ცენტრალური პარკისა და მინი სკვერის შემდეგ, ახალციხეში ხეები პოლიციის მშენებარე
შენობასთანაც მოიჭრა.
ამავე თემაზე:
ქალაქი ხეების გარეშე;
გაწირული სიმწვანე;
რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი;
''კეთილმოწყობილი ქალაქი'';
სომხეთი და თურქეთი “შერიგების” ოფიციალური მცდელობიდან ერთი წლის შემდეგ
სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ წელიწადი გავიდა. საინტერესოა, მიმდინარეობს თუ არა ერევანსა და ანკარას შორის საიდუმლო მოლაპარაკებები, აქვს თუ არა სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარებას პერსპექტივა და ბოლოს, რა მიიღო სომხეთმა და რა თურქეთმა ურთიერთობების გაუმჯობესების ოფიციალური მცდელობისდან.
თურქულმა, შემდეგ კი აზერბაიჯანულმა მასმედიამ, ანკარასა და ერევანს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. ამ მოლაპარაკებებს ჟურნალისტებმა “ციურიხი 2” უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები 2010 წლის 24 აპრილს, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს შეწყდა. პროტოკოლებს ხელი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოეწერა, თუმცა, ამ წლის აპრილისთვისაც კი თურქეთს მათი რატიფიცირება არ მოუხდენია, რაც
სომხეთის მხრიდან მოლაპარაკებათა შეწყვეტის მიზეზად იქცა. თუმცა ამ ამბების ირგვლივ ვნებები კიდევ ბობოქრობს.
მთიანი ყარაბაღი - კონფლიქტი და შუამავლები
რაში მდგომარეობს შუამავლობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში; რა როლს ასრულებენ შუამავლები კონფლიქტის მოგვარებაში; რას ფიქრობენ ამაზე კონფლიქტის მონაწილე მხარეები და რას ამბობენ დამოუკიდებელი ექსპერტები.
ერთი კვირის განმავლობაში, 7-დან 13 ოქტომბრამდე, ეუთო-ს საველე შემფასებელი კომისია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაქტებს აგროვებდა. როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფრანგმა თანათავმჯდომარემ ბერნარ ფასემ მთიან ყარაბაღში ახლანდელ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, “პირველ რიგში, ჩვენ დღევანდელ სიტუაციას ადრინდელთან შევადარებთ”.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები შუამავალთა არაეფექტურ მუშაობაზე ხშირად საუბრობენ. სომეხი პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები რეგიონში ხშირი ვიზიტებით საკუთარ სამუშაოს თავადვე აუფასურებენ. გარდა ამისა, პოლიტოლოგის აზრით, თანათავმჯდომარეებმა უნდა შეწყვიტონ ოპტიმისტური განცხადებების გაკეთება, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა მალე მოგვარდება.
აბორტი - ფაქტები და მოსაზრებები
მსოფლიოში ყოველწლიურად დაკვირვების ქვეშ მყოფ ორსულობათა 22 პროცენტი ხელოვნურად, აბორტის მეშვეობით წყდება. რა შედეგები მოსდევს ამას და რა დამოკიდებულება აქვთ აბორტისადმი ადამიანებს.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად ფეხმძიმობასთან დაკავშირებული მიზეზებით 500 ათასი ქალი იღუპება, აქედან 15 პროცენტი აბორტის გართულების შედეგად. სიკვდილიანობის 98 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. განსაკუთრებულ საფრთხეს კრიმინალური და არაკვალიფიცურად ჩატარებული აბორტები წარმოადგენს, რომელთა შედეგიც ხშირად ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანია. უმთავრესად სწორედ ასეთი აბორტებია უნაყოფობის, ორგანიზმში ინფექციის შეჭრისა და ლეტალური დასასრულის მიზეზი.
უფლებების შელახვა თუ კანონის არცოდნა
სად ილახება ახალქალაქელთა უფლებები და სადამდე მივყავართ კანონის არცოდნას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მათი უფლებები ირღვევა.
“ჩემთვის ბევრჯერ მოუმართავთ სამსახურიდან უკანონო გაშვების საკითხზე, მაგრამ რადგანაც ეს ჩემი პროფილი არ არის, საქმის აღებაზე უარს ვამბობდი. კანონის არცოდნის პრობლემა ჩვენთან ძალიან სერიოზულია. თუ ადამიანი თავის ვალდებულებებს სრულად არ ასრულებს, ეს მისი უფლებების დარღვევას არ ნიშნავს. ძალიან ხშირად უფლებები ილახება არა იმიტომ, რომ კანონით დაცული არ არის, არამედ ადამიანის პასიურობის გამო”, - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კარენ ზორანიანი, რომელიც ძირითადად სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული შინაარსის საქმეებს უძღვება.
ხშირად კანონების, უფლებათა და მოვალეობათა არცოდნის გამო ადამიანები დგებიან ფაქტის წინაშე, რომ საკუთრება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ რეგისტრირებული არ ჰქონდათ, შესაძლოა დაკარგონ.
მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზა
16 ოქტომბერს სომხეთში ამუშავდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 5,7 კილომეტრი სიგრძის საბაგირო გზა “ტატევის ფრთები”, რომელიც შუასაუკუნეების ტატევის მონასტრისკენ მიემართება.
საბაგირო გზის გახსნის საზეიმო ცერემონიას სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტი განახორციელა სომხეთის ეროვნული კონკურენტუნარიანობის ფონდმა, შვეიცარულ კომპანია “გარავენტთან” ერთად, პროგრამა “ტატევის აღორძინების” ფარგლებში.
5,7 კილომეტრიანი საჰაერო გზა ორ სადგურს შორის მდებარე სამ ბურჯს ეყრდნობა. ერთი სადგური სოფელ ალიძორთან მდებარე მთაზეა, მეორე კი ტატევის მონასტრის შორიახლოს, სოფელ ტატევისკენ მიმავალ გზაზე. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 37 კმ/სთ-ა, გზის გავლას ერთი მიმართულებით, დაახლოებით 11 წუთი დასჭირდება. საბაგირო გზის მაქსიმალური სიმაღლე ხეობიდან 360 მეტრია. გზის ორივე მხარეს თითო, 25 ადამიანის ტევადობის ვაგონი იმოძრავებს. ვაგონებს ექვსი ბაგირი იჭერს (სამ-სამი თითოეულს, რომელთაგანაც ორი საყრდენია, ერთი კი ვაგონს ამოძრავებს). ბაგირებს ნომინალურ დატვირთვაზე 10-15-ჯერ მეტი სიმძიმის გაძლების შესაძლებლობა აქვს. კონსტრუქცია აღჭურვილია დიზელის ძრავითაც, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირთვება.
Subscribe to:
Posts (Atom)