რას და სად კითხულობენ ახალაგაზრდები? რატომ არ იცნობს ბევრი მათგანი თანამედროვე მწერლობას და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს? ქალაქი, სადაც არ არსებობს წიგნის მაღაზია, წიგნის სახლი და ლიტერატურული კაფე.
თეონა ჟუჟუნაძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ეუფლება. მხატვრული ლიტერატურა უყვარს და კითხულობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მწერლებსაც. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სასურველი წიგნი მოიძია. ეს კი არც ისე მარტივია, ვინაიდან ქალაქში წიგნის მაღაზიები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ ადგილებს, სადაც, სხვადასხვა საკანცელარიო და არა მხოლოდ საკანცელარიო ნივთების გვერდით, წიგნებიც იყიდება.
,,საკანცელარიო მაღაზიებში არის არჩევანი, რომელსაც არჩევანი არც ეთქმის. მაგალითად, აკა მორჩილაძის წიგნს რომ ჩამოიტანენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა ეცნობა ლიტერატურას. კიდევ პრობლემაა ის, რომ უცხოური ლიტერატურა არ ჩამოაქვთ. შეიძლება მე ვარ აკა მორჩილაძის მოყვარული, მაგრამ ჩემს მეგობარს სხვა მწერალი აინტერესებს’’, - ამბობს იგი.
მისგან განსხვავებით, მხატვრული ლიტერატურის სიმცირეზე
ნაკლებად წუწუნებენ შედარებით უმცროსი ასაკის ახალგაზრდები. ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დერეფანში შემთხვევით გამვლელი მოსწავლეების გამოკითხვისას გაირკვა, რომ უმეტესობა თანამედროვე ქართველ მწერლებს არ იცნობს. ბევრმა მათგანმა ვერც ბოლოს წაკითხული ხუთი წიგნის დასახელება შეძლო.
,,ბოლოს ,,ბინდი’’ წავიკითხე, ავტორი არ მახსოვს, ძირითადად ბიბლიოთეკიდან გამომაქვს წიგნები. ხუთი წიგნი? ,,ბინდი’’, ,,ყაზბეგი’’, ,,საქართველოს ისტორია’’, მეტი არ მახსენდება’’, - გვითხრა მეათეკლასელმა აზა ზაზაშვილმა.
,,ცხოვრება მამა გაბრიელის’’, ,,გზა ეკლესიისაკენ’’, ,,სახარება’’, ,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’, მეტს ვერ ვიხსენებ’’, - ამბობს მისი მეგობარი
თამარ ჟუჟუნაძე.
ნინო ყავრელიშვილმა ხუთი წიგნი დაგვისახელა, თუმცა აღიარა, რომ არ იცნობს თანამედროვე ქართველ შემოქმედებს. ყიდულობს იმ წიგნებს, რომელიც სხვადსხვა ჟურნალ-გაზეთებს მოჰყვება: ,,ბოლოს წავიკითხე ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი’’, აგათა კრისტის მოთხრობები, ,,სამი მუშკეტერი’’, ,,მგლის ბილიკი’’ და ,,ტომ სოიერის თავგადასავალი’’.
,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი’’ წაიკითხა ბოლოს მეათეკლასელმა ქრისტინა ყურმაშვილმაც: ,,მგლის ბილიკი’’, ,,ბიძია თომას ქოხი’’, ყაზბეგის ,,მამის მკვლელი’’ და ,,ნინო’’ და ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი’’. თანამედროვეებს არ ვიცნობ’’.
თანამედროვე მწერლების დასახელებას შეეცადა მეცხრეკლასელი ხატია ხითარიშვილი: ,,სათავგადასავლო ლიტერატურა მიყვარს. ხუთი წიგნი ზუსტად არ მახსოვს, ძირითადად ზაფხულში ვკითხულობ. თანამედროვე მწერლებიდან მაგალითად: მირზა გელოვანი, ანა კალანდაძე, მეტს ვერ ვიხსენებ’’.
მოსაზრებას, რომ ახალგაზრდები ნაკლებად კითხულობენ წიგნებს თეონა ჟუჟუნაძე არ იზიარებს: ,,ბევრი ახალგაზრდა კითხულობს წიგნებს, ვერ იტყვი, რომ მოთხოვნილება ნაკლებია, ნაკლები არჩევანია. სამწუხაროა, რომ არცერთი ქსელი არ დაინტერესებულა ახალციხეში მაღაზია გაეხსნა, არც ,,ბიბლიუსი’’, არც ,,პარნასი’’.
ერთ-ერთი მაღაზია, სადაც სხვა ნივთებთან ერთად წიგნებიც იყიდება, შპს ,,პაპირონია’’. პატარა და უამრავი სკანცელარიო ნივთით გადატვირთულ მაღაზიაში წიგნებს რამდენიმე თარო უკავია. საბავშვო ლიტერატურისა და ინგლისური ტექსტების გვერდით, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი, აკა მორჩილაძე, დათო ქარდავა, გიგი სულაკაური, გიგი თევზაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ზაზა ბურჭულაძე, ლევან გოთუა, პაოლო კოელიო, ერიკ ემანუელ შმიდტი, ასტრიდ ლინდგრენი და ქართული პროზის საგანძურის ტომები აწყვია.
,,იყიდება უფრო თანამედროვე წიგნები, მაგალითად სტეფან მაიერის ,,ბინდი’’. უფრო საჩუქრად მიაქვთ წიგნები, არის კვირა, როცა რამდენიმე წიგნი იყიდება’’, - ამბობს შპს ,,პაპირონის’’ გამყიდველი თინათინ მიქელაძე.
საჩუქრად ყიდულობენ წიგნებს მაღაზია ,,ბაბილინაშიც’’, სადაც ძირითადად საბავშვო ლიტერატურა იყიდება. წიგნის ფასები აქ 5-დან 50 ლარამდე მერყეობს.
,,დღეში საშუალოდ სამი წიგნი იყიდება, თუმცა არის დღეები, როცა არავინ კითხულობს. ფასებზე პრობლემა არავის აქვს~, - ამბობს ,,ბაბილინაში’’ მომუშავე ლია კურტანიძე.
მეექვსე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ალინა ლირნიკი ამბობს, რომ წიგნებს იშვიათად ყიდულობს, მაშინ, როცა ბიბლიოთეკაში ვერ ნახავს: ,,აქ არ არის იმდენი საშუალება, რომ შენი სურვილის მიხედვით შეიძინო ყველა წიგნი. კარგი იქნება წიგნის სახლები, სადაც მიხვალ და წაიკითხავ’’.
წიგნის სახლის აუცილებლობაზე საუბრობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი მაკა კაჭკაჭიშვილიც. იგი ამბობს, რომ წიგნებზე მოთხოვნილება რომ გაიზარდოს, ქალაქში წიგნის მაღაზიაც უნდა არსებობდეს და წიგნის სახლიც. ვინაიდან, ვინც კითხვა იცის, ყველა მკითხველი არ არის, მკითხველს გემოვნების ჩამოყალიბება სჭირდება: ,,კარგ წიგნის მაღაზიას, კარგი მკითხევლიც ხომ სჭირდება?! ამიტომ ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც უბრალოდ შეხვალ და გაეცნობი რაიმე კარგ ნაწარმოებს. სიამოვნებით დავჯდებოდი მსგავს დაწესებულებაში ერთ დღეს გავაკეთებდი წარდგინებას რომელიმე ნაწარმოების, წავიკითხავდი ხმამაღლა და ყველაზე საინტერესო ადგილზე გავწყვეტდი. დარწმუნებული ვარ ბევრი მსმენელი მეყოლებოდა და მეორე დღეს ის წიგნი აუცილებლად გაიყიდებოდა’’.
მისივე თქმით, ის, რომ ახალგაზრდები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, მათ ლექსიკურ მარაგზეც აისახება: ,,უამრავ სტუდენტთან მაქვს შეხება და ვხვდები, რომ არ კითხულობენ. ეს მხოლოდ სიტყვათა მარაგზე კი არა, პირდაპირ აისახება მათ სულიერ წყობაზე, ნაფიქრზე, ნათქვამზე. როგორ აისახება ამას ნუ მათქმევინებთ’’.
მაკა კაჭკაჭაშვილს ეთანხმება ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია ეგიაშვილიც:,,კლასში პირვლი სალაპარაკო თემა წაკითხული წიგნები იყო, დღეს ასე არ ხდება. განვითარებულები არიან ბავშვები, რადგან კომპიუტერი აქვთ, მაგრამ მეტყველება უჭირთ, ლექსიკური მარაგი აკლიათ. ყველა ბავშვისთვის აქილევსის ქუსლია თემის წერა’’.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6700-მდე მოსწავლეა, 1000-მდე სტუდენტია მხოლოდ ახალციხის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში, გარდა ამისა, არსებობს სხვა, კერძო სასწავლებლებიც. ცხადია, წიგნებს მხოლოდ ახალგაზრდები არ კითხულობენ. შესაბამისად, საუბარი, რომ წიგნებს მყიდველი არ ეყოლება, აზრს მოკლებულია.
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას დღეში საშუალოდ 80 მკითხველი აკითხავს.
,,ყოფილა შემთხვევები, როცა 100 მკითხველიც შემოსულა. გარდა ამისა, ახალი მკითხველებიც რეგისტრირდებიან. არის დღე, როცა 10-15 ახალი მკითხველი მოდის. ამდენად, ვერ იტყვი, რომ წიგნებს არ კითხულობენ, - ამბობს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი ზაირა კელაპტრიშვილი და ამატებს, რომ ითხოვენ როგორც სასკოლო, ისე საკითხავ ლიტერატურას: თანამედროვე წიგნებზეა მოთხოვნა. გვაქვს პაოლო კოელიო, გოჩა მანველიძე და ლაშა ბუღაძე. რაოდენობრივადაა ცოტა და მოთხოვნილებას ვერ ვაკმაყოფილებთ’’.
რაც შეეხება წიგნის სახლების არსებობას, ზაირა კელაპტრიშვილი ამბობს, რომ ბიბლიოთეკა იგივე წიგნის სახლია: ,,საქმე იმაშია, რომ ბიბლიოთეკა არ უნდა იყოს მხოლოდ წიგნი და მკითხველი, უნდა მოხდეს წიგნის გაყიდვაც. გარდა ამისა, პირობები უნდა იყოს, სხვა განსხვავება არაა’’.
პირობები კი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სახარბიელო ნამდვილად არაა. დაინტერესდება თუ არა ოდესმე ვინმე ქალაქში წიგნის სახლის ან ნორმალური მაღაზიის გახსნით და გამოცოცხლდება თუ არა ქალაქში ლიტერატურული ცხოვრება, მომავლის საქმეა. მანამდე კი მკითხველებს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვთ, სასურველი წიგნები საკანცელარიო მაღაზიებში ან ისევ ინტერნეტში ეძებონ.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი