სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდა

საქართველოს საჯარო სკოლებმა ახალი სემესტრი სიახლეებით დაიწყეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან განხორციელდა სკოლების დაფინასების ახალი მოდელია. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზე არის მიბმული.

მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ. სახელმწიფო თითოეულ მოსწავლეზე ვაუჩერების ერთსა და იმავე თანხას გამოყოფდა. ვაუჩერის თანხა 300-დან 600 ლარამდე იმ სკოლებს ერიცხებოდა, რომელსაც მოსწავლე აირჩევდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით ამ სისტემამ ვერ გაამართლა, სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა ახალი ფორმულის შექმნის საკითხი.
,,დაფინანსების ძველმა მოდელმა სკოლებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. სწორედ ამიტომ, შემუშავდა ფორმულა, რომელიც თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მაღალმთიანი, ასევე დიდი ქალაქების სკოლებს'',-ამბობს დიმიტრი შაშკინი.

განათლების სამინსიტრომ საჯარო სკოლებს სპეციალური ფორმები გადასცა, სადაც მოცემულია კატეგორიები და მოსწავლეების რაოდენობა რის მიხედვითაც ხდება სკოლების დაფინანსება. ახალი მოდელით პირველი კლასიდან მერვე კლასამდე ვაუჩერი სხვა ოდენობისაა. ასევე განსხვავებულია მეცხრედან მეთორმეტე კლასამდე ვაუჩერის რაოდენობაც.

სკოლის დირექტორების ნაწილი ფიქრობს რომ ამ ახალი დაფინანსების მხრივ სხვადასხვა სკოლებში განსხვავებული სიტუაციაა, რადგან დაფინანსება რთული სისტემაა. გარდა ამისა ამბობენ რომ დიდი და პატარა სკოლები თანაბარ პირობებში მაინც ვერ იქნებიან, რადგან ამ ახალი სისტემით უფრო მეტი დაფინანსება პატარა სკოლებს აქვს და ხარჯები კი დიდი სკოლას უფრო მეტი აქვს.

გასულ წელს პირველ საჯარო სკოლას დაფინანსება თითო ბავშვზე 415 ლარი ჰქონდა. აღნიშნულ თანხაში შედიოდა კომუნალური გადასახადები, შეშა და ხელფასები.

,,შეშას მინიმალურ ფასში ვყიდულობდი რომ ფული დამეზოგა, გარდა ამისა დიდი სკოლაა ამიტომ შეშის გარდა კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. აღნიშნული თანხა ძლივს გვყოფნიდა'',- ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.

ახალი სისტემით კი სკოლას დაფინანსება კიდევ უფრო შეუმცირდა: ,,მოხდა ისე რომ პატარა სკოლების დაფინანსების გაზრდა, დიდი სკოლების ხარჯზე მოხდა. მაგალითად მე-9-დან მე-12 კლასისი ჩათვლით, საჯარო სკოლებისთვის, რომელთაც მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით, მათი დაფინანსება 516 ლარია. ჩემს სკოლაში იგივე ასაკის ბავშვებისთვის კი გამოყოფილია 396 ლარი, ანუ იმ სკოლის ბავშვი 100 ლარით მეტს ღებულობს'',-ამბობს მაკა ჯანაშვილი.

დღეის მონაცემებით პირველ საჯარო სკოლაში 1100 მოსწავლე სწავლობს.

იმ საჯარო სკოლების დაფინანსება, სადაც 300-დან 449-მდე მოსწავლე სწავლობს, პირველიდან მე-8 კლასამდე 385 ლარია, ხოლო იგივე რაოდენობის მოსწავლეებისთვი, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 462 ლარი. დაფინანსების ამ კატეგორიასს მიეკუთვნება მეორე საჯარო სკოლა.

,,სანამ დაფინანსების ახალი მეოდელი შემუშავდებოდა, ჩვენი სკოლა იყო დეფიციტში ანუ რაც აქამდე გვქონდა დაფინანსება არ გვყოფნიდა, 1200 ლარი გვქონდა გარღვევა და ამ თანხას სამინისტრო გვირიცხავდა'',-ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ზედგინიძე.

ახალი სისტემით მეორე საჯარო სკოლის დაფინანსება პირველიდან მე-8 კლასამდე 382 ლარია და მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით კი 429 ლარი. გარდა ამისა სამინსიტრო სკოლას წლიურად მოჭრილ თანხასაც, 14 ათას ლარსაც გადაურიცხავს. ყოველწლიურად მოჭრილ თანხას მხოლოდ ის სკოლა მიიღებს სადაც 500-მდე ბავშვი სწავლობს. ამჟამად მეორე საჯარო სკოლაში 445 ბავშვი სწავლობს.

დაფინანსების ახალი მოდელით კმაყოფილია მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი, ზაზა თამარაშვილი. ამბობს რომ სკოლა დეფიციტიდან ამოვა: ,,საქართველოში სკოლების უმრავლესობა დეფიციტური სკოლაა, მათ შორის ჩემი სკოლაც. თანხა ხელფასებისთვის არ გვყოფნიდა, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი უკვე აღარ ვსაუბრობ''.

მეექვსე საჯარო სკოლა ყოველწლიურად განათლების სამინისტროსგან მოჭრილ თანხასაც აიღებს.

,,17 ათას ლარს დამატებით ავიღებთ, ეს თანხა დაგვეხმარება რომ ხელფასები ნორმალირად გავცეთ და გარდა ამისა, ჩვენი გათვლებით 1000 ლარი გვრჩება. ამ თანხით დავფარავთ კომუნალურ გადასახადებს'',-ამბობს ზაზა თამარაშვილი.

დირექტორების ნაწილი, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ რომ არასწორია დაფინანსების სისტემის შეცვლა სასწავლო წლის შუა პერიოდში, როცა სკოლებში საათების გადანაწილება, პედაგოგთა დატვირთვა, კლასების დაყოფა და სხვა წესები უკვე ოთხი თვეა, დადგენილია და სასწავლო პროცესიც ამის მიხედვით მიმდინარეობს.

სასწავლო წლის შუა პერიოდში დაფინანსების წესის შეცვლამ სკოლების უმეტესობას გარკვეული პრობლემები შეექმნა.

,,მომიწია ორი კლასის შეკვეცა. ოთხი პარალელური კლასი იყო ახლა სამი დარჩა. უცხო ენებთან დაკავშირებითაც შეგვექმნა პრობლემები. მეორე კლასიდა ბავშვები სწავლობდნენ ინგლისურ ენა, მესამე კლასიდან კი უკვე რუსულსაც. ახლა დავდექით არჩევანის წინაშე ერთ-ერთი ენა უნდა დაგვეტოვებინა. ავირჩიეთ ინგლისური, იმის გამო რომ ინგლისური უფრო პრიორიტეტულია'',-ამბობს მაკა ჯანაშვილი.

საგნების და საათების შემცირება მოხდა მეექვსე საჯარო სკოლაშიც: ,,სამინისტრომ მოითხოვა, რომ მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათები ანაზღაურება მოხდეს. ბავშვები სამ უცხო ენას სწავლობენ. ინგლისურს, რუსულს და გერმანულს ჯერ-ჯერობით მოვახერხეთ ის რომ შეგვენარჩუნებინა სამივე საგანი, თუმცა საათები შევამცირეთ''.

საათები შეუმცირდა მეორე საჯარო სკოლაში რამდენიმე პედაგოგს. განათლების სამინსტორ ინფორმაციით, სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სკოლების დაფინანსება 44 მილიონი ლარით გაიზრდება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე


5 comments:

  1. Hi! This is my first comment here so I just wanted to give a quick shout out and tell you I
    truly enjoy reading your articles. Can you recommend any other blogs/websites/forums that go
    over the same subjects? Thanks a ton!

    My web site ... http://www.nanobusiness2010.com/member/578115

    ReplyDelete
  2. What's up, I log on to your blogs on a regular basis. Your writing style is witty, keep up the good work!

    my web blog; playtech casino

    ReplyDelete
  3. I quite like reading a post that can make people think. Also, thank you for permitting me to
    comment!

    Feel free to visit my page: http://www.cellsea.com/user/home/CR51146d98dace5

    ReplyDelete
  4. After I originally left a comment I appear to have clicked the -Notify me when
    new comments are added- checkbox and now every time a comment is added I get four emails
    with the same comment. Perhaps there is an easy method you can remove
    me from that service? Thanks!

    Here is my blog ... casino playtech no deposit bonus

    ReplyDelete
  5. Thanks for sharing your thoughts on online casino bonus.
    Regards

    Visit my website: www.hummaa.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი