქმედებას აძლიერებს. ამიტომ როცა ადამიანი ასეთ პრეპარატებს ღებულობს, სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან აიცილოს კანის სხვადასხვა ხარისხით დამწვრობა.
- მოქმედებს თუ არა მზე ფსორიაზის საწინააღმდეგოდ?
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც თან
ახლავს ანთებითი, აქერცვლადი გამონაყარი. ფსორიაზის სხვადასხვა ფორმები არსებობს. ფსორიაზს შეიძლება ჰქონდეს სეზონური მიმდინარეობა. თუ პაციენტმა იცის, რომ
ზაფხულის პერიოდში დაავადება უმწვავდება, ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად მზის სხივებს უნდა მოერიდოს.
- ასოცირდება თუ არა სოკოვანი დაავადებები ზღვასთან და აუზთან?
ზღვასთან უფრო ნაკლებად ასოცირდება. სოკოვანი დაავადების მეტი ალბათობა აუზშია, თუ,
რა თქმა უნდა, ჰიგენური პირობები არ იქნება დაცული.
- რამდენად კარგია გარუჯვა კანისთვის, ხომ არ იწვევს ნაადრევ დაბერებას ან ნაოჭებს? გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ დიდხანს მზეზე ყოფნა ზრდის კანის კიბოს გაჩენის რისკს?
გარუჯვა კანისთვის კარგი არ არის, მზის სხივების სიჭარბე იწვევს კანრქოვანების დაჩქარებას, კანის დამცველი თვისებების შეცვლას. მზის სხივები რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში 10-11 საათამდე და საღამოს საათებში, როცა არ არის ინტენსიური გამოსხივება. მეტიც, მზის სხივები ნაოჭებს აჩენს და კანს აბერებს, რადგან ისინი კანის კალოგენს ანადგურებენ, მაშინ როდესაც ჩრდილში ყოფნა კანს აუმჯობესებს. მზის რადიაციისგან დაცვა უმნიშვნელოვანესია. მზის ულტრაიისფერი სხივები კანის კიბოს ძირითადი მაპროვოცირებელია. მზეზე გატარებული დიდი პერიოდის შედეგი – გარუჯვა – კანის კიბოს საშიშროებას ზრდის. ამიტომ ადამიანებს მაქსიმალურად მოვუწოდებ, რომ არ იყვნენ მზის სხივების ქვეშ. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც რაიმე სიმსივნური დაავადება აწუხებს. კიბოს შემთხვევაში მზის სხივები რეკომენდირებული არ არის.
- რა გავლენას ახდენს მზის სხივები ფერისმჭამელებზე?
იმის გათვალისწინებით, რომ მზის სხივების ზემოქმედების დროს კანის დამცველი ფუნქცია იშლება, შეიძლება აკნეს მდგომარეობა გაუარესდეს. აუცილებელია ადამიანმა იხმაროს დამცველი მალამოები. თუ მზეში გადის, სასურველია ქუდის ან ქოლგის ტარება, ხოლო ინტენსიური გამოსხივების დროს, გარეთ გასვლა სასურველი არ არის.
- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზე გასაკუთრებით აცხუნებს?
ზაფხულის მცხუნვარე მზე
და მაღალი ტემპერატურა სითხის დიდი რაოდენობის მიღებას საჭიროებს. ამიტომ აუცილებელია დღის განმავლობაში ბევრი სითხის მიღება. სასურველია, ადამიანის ორგანიზმი ნაკლებად დაიტვირთოს ხორცპროდუქტებით.
ასევე, რეკომენდებულია შხაპის რამდენჯერმე მიღება. ეს განსაკუთრებით იმას უხდება, ვისაც თირკმელის პათოლოგიები აქვს, რადგან ისევე როგორც თირკმელი, კანიც ერთ-ერთი გამომყოფი ორგანოა. ხშირად კანი თავის თავზე იღებს იმ ფუნქციას, რასაც სითხის გამოყოფა ჰქვია.
ისინი, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ
ახერხებენ და ზაფხულის ცხელ დღეებს მუშაობაში ატარებენ, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ქუჩაში ისეთ დროს გავიდნენ, როცა ინტენსიური გამოსხივება არ არის. ხოლო მათ, ვინც, ზღვაზე აპირებს დასვენებას, ვურჩევ მოერიდონ შუადღის საათებში მზეზე ყოფნას და ორგანიზმი ნელ-ნელა შეაჩვიონ მზეს. მზეზე საათობით ყოფნა არ შეიძლება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი