ბრძოლა ტრეფიკინგთან


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სამოქალაქო განათლების პედაგოგთა და სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეთათვის თრეფიკინგის თავიდან აცილების თემაზე ტრენინგი ჩაატარა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციის რეგულირებისა და მიგრაციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის სფეროში მუშაობს. ორგანიზაციის მსგავს საგანმანათლებლო სამუშაოებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (SDC) აფინანსებს.

ტრენინგის მონაწილეებმა გაიგეს და განიხილეს რა არის ტრეფიკინგი, როგორ ვლინდება, რას წარმოადგენს და ასევე, როგორ შეიძლება ტრეფიკინგის ფაქტორებისგან თავის დაცვა. სემინარის დროს აჩვენეს ფილმები და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი ლიტერატურა დაურიგეს.

უახლოეს მომავალში მსგავსი მასალები სასკოლო სწავლების პროგრამაშიც შევა.

ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ყველა მასალა ეროვნულ კურიკულუმში შევა, მომდევნო წლიდან კი ეს მასალები სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებშიც იქნება”, - აღნიშნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო გურგენიძემ.

ადამიანების ტრეფიკინგი ნიშნავს მათ დაქირავებას, გადაყვანას, გადაზიდვას, დამალვას შემდეგი მეთოდებით: შეშინება ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენება, მოტაცება, თაღლითობა, ძალაუფლების ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენება ან ფულის მიღება ან გაცემა იმ ადამიანის თანხმობის მიღებისათვის, ვინც სხვა ადამიანს ექსპლუატაციის მიზნით აკონტროლებს. ექსპლუატაცია ნიშნავს, მინიმუმ, პროსტიტუციის ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებით იძულებას, იძულებით მუშაობას ან მომსახურების გაწევას, მონობას ან მონობასთან მიახლოებულ პრაქტიკას, კატორღულ სამუშაოებს ან ორგანოების ამოჭრას.

არარატ თთთიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი