ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მაჰმადიანი მესხების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვათანის'' ლიდერს სულეიმან ბარბაქაძეს განაჩენი გამოუტანა.
ცხრა სასამართლო პროცესის გამართვის შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბარბაქაძეს განაჩენი 18 იანვარს გამოუტანა. ექვსთვიანი სამართალწარმოება მძიმე განაჩენით დასრულდა _ 11 წელი თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 30 ათასი ლარი ჯარიმა.
სულეიმან ბარბაქაძე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, თაღლითობის ბრალდებით 2010 წლის 26 ივლისს დააკავეს. თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას საქმე გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი სისხლის სამართლის 185-ე და 210-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ედება.
185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი ,,მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას’’ გულისხმობს. 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვე პუნქტი კი: ,,ყალბი საკრედიტო ან საანგარიშგებო ბარათის სხვა საგადასახდო დოკუმენტის, ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი''.
185-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვსი წლის ვადით ითვალისწინებს, 210-ე კი ოთხიდან - შვიდი.
განაჩენის (საქმე #1/287-10წ) თანახმად 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ბარბაქაძემ სამჯერ – 2007 წლის 20 ოქტომბერს, 2008 წლის 8 თებერვალს და ამავე წლის 22 თებერვალს ჩაიდინა.
მსჯავრდებულმა ერთ-ერთი დაზარალებულისგან, გიორგი თუმასიანისაგან ახალციხეში, ბორჯომის ქუჩა #32-ში მდებარე ორსართულიანი სახლი იყიდა. თუმასიანი ბინას მის გარშემო არსებული 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით 35 ათას ამერიკულ დოლარად ყიდდა.
,,ჩვენი მოლაპარაკება ბინის ყიდვისას დასრულდა იმით, რომ სახლი ბარბაქაძისათვის უნდა მიმეყიდა 25 ათას დოლარად, ხოლო 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ შევთანხმდით, რომ შემდგომ ბარბაქაძე დამეხმარებოდა რუსეთში სახლის ყიდვასა და ჩაწერაში. ბარბაქაძემ თანმხლებ პირებთან თანდასწრებით რამდენჯერმე განმიცხადა: აიღე საზღვარგარეთის პასპორტები, ჩამოდი არმავირში და მე ჩემი ავტორიტეტით მოგიგვარებ ყველაფერსო. მე მას მივეცი ჩემი ახლობლის მისამართები, მან კი მომცა ტელეფონის ნომერი. ამის შემდეგ ბარბაქაძემ მოგვატყუა და არ შეგვისრულა დანაპირები. რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს გაგვასამართლეს და მოახდინეს ჩვენი დეპორტაცია'', - ვკითხულობთ თუმასიანის სარჩელში.
გიორგი თუმასიანის ადვოკატის ბიჭიკო მოდებაძის თქმით, იგი ბარბაქაძის პატიმრობას არ ითხოვდა: ,,ჩვენ მხოლოდ ზარალის ანაზღაურება გვინდოდა. თუმცა, სასამართლო ამაზე არ წამოვიდა''.
გარდა, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელი 30 ათასი ლარისა, მსჯავრდებულს სასამართლომ გიორგი თუმასიანის სასარგებლოდ მიყენებული ზარალისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკსირა. ზარალის ოდენობა 10 ათას დოლარს, ზიანისა კი სამი ათას ლარს შეადგენდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის'' თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი მიიჩნევს, რომ განაჩენი მკაცრია: ,,ასაკოვანი კაცია. 11 წელს პლიუს ამხელა ჯარიმა?! არაა ისეთი ადამინი, რომ საზოგადოებისგან იზოლირებული იყოს. თუნდაც ოთხწლიანი სასჯელი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ სამომავლოდ სხვა ლიდერებსაც იგივე არ გაკეთებინათ''.
მესხიშვილის განცხადებით, იგი საქართველოში ,,ვათანის'' ფუნქციონირებას ყოველთვის აპროტესტებდა: ,, იმიტომ არა, რომ ქვეყანაში რაიმე ორგანიზაციის არსებობის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, მათი პოზიცია, სამშობლოში მაჰამდიანი მესხების გადმოსახლების შესახებ, სახელმწიფო ინტერესებს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ამ ლიდერებს, არ ვგულისხმობ მხოლოდ ბარბაქაძეს, ქვეყანაში ქაოსი შემოჰქონდათ''.
ბარბაქაძისათვის განაჩენის გამოტანიდან ორი კვირის შემდეგ, 7 თებერვალს, ევრო საბჭოს დელეგაციამ დახურული შეხვედრა გამართა.
,,შეხვედრა სულეიმან ბარბაქაძის დაკავების დეტალებსა და რეალური მიზეზების განხილვას ეხებოდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი სამართლებრივი ექსპერტიზა სჭირდებოდათ'', - განუცხადა ,,სამხრეთის კარიბჭეს'' ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.
მსჯავრდებულის ადვოკატი ლერი ქათამაძე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უკანონოს, დაუსაბუთებელსა და არასამართლიანს უწოდებს: ,,განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას ვაპირებ, ამჟამად სააპელაციო საჩივარზე ვმუშაობ''.
როგორ განაჩენს გამოიტანს სააპელაციო სასამართლო და რა ღონისძიებების გატარებას გადაწყვეტს ევრო საბჭოს დელეგაცია, ამას მომავალი გივჩვენებს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე

Hi i am kavin, its my first occasion to commenting anyplace, when i
ReplyDeleteread this piece of writing i thought i could also make comment due to
this brilliant article.
Check out my homepage party poker bonus code deposit
constantly i used to read smaller posts which also clear their motive, and that is also happening with this
ReplyDeletepiece of writing which I am reading now.
my web site: party poker bonus code no deposit
What i don't understood is if truth be told how you're not really much more smartly-favored than you
ReplyDeletemight be right now. You are so intelligent.
You know therefore significantly relating to this topic, made me for my part believe it
from so many numerous angles. Its like men and women aren't interested until it's
one thing to do with Girl gaga! Your own stuffs nice.
At all times take care of it up!
Here is my website http://bleacherreport.com/users/2239140-hyenagrape8-lee
It is not my first time to go to see this site, i am browsing this web site dailly
ReplyDeleteand take nice data from here every day.
Feel free to surf to my site: partypoker bonus codes
Nice post. I learn something totally new and challenging on sites I stumbleupon everyday.
ReplyDeleteIt will always be helpful to read articles from other authors and use something from their sites.
Look into my blog: www.restoredinc.com
I loved as much as you will receive carried out right here.
ReplyDeleteThe sketch is attractive, your authored subject matter stylish.
nonetheless, you command get got an edginess over
that you wish be delivering the following. unwell unquestionably come more formerly again since exactly the same nearly very often inside case you shield this hike.
Also visit my weblog - meemi.com
Excellent post. I was checking continuously this blog and I'm impressed! Extremely useful information particularly the last part :) I care for such info much. I was seeking this particular information for a very long time. Thank you and good luck.
ReplyDeletemy site ... party poker bonus code free 50