საიუბილეო გამოფენა


28 სექტემბერს ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში სკოლის დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

სამხატვრო სკოლაში სკოლის 20-წლიანი ისტორიის ამსახველი ნამუშევრები გამოიფინა.

სკოლა ოცი წლის წინ დაარსდა. ესა ჩვენი საბავშვო გალერეა, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შევინახოთ და თაობებს გადავცეთ. ამ დღეს დიდი ხანი ველოდით”, - ამბობს ახალქალაქის სამხატვრო სკოლის დირექტორი კარლენ კარაპეტიანი.
 საიუბილეო გამოფენას გამგებელი ნაირი ირიციანი, სურბ ხაჩის ეკლესიის მოძღვარი ტატევ მარუქიანი, გამოფენის მონაწილეთა მშობლები და ახლობლები, ასევე, ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ.

გამოფენამ ყველაზე ძლიერი ემოციები სამი წლის ანიში გამოიწვია. იგი ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილეა. ანიმ თავის ნახატებთან მიგვიყვანა და აღფრთოვანებით გვიამბო, რომ დახატა საკუთარი ოჯახი, რომელიც სამი წევრისგან შედგება: აი, ეს პატარა მე ვარ, ხედავთ?”.

სამხატვრო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 80-ზე მეტი ადამიანი დადის. არსებობის პირველ ხანებში სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახი იყო, სადაც 60 მოსწავლე ეუფლებოდა სამხატვრო ხელოვნებას. დღეს კი სკოლას სამი კეთილმოწყობილი საკლასო ოთახი აქვს. 2002 წელს სამხატვრო სკოლის კაპიტალური კეთილმოწყობა ამერიკაში მცხოვრებმა ქველმოქმედმა აკობ-მელიქ ბაღდასარიანმა დააფინანსა. 2009 წელს კი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯით სკოლაში შიდა რემონტი ჩატარდა.

  აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი