აგრარული ბაზრობების შემდეგ ვაშლის დეფიციტზე ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიც ალაპარაკდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ ხევაშენში, დაახლოებით ხუთი წელია, მოსახლეობას ხილიანობა სადარდებლად ექცა. გლეხებმა ვაშლის ხეების ამოძირკვა
დაიწყეს. ხეხილის ბაღებს ადგილობრივებმა სიმინდის, კარტოფილისა და ლობიოს ყანები ამჯობინეს.
,,გლეხს ურჩევნია კარტოფილი მოიყვანოს”.
ადიგენი - ახალციხის ცენტრალურ გზაზე, ,,ფარეხად” წოდებულ ტერიტორაზე,
ვაშლის ბაღები, რამდენიმე ჰექტარზე იყო გაშენებული. მეურნეობა როცა ვერ ახერხებდა ტონობით
ვაშლის მოკრეფას, შაბათობები ეწყობოდა. აღნიშნული ფართობები ადიგენის მუნიციპალიტეტს
ეკუთვნოდა. ამჟამად ეს ტერიტორია გამინდვრებულია და ითიბება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან,
ამჟამად ხეხილის ბაღებს 870 ჰექტარი უჭირავს. თუმცა ხეხილის ბაღები დამუშავებული, ხეები
შეწამლული და მოვლილი არ არის, ამიტომაც ვერც ფართობის შესაბამისი რაოდენობის ხილის
აღება ხერხდება.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 58 228 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაა, აქედან 0,895 ჰექტარი მრავალწლიან ნარგავებს ეკუთვნის. მოსახლეობას აქაც მხოლოდ
ეზოებში აქვთ ვაშლის ხეები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან მრავალწლიან ნარგავებს 180 ჰექტარი უკავია.
მოსახლეობა ამბობს, რომ ვაშლის ხეები, მხოლოდ ეზოებში დაიტოვეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხეხილის შემდეგი სახეობები გვხვდება:
ვაშლი, მსხალი, ბალი, ატამი, მესხური ჯიშის ყურძენი, ქლიავი, მოცხარი.
ადგილობრივები ზემოთჩამოთვლილ ხილს, მხოლოდ მცირე რაოდენობით იღებენ;
,,იმდენი, რომ ოჯახში გვეყოს”, - ასეთია
ახალციხის სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულება.
მოსახლეობამ ხილის ბაღები გაკაფა და თუ სამცხეს სოფლებში შარშან
ტონობით ვაშლი დალპა და რეალიზება ვერ მოხერხდა, წელს ქალაქის მოსახლეობა, აგრარული
ბაზრობები და ხილის გადამამუშავებელი საწარმოები
ხილის სიმცირეზე ალაპარაკდნენ.
,,ვაშლი
ბაზარში 1,70 თეთრი ღირს. ამხელა ფასი უმაღლესი ხარისხის ვაშლსაც კი არ ჰქონია. პურის
ფქვილის ფასსაც კი გაუსწრო”, - გაოცებული გვეუბნება ახალციხის მკვიდრი
ნაზი მაისურაძე.
,,საადრეო
ვაშლი საერთოდ არ ყოფილა წელს ბაზარში”, - გვითხრეს ადგილობრივებმა.
ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები
ამბობენ, რომ წელს ვაშლი, არა თუ ბაზარში გასაყიდი, სახლში სამყოფიც არ მოუვიდათ.
კომპანია ,,ჰიპის” მენეჯმენტის განცხადებით, წელს საწარმომ საჭირო
ნედლეულის მხოლოდ 30 პროცენტი ჩაიბარა, რადგან რეგიონში უკიდურესად მცირე მოსავალია,
იტყობინება რადიო “კომერსანტი”.
ხილის სიმცირეზე საუბრობენ გორის საკონსერვო ქარხანა ,,კულაშიც”.
მათი თქმით, წელს ზოგადად ხილის სიმცირეა, თუმცა განსაკუთრებულად დეფიციტური ვაშლია,
ამიტომ ქარხანა იმ მოცულობის ხილის ჩაბარებას ვერ ახერხებს, რისი გადამუშავებაც შეუძლია.
,,კულა” ვაშლს 8 და 15 თეთრად იბარებს.
პრობლემას, სად წაეღოთ ტონობით ვაშლი, გლეხებმა ხეების ამოძირკვით
უშველეს. ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს კი ბიზნესის ასაწყობად მომავალში ახალი
ნარგავების დარგვა მოუწევთ.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი