15 ოქტომბერს ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ჯულეტა ელბაქიანი მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებს
,,კარგი მოფიქრებაა, მომწონს. ჩემი რჩეული კანდიდატი მყავს და თუ გავიდა, ვიცი, რომ ჩვენი კლასიც წინ წავა”, - მიაჩნია ჯულეტა ელბაქიანს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ხელშეწყობით მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩვენები საქართველოს რვა ქალაქის (რუსთავი, მარნეული, გურჯაანი,ზუგდიდი, გორი, ხაშური, ახალციხე და ბათუმი) 24 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
,,სწორედ ეს რვა სკოლა გახდება იმის საფუძველი, რომ მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდეს”,- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ.
,,მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები თვთონ ირჩევენ და თვითონვე აგებენ პასუხს არჩევანზე. სკოლის დემოკრატიულ ცხოვრებაში მათ აქვთ თავინთი ადგილი. დიდების მოვალეობაა მათ დავეხმაროთ, მეტი პასუხიმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს”, - გვითხრა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის სამოქალაქო განვითარების ექსპერტმა გიორგი გახელაძემ.
,,პროექტის მიზანია ბავშვებს აუმაღლოს სამოქალაქო ცნობიერება არჩევნების შესახებ და ჩამოუყალიბოთ მათ საარჩევნო კულტურა”, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთოიბების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან დანგაძე.
ქეთევან დანგაძის განცხადებით ცესკო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), ერთად გეგმავს აღნიშნული პროექტი კვლავ განახორციელოს და უფრო დახვეწილი და საინტერესო ფორმით მიაწოდოს მოზარდ თაობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მე-7 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში 261 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, დასახელებული იყო 29 კანდიდატი და აქედან აირჩა 12 მოსწავლე.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მოსწავლეებმა საპილოტე პროგრამა შეისწავლეს, რომელიც 15 სექტემბრიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, პროექტის სხვა პარტნიორებთან ერთად 16 საუკეთესო მოსწავლეს (2 მოსწავლეს თითო ქალაქში) გამოავლენს, რომელთა საჭიროებებს და მიღებულ ცოდნას უკვე გამოცდილი ფასილიტატორები შეაფასებენ. საუკეთესო მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ცენტრალური საარჩევნო კომისია წლის ბოლომდე უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებში მათ ორთვიან სტაჟირებას.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი