აბორტი - ფაქტები და მოსაზრებები


მსოფლიოში ყოველწლიურად დაკვირვების ქვეშ მყოფ ორსულობათა 22 პროცენტი  ხელოვნურად, აბორტის მეშვეობით წყდება. რა შედეგები მოსდევს ამას და რა დამოკიდებულება აქვთ აბორტისადმი ადამიანებს.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად ფეხმძიმობასთან დაკავშირებული მიზეზებით 500 ათასი ქალი იღუპება, აქედან 15 პროცენტი აბორტის გართულების შედეგად. სიკვდილიანობის 98 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. განსაკუთრებულ საფრთხეს კრიმინალური და არაკვალიფიცურად ჩატარებული აბორტები წარმოადგენს, რომელთა შედეგიც ხშირად ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანია. უმთავრესად სწორედ ასეთი აბორტებია უნაყოფობის, ორგანიზმში ინფექციის შეჭრისა და ლეტალური დასასრულის მიზეზი.

 დღეისათვის აბორტთან დაკავშირებული ნორმები მსოფლიოს ყველა ქვეყნის სისხლის სამართალის კანონმდებლობაშია გათვალისწინებული. საქართველოში, კანონის თანახმად, ქალს, საკუთარი სურვილით ან სამედიცინო ჩვენებების გამო, აბორტის გაკეთება ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში შეუძლია, ისიც, მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. ორსულობის 12 კვირის შემდეგ მისი შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაშისოციალური და სამედიცინო ჩვენებების გამო. ასეთ შემთხვევებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც გასცემს კიდეც აბორტის ნებართვას. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ფეხმძიმობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ციფრი 100 ათასს აღწევს. საქართველოში ძალიან ხშირია ადრეული აბორტები 19 წლამდე ასაკის გოგონებში, რაც ქალთა უნაყოფობაზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს.

ახალქალაქის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების გამგის მტკიცებით, ქალაქში სხვა სიტუაციაა. მისი თქმით, ახალქალაქში 19 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტები არ კეთდება. გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, აბორტების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, წელს აბორტების რიცხვმა მოიმატა. თუ წინა წელს ეს რიცხვი 70 იყო, ოქტომბრის მონაცემებით, აბორტების რიცხვი უკვე 77-ია.

გაჩნდა ორსულობისგან თავდაცვის ძალიან ეფექტური მეთოდები, ფიზიკური, ქიმიური, მედიკამენტოზური კონტრაცეფციის საშუალებები, ამიტომაც აბორტების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ქალთა უმრავლესობა თავს იცავს. ჩვენს რაიონში, მაგალითად, მიღებულია ორი ან სამი, ხანდახან კი ოთხი ბავშვის გაჩენა, ამის შემდეგ კი ფეხმძიმობის შეწყვეტა ხდება. ჩვენ საავადმყოფოში ფეხმძიმობის შეწყვეტის ყველა მეთოდი გამოიყენება”, - ამბობს სამშობიარო განყოფილების გამგე ზოია რასიანი.

ორსულობის ვადიდან გამომდინარე, მისი შეწყვეტა სხვადასხვა მეთოდით ხდება: ფარმაცევტული ან მედიკამენტოზური აბორტი ქირურგიული ჩარევის ნაცვლად ფეხმძიმობის სამკურნალო საშუალებებით შეწყვეტას ნიშნავს; ვაკუუმური ასპირაცია; ნაყოფის ქირურგიული მოშორებასაზოგადოებაში მიღებული ტერმინი .. “გამოფხეკა”; ასევე, კლასიკური აბორტიადრეულიმშობიარობისპროვოცირება. შედარებით უსაფრთხოა მედიკამენტოზური აბორტი და ვაკუუმური ასპირაცია. ქირურგიული აბორტის დროს ოპერაციის სერიოზულობა და შესაბამისად, შესაძლო გართულებათა ალბათობა, ფეხმძიმობის ხანგრძლივობის ზრდის შესაბამისად იმატებს. რეზუს-უარყოფითი ფაქტორის მქონე ქალებისთვის განსაკუთრებულად რეკომენდებულია აბორტისგან თავის შეკავება.

მსოფლიოში აბორტისადმი არაერთმნიშვნელოვანი მიდგომა არსებობს. ზოგი ამას ბავშვის სოციალური მდგომარეობითYგამოწვეულ მკვლელობად მიიჩნევს. ახალქალაქელებიც ამ მოსაზრებას იზიარებენ. ჩვენ, შემთხვევითობის პრინციპით, ახალქალაქის 10 მცხოვრები გამოვკითხეთ, 5 მამაკაცი და 5 ქალბატონი. 4 მამაკაცი აბორტს კატეგორიულად უარყოფითად აღიქვამს, ერთი კი მას ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობით ამართლებს. ქალბატონებს ამ თემაზე საუბარი არ უყვართ. 5-დან 2 აბორტისადმი უარყოფითად არის განწყობილი, ერთი მათგანი ამ მოვლენას ორსულობის ადრეული შეწყვეტით ამართლებს, ორმა კი პასუხის გაცემაზე საერთოდ უარი განაცხადა.

ზოგი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას კატეგორიულად უდგება და მას დანაშაულად მიიჩნევს.

ქალი, რომელიც აბორტს გაიკეთებს, უნდა აკუწო და დაწვა. ეს მკვლელობაა. ქალი, რომელიც უფროსი ასაკის შვილს კარგავს, რატომღაც გლოვობს და როცა თავად კლავს ბავშვს აბორტის დროს?!” - ამბობს ეგორ მოვსისიანი.

მართალია, საზოგადოების უმრავლესობა აბორტისადმი უარყოფითადაა განწყობილი, მაგრამ ბევრი მას სოციალური მიზეზებით ამართლებს.

აბორტის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არის სიტუაციები, რომელსაც, მაგალითად, სოციალური მიზეზით გავამართლებ. თუ იმის საშუალება არ გაქვს, რომ ოთხი შვილი შეინახო, აბორტის გაკეთება გამართლებულია. ბავშვების მხოლოდ გაჩენა არ კმარა,  მათ აღზრდა და განათლების მიცემა სჭირდებათ. ცხოველებივით ხომ არ უნდა გაიზარდონ”, - ამბობს ნააპეტ არაქელიანი.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი