მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბაგირო გზა



16 ოქტომბერს სომხეთში ამუშავდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 5,7 კილომეტრი სიგრძის საბაგირო გზატატევის ფრთები”, რომელიც შუასაუკუნეების ტატევის მონასტრისკენ მიემართება.

საბაგირო გზის გახსნის საზეიმო ცერემონიას სომხეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტი განახორციელა სომხეთის ეროვნული კონკურენტუნარიანობის ფონდმა, შვეიცარულ კომპანიაგარავენტთანერთად, პროგრამატატევის აღორძინებისფარგლებში.

5,7 კილომეტრიანი საჰაერო გზა ორ სადგურს შორის მდებარე სამ ბურჯს ეყრდნობა. ერთი სადგური სოფელ ალიძორთან მდებარე მთაზეა, მეორე კი ტატევის მონასტრის შორიახლოს, სოფელ ტატევისკენ მიმავალ გზაზე. მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 37 კმ/სთ-, გზის გავლას ერთი მიმართულებით, დაახლოებით 11 წუთი დასჭირდება. საბაგირო გზის მაქსიმალური სიმაღლე ხეობიდან 360 მეტრია. გზის ორივე მხარეს თითო, 25 ადამიანის ტევადობის ვაგონი იმოძრავებს. ვაგონებს ექვსი ბაგირი იჭერს (სამ-სამი თითოეულს, რომელთაგანაც ორი საყრდენია, ერთი კი ვაგონს ამოძრავებს). ბაგირებს ნომინალურ დატვირთვაზე 10-15-ჯერ მეტი სიმძიმის გაძლების შესაძლებლობა აქვს. კონსტრუქცია აღჭურვილია დიზელის ძრავითაც, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირთვება.
საბაგირო გზის მშენებლობა 11 თვე გრძელდებოდა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 11 მილიონ ევროს მიაღწია. “ტატევის ფრთებისწყალობით IX საუკუნის სამონასტრო კომპლექსი მნახველთათვის მთელი წლის განმავლობაში იქნება მისაწვდომი. ბილეთის ფასი 3 ათას დრამს (დაახლოებით 8,3 აშშ დოლარი) შეადგენს, ახლომდებარე სოფლების მკვიდრებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

ტატევის მონასტერი სომხეთის სამხრეთში, სტრატეგიულად მომგებიან და ულამაზეს მხარეში, მდინარე ვოროტანის ხეობის ფლატეზე მდებარეობს და ციცაბო კლდეებითაა გარშემორტყმული. იუნესკო- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესვლის კანდიდატიტატევი, სომხეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი სამონასტრო კომპლექსია, ის, ასევე, უპრეცენდენტო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრიცაა.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი