ადიგენის პოლიკლინიკის პრობლემები


ადიგენის რაიონული პოლიკლინიკა მცირე მედპერსონალით, აპარატურის გარეშე მუშაობს. 

შენობა, რომელშიც საავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიკლინიკაა განთავსებული, ავარიულია. პირველ სართულზე, გრძელ, ნახევრადბნელ დერეფანში პოლიკლინიკას 20-მდე ოთახი უკავია.

გასულ წელს კიბესთან  გადახსნილი კედელი ამოვავსეთ. პირველ და მეორე სართულს შორის ბზარი ახლაც დიდია, კედლები გადმოწეულია. მცირებალიანი მიწისძვრის შემთხვევაშიც შენობა თავზე დაგვენგრევა”, - ამბობს ადიგენის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი ნათელა მერაბიშვილი.

1983 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როცა პოლიკლინიკა ამ შენობაში გადმოვიდა, რემონტი არ გაკეთებულა, არც ინვენტარი შეცვლილა და არც აპარატურა. იმ ოთახებს, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, სათავსოებად იყენებენ. დანარჩენებში სხვადასხვა  განყოფილებებია: სტომატოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, ტუბ კაბინეტი, ბავშვთა კაბინეტი, ნევროპათოლოგია, თერაპევტი და ენდოკრინოლოგია.

კოსმეტიკური რემონტი გასულ წელს მხოლოდ ბავშვთა და ტუბ კაბინეტებს ჩაუტარდა. თუმცა, ყოველი წვიმის შემდეგ დაზიანებული სახურავიდან ჩამოსული წყალი ოთახებს ისევ აზიანებს.
გაყინულ ხელფასებთან ერთად სხვა ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხაც დაგვერიცხა. ამ დანაზოგით შევძელით მათი გარემონტება”, - გვიხსნის ნათელა მერაბიშვილი.

პოლიკლინიკაში ქირურგიული განყოფილება +04;რ ფუნქციონირებს, რადგან   აპარატურა არ აქვთ. აქ ქირურგთან მხოლოდ გასინჯვაა შესაძლებელი. თუმცა, საამისოდ პაციენტებს ქირურგის მოძებნა ადიგენის რაიონულ საავადმყოფოში უხდებათმისი ძირითადი სამუშაო ადგილი სწორედ აქაა.

პოლიკლინიკაში 7 მედდა და 12 ექიმი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადგილობრივია, მათი ნახვა პაციენტებისთვის არც თუ ისე იოლია. თითქმის ყველა მათგანი, გარდა პოლიკლინიკისა, საავადმყოფოსა და სასწრაფო დახმარების სამსახურშიცაა დასაქმებული.

იმდენად მცირეა ანაზღაურება, რომ მხოლოდ ერთ ადგილზე სამუშაოდ არავინ გაჩერდება”, - აცხადებს მერაბიშვილი. 

თერაპევტი, 72 წლის როზა ხაჩიძე, 30 წელზე მეტია ადიგენის პოლიკლინიკაში მუშაობს. მისი თქმით, პოლიკლინიკას პაციენტების დიდი ნაწილი თირკმელებისა და გულის ჩივილით აკითხავს: კარდიოლოგი არ გვყავს, არც აპარატი გვაქვს, ამიტომ კარდიოგრამის გადასაღებად პაციენტებს ახალციხეში ვგზავნით”. 

მეტნაკლებად აღჭურვილი პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგიის კაბინეტია. სხვა განყოფილებებში, გარდა სტომატოლოგიურისა, აპარატურა არ აქვთ. სტომატოლოგიის კაბინეტში ორი მწყობრიდან გამოსული ბორ მანქანა კი ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

ერთ-ერთი მანქანიდან მხოლოდ შუქს და ვენტილატორს ვიყენებ”, - გვიხსნის სტომატოლოგი მარგო მერაბიშვილი.

აპარატურისა და მედპერსონალის სიმცირეზე მეტად, პოლიკლინიკაში პაციენტების სიმცირე იგრძნობა. ნათელა მერაბიშვილის თქმით, ის, ვისაც ფული აქვს, ახალციხეში არჩევს წასƮ9;ლას: გაჭირვებული მოვა, გაესინჯება, არ გადაიხდის და ისე წავა. რაიონში ასე მიაჩნიათ, თითქოს ნაცნობი რომ ხარ, ფული არ უნდა გამოართვა”.

პოლიკლინიკაში ექიმთან ვიზიტი 10 ლარი ღირს.

მცირე ხელფასების გამო ექიმები ხშირად მსაყვედურობენ, რომ ტარიფი 15 ლარამდე გავზარდოთ. მაგრამ ახლა თუ მოდის ორი კაცი, მერე ისიც ვეღარ შეძლებს ექიმამდე მოსვლას”, - ამბობს მერაბიშვილი.

იგი ამბობს, რომ პოლიკლინიკაში პაციენტების სიმცირეს ტრანსპორტის პრობლემაც განაპირობებს: სოფლებიდან ხალხი აქამდე ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აბასთუმნის და უდე-არალის მხარეს კი ახალციხის მიმართულებით უადვილდება მოძრაობა”.

მერაბიშვილს მდგომარეობის გამოსწორება, იმ სახელმწიფო პროგრამით ეიმედება, რომლის ფარგლებშიც 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ადიგენში ახალი სამედიცინო დაწესებულება რომ უნდა აშენდეს, მან ზუსტად იცის, თუმცა რამდენად განათავსებენ იქ პოლიკლინიკას, ამ კითხვაზე პასუხი კომპეტენტური პირებისგანაც ჯერ ვერ მიიღო.

თამუნა უჩიძე, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი