ამერიკაში სწავლის შანსი უფროსკლასელებს


12 და 13 ოქტომბერს ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიმომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის(FLEX) პირველი და მეორე ტური ჩატარდა. კონკურსში ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საჯარო სკოლების 170 მოსწავლე მონაწილეობდა. ამათგან, მეორე ტურში 70 მოსწავლე გავიდა.

მეორე ტურის მონაცემები შესამოწმებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. ვინც ამ ტურს გაივლის, ნახევარფინალისტი ხდება”, - ამბობს პროგრამის კოორდინატორი თამილა ვაჭარაძე.

ფინალისტების შერჩევა სამ ტურად ხდება. პირველ ტურში მონაწილეებმა ინგლისური ენის 15 წუთიანი ტესტი გაიარეს. მეორე ტურში ინგლისური ენის ცოდნის კომპლექსური ტესტი შეავსეს და სამი ესე დაწერეს. მესამე ტურზე კი მხოლოდ გასაუბრება იქნება, რომელიც ისევ პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება. თუმცა, თარიღი ჯერ გარკვეული არ არის. ფინალისტები 2011 წლის მაისის დასაწყისში გამოვლინდებიან. იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკაში და 2012 წლის ივნისში დაბრუნდებიან.   
მე-19 წელია, რაც საქართველოშიმომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა” (FLEX) ქართველ უფროსკალსელებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ამერიკულ სკოლაში იცხოვრონ ამერიკელ ოჯახებში.

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 50 მოსწავლე მიემგზავრება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საჯარო სკოლისა და პროფესიული ცენტრების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, 1993 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 ან მეტი თვის განმავლობაში; არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსაც. ასაკობრივი კრიტერიუმი მათთვის განსხვავებულია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს მერვედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, რომლბიც დაბადებული არიან 1992 წლის 15 მარტიდან 1995 წლის 15 ივლისამდე. 

პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

თამარ თოთაძე, ახალციხე      

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი