ნაბიჯი წინ ნატო-სკენ


საქართველოში გაიხსნა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფისი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია რეგიონში. ეს ურთიერთობის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა, რამდენად წასწევს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.


დიდი ხანია საქართველოს ნატო- წევრობა სურს და ეს მიმართულება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. აღნიშნული საკითხი, 2006 წლიდან სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტამდე, სავსებით გარკვეული იყო, ომის შემდეგ კი კვლავ ბუნდოვანი გახდა. თუმცა ახლა, ალიანსის ოფისის გახსნისა და ნატო- გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუსენის ვიზიტის შემდეგ, გაცილებით საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს დავრწმუნდეთ, რომ ნატო-სკენ მიმავალი გზა სწორად არჩეული მიმართულებაა.

თბილისში ალიანსის ოფისის გახსნა საქართველო-ნატო- ურთიერთობის განვითარების ახალ ეტაპად შეირაცხა.

ნატო- ოფისი განთავსდა თბილისის ცენტრშიშენობაში, სადაც ადრე საქართველოში აშშ- საელჩო მდებარეობდა.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანდერს ფონ რასმუსენის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო- დამოკიდებულება საქართველოსადმი უცვლელია დაეროვნული პროგრამებისა შესრულებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის პირობებში, ქვეყნისთვის ნატო- კარი ღიად რჩება”, - გადმოსცა 2010 წლის 5 ოქტომბერსახალი ამბები-საქართველომ”.

რასმუსენმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატო- საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოზიციები არ შეუცვლია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება და ლისაბონის სამიტისგანაც პოზიციების დადასტურებას ელის.

ნატო- წევრობა საქართველოს პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად რჩება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ყოველი ნაბიჯით, რომელიც საქართველოს ნატო-სთან აახლოვებს და რასმუსენის ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, - განაცხადა გია ნოდიამ. (“ახალი ამბები-საქართველო”, 30 სექტემბერი).

ნოდიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნატო-ში შესვლის მიახლოებით ვადებზე საუბარიც კი ზედმეტია. მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება ნატო-ში ინტეგრაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს 2020 წლამდე ნატო-ში შესვლის შანსი არ გააჩნია.

ნატო- საბჭოს სხდომაზე ვაშინგტონში, სადაც ეს საკითხი განიხილეს, გადაწყდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ალიანსი მიიღებს მხოლოდ სამ ქვეყანას ბალკანეთის ნახევარკუნძულიდანხორვატიას, მაკედონიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას. ამრიგად, საქართველოს 2020 წლამდე ნატო-ში შესვლის შანსი არ აქვს”, - განაცხადა რამაზ კლიმიაშვილმა (ღეგნუმ).

ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციისმომავლის სახლისთავმჯდომარე ვაგარშაქ შახბექიანი, მიიჩნევს, რომ ქვეყანას ალიანსში შესვლა მაშინ შეეძლება, როდესაც მისი მოსახლეობა ამ ნაბიჯისთვის მზად იქნება: აუცილებელია იურიდიული საფუძველის შექმნა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. ხალხი თავადვე უნდა იყოს ალიანსში შესვლისთვის მზად. ხალხს უნდა ესმოდეს, რა ცოდნა და გამოცდილება დასჭირდება მომავალში. ამ მიმართულებით ნაყოფიერად უნდა იმუშაონ ხელისუფლების ცენტრალურმა და ადგილობრივმა ორგანოებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. ხელფასებიც სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. სანამ ხალხი მზად არ იქნება, მოლაპარაკებების წარმოება ადრეა, დღეს კი, ჩემი აზრით, ხალხი ამ ნაბიჯისთვის ჯერ მზად არ არის”.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი არმენ მარანგოზიანი ნატო-ში შესვლის ვადებს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას უკავშირებს: ვფიქრობ, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არ მოგვარდება, ნატო-ში შესვლაზე საუბარიც ზედმეტია. აღნიშნული პრობლემების დარეგულირების შემდეგ კი უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ, რამდენ ხანში მოხდება ეს. ოფისის გახსნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-შია. ეს მიგვანიშნებს, რომ ამ სტრუქტურის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. საქართველო ნატო-სკენ გარკვეულ ნაბიჯებს უკვე ათი წელიწადია დგამს, მაგრამ ოფისის გახსნა ამ პროცესის სერიოზულ წინსვლას ჩაუყრის საფუძველს”.

საქართველომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ნაბიჯი ჯერ კიდევ ომამდე გადადგა. საქართველოსა და ნატო- ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამაპარტნიორობა მშვიდობისთვის” (PfP - Partners Hip for Peace) მონაწილე გახდა. 2004 წელს, “ვარდების რევოლუციისშემდეგ, საქართველოსა და ნატო- თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2004 წლის ოქტომბრიდან ალიანსმა საქართველოსთან თანამშრომლობაინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის” (IPAP - Individual Partners Hip Action Plan) ფორმატში დაიწყო. 2006 წელს ნატო- ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა საქართველოსთანწევრობის საკითხებზე ინტენსიური დიალოგის” (ID - Intensified Dialogue on Members Hip Issues) დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

წევრობის საკითხებზე ინტენსიური დიალოგის ფორმატში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წლის აპრილში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ნატო- წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტზე, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში მიღების გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაშიყოველწლიური ნაციონალური პროგრამის” (ANP - Annual National Programme) დამტკიცების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის მოქმედების დეტალური გეგმა ისაზღვრება.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი