თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ფარდა აეხადა, უკვე
ხმამაღლა საუბრობენ, რომ იქ პოლიციის შენობა შენდება.
ამონარიდი გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის” ¹ 18 (286) სტატიიდან ,,რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი”: ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ფოტოგრაფისა და გეოლოგის შესახებ იცის რაიმე.
“საქმის კურსში არ ვარ, არ ვიცი რა ხდება”, - ამბობს იგი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმება, - “სამომავლოდ თუ რამე დაიგეგმება, მოსახლეობას წინასწარ აუცილებლად ვაცნობებთ”.
სტატიაში საუბარია, რომ
თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები მოსახლეობის ვარაუდით, მათი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე პარკში ბენზინგასამართი სადგურისა და ძალოვანი უწყების შენობის გაშენება იგეგმება. უკმაყოფილო ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად შენობის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უკვე საქმის კურსშია. მისი ერთი თვის წინანდელი განცხადება, რომ ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმებოდა, უბრალოდ, არ გამართლდა.
,,ეს ტერიტორია ჩვენი, ანუ მუნიციპალიტეტის არ იყო, სახელმწიფოს საკუთრება იყო, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა, თუ რომელ განყოფილებას დასვამს იმ შენობაში”, - განაცხადა დავით ათუნაშვილმა.
თუ გასულ თვეს თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები მოსახლეობა აქციებით
იმუქრებოდა, ახლა განსხვავებული მდგომარეობაა.
,,უკმაყოფილება არ ყოფილა მოსახლეობიდან, ანუ ჩემამდე ერთი
ადამიანიც კი არ მოსულა, რომ ეთქვას, რატომ ან რისთვის
აკეთებთო”, - ამბობს გამგებელი.
მისივე თქმით, უსაფუძვლოა საუბარი მეორე შენობაში, რომელიც კომპანია ,,ვისოლს” ეკუთვნის, ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაზე:
,,ეს შენობა მართლაც კომპანია ,,ვისოლს” ეკუთვნის და იქ
ბენზინგასამართი სადგური არ აშენდება. ამ კომპანიას აქვს სხვადასხვა
სერვისი, სხვადასხვა მოსახურების ცენტრები და ალბათ მაგისთვის
გამოიყენებს. ოფიციალურ დონეზე ჯერ ,,ვისოლს” არ მოუმართავს არც
პროექტით და არც განაცხადით, რომ რაიმეს გაკეთებას აპირებს მანდ”.
მშენებარე შენობის ადგილას პარკი იყო
და კარუსელები იდგა, დავით ათუნაშვილი განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე ისევ გაკეთდება პატარა, კეთილმოწყობილი პარკი კარუსელებით: “ქალაქი ლამაზდება და კეთილმოწყობილი ხდება”, - ასეთია მისი შეფასება.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი