ისტორიული ძეგლი უწინდელ ადგილს დაუბრუნდა


ისტორიული ძეგლი სახელწოდებითტიკ კარიდიდი ხნის მივიწყების შემდეგ ისტორიულ ადგილს დაუბრუნდა.

ძეგლის სახელწოდებატიკ კარმისი სიმაღლიდან მოდის. ქვა 4,70 მეტრი სიმაღლისაა, მისი წონა კი ცხრა ტონას აღწევს.

ამ ქვის ასაკი 2700 წელია. შორეულ წარსულში წმინდა ქვად იყო შერაცხული. მას ნაყოფიერების, დედობის, ღვთიურ ქვას უწოდებდნენ. III-IV საუკუნეებში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ კი, ძეგლი სასაზღვრო ქვად იქცა”, - გვიამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი. იგი იმ საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება გადაწყვიტა.

ამჟამად ქვა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების საზღვარზე დევს. ის დიდი ხნის განმავლობაში უკაცრიელ ადგილას იყო დაგდებული. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეს გზა ბოლო ხანებამდე არ გამოიყენებოდა, ამიტომაც სხვა ადგილას დადებული საკულტო ქვა პროტესტს არ იწვევდა.

ასეთ ამბებს ძალიან განვიცდი. ამ ადგილებში კიდევ ერთი ძეგლი იყო, წარწერიანი საფლავის ქვა, ბევრი ვეძებე, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ვის დასჭირდა საფლავის ქვის შებილწვა და განადგურება?! გადავწყვიტე იგივე ადგილას ახალი საფლავის ქვა დავდო, იმავე წარწერით და გალავანიც შემოვავლო, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოერიდოთ ადამიანის ხსოვნის შებღალვა”, - გვითხრა ოგანეს ავაკიანმა, რომლის ამწის დახმარებითაც მოხერხდა ისტორიული ქვის უწინდელ ადგილას დაბრუნება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 85 ისტორიული და კულტურული ძეგლია 
.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი