საზღვრის გადაკვეთის ხანგრძლივი და ძვირი პროცესი

სომხეთში წასვლა და სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ხანგრძლივ და ძვირ პროცესად იქცა, ამიტომაც ბევრი ახალქალაქელი იძულებული გახდა, სომხეთში სიარულზე უარი ეთქვა.

სომხეთში შესვლისთვის აუცილებელი გახდა მანქანის დაზღვევა, რადგან სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ექპლუატაციაში მყოფი ყველა მანქანა, რომელსაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნება, 50,000 დრამით (დაახლოებით 249 ლარი) დაჯარიმდება. სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელი მანქანის დაზღვევა აუცილებელია, დამოუკიდებლად მისი რეგისტრაციის ადგილისა და ავტომობილის ექსპლუატაციის ძირითადი ტერიტორიისა.


არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სომხეთში სულ ერთი დღით ჩადის თუ თუნდაც რამდენიმე საათით, ავტომანქანა მაინც უნდა დააზღვიოს. ამის გაკეთება პირდაპირ საბაჟოზეც შეიძლება. საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებისას დაზღვევის ტალონი ავტომანქანიდან აუცილებლად უნდა მოიხსნას.
,,ავტოსამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებელი დაზღვევის’’ სადაზღვევო შენატანების ოდენობა სომხეთში 19 ათასი დრამიდან 106 ათას დრამამდე (95-528 ლარი) მერყეობს. ავტოდაზღვევის თანხაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: სატრანსპოტო საშუალების სახეობა, გამოყენების მიზანი, მძღოლის ასაკი და მძღოლობის სტაჟი, ასევე ავტომანქანის ძრავის სიმძლავრე.

ბევრმა ახალქალაქელმა ტაქსის მძღოლმა, რომლებიც ახალქალაქი-ერევნის მიმართულებით რეგულარულ რეისებზე დადიოდნენ, ამ საქმიანობაზე უარი თქვა.

,,ხუთი თვის განმავლობაში 20 ათასი დრამი (100 ლარი) უნდა გადავიხადო, ეს წამგებიანია. დაზღვევის ფასი სხვადასხვა მანქანისთვის სხვადასხვაა. ჩემს მანქანას მაღალი სიმძლავრის ძრავი აქვს, ამიტომაც მისი დაზღვევის თანხა დიდი იქნება. ახლა ახალციხის სოფლებში დავდივარ. სომხეთში კი მეტად აღარ ვყოფილვარ. ამ კანონმა პირდაპირ ჩვენს ჯიბეებს დაარტყა’’, - ამბობს ახალქალაქის ავტოსადგურის ტაქსის მძღოლი, რომელმაც თავისი ვინაობის გაზეთში მოხსენიება არ ისურვა.

ჩვენი ბევრი რესპონდენტის აზრით, ავტოდაზღვევამ სომხეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა შეამცირა. საკუთარი მანქანით სომხეთში ჩასვლას ბევრი უკვე თავს არიდებს.

სოფელ იხტილას მცხოვრები, რომელსაც სომხეთში ნათესავებთან სტუმრობა საკუთარი მანქანით სურდა, იძულებული გახდა ავტომობილი დაეზღვია.

,,ტაქსის მძღოლი არ ვარ, უბრალოდ, მინდოდა სომხეთში მცხოვრებ ნათესავებს ჩემი მანქანით ვსტუმრებოდი და იძულებული გავხდი, სამ თვიანი დაზღვევისთვის 10,600 დრამი (53 ლარი) გადამეხადა. ვიცი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში სომხეთში მეტად აღარ ჩავალ. შემდეგ ჯერზე კი დაზღვევის აღება ისევ ხელახლა მომიწევს. რატომ შემოიღეს ეს წესი, მოქალაქეებს მხოლოდ სირთულეები გაუჩინეს’’, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილას მცხოვრები.

საქართველო და სომხეთი სამთავრობო დონეზე საბაჟო პროცედურების გამარტივებას ცდილობენ, სახელმწიფოების გეგმაშია სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტების საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისი, ერთობლივი საბაჟო პუნქტების შექმნა, საზღვრის გადამკვეთი მოქალაქეებისა და მანქანებისთვის მომსახურების დროის მაქსიმალურად შემცირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მგზავრთა ფინანსური სახსრების ეკონომია. თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობს, საზღვრის გადაკვეთის პროცესი სულ უფრო რთული და ძვირი ხდება.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სომხეთის საზღვარზე შემოტანილ იქნა `ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის~ ბარათების აღებისა და სავალდებულო კონტროლის გავლის წესი. ამ პროცესსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და მგზავრებში სავალდებულო ავტოდაზღვევაზე ნაკლებ უკმაყოფილებას როდი იწვევს. უკანა გზაზე მოქალაქე ბარათის დასაბრუნებლად კვლავ გრძელ რიგში უნდა ჩადგეს. ტაქსის მძღოლების უარზე, ერევანში რეისებზე იარონ, ამ ბარათების აღების აუცილებლობამაც მოახდინა გარკვეული გავლენა.

,,ამბობენ, რომ ჩემი მანქანის დაზღვევა 25 ათასი დრამი (125 ლარი) დაჯდება. ახლა სამუშაო არ არის, არც მგზავრები არიან, ეს ყველაფერი მეტად წამგებიანია. უფრო პრობლემატურია `ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის~ ბარათის მიღება, რომელიც, მართალია, უფასოა, მაგრამ საბაჟოზე 3-4 საათის განმავლობაში რიგში დგომა მაინც სჭირდება. რიგში ბევრი დგას და როდესაც რიგი რაიმე მიზეზით ირღვევა, შეხლა-შემოხლა ხოლმე იწყება. ზოგს საავადმყოფოში ეჩქარება, რადგან მანქანაში ავადმყოფი უწევს, ზოგს აეროპორტში აგვიანდება და აი, ჩხუბიც იწყება. დეკემბერში ორჯერ ვიყავი სომხეთში და ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის’ ბარათი ორივე ჯერზე გამიხსნეს. უკვე დავიღალე ამ რიგებისა და ჩხუბისგან’’, - ამბობს კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

7 comments:

  1. Having read this I believed it was really informative.
    I appreciate you spending some time and effort to put this informative article
    together. I once again find myself personally spending way too much time
    both reading and leaving comments. But so what, it was
    still worth it!

    Here is my homepage :: playtech casinos

    ReplyDelete
  2. Hi there, I enjoy reading through your article post. I wanted to write a little comment to support you.


    Look at my web-site ... playtech online casinos south africa

    ReplyDelete
  3. Wow! This blog looks just like my old one! It's on a entirely different topic but it has pretty much the same page layout and design. Excellent choice of colors!

    My homepage - http://dirtyoilsands.org/member/185131

    ReplyDelete
  4. My family members every time say that I am
    wasting my time here at web, except I know I am getting know-how
    everyday by reading thes fastidious posts.

    Have a look at my web page party poker bonus code deposit

    ReplyDelete
  5. Every weekend i used to pay a quick visit this website,
    as i want enjoyment, since this this web site conations in fact good funny
    material too.

    Here is my webpage :: Best online casinos

    ReplyDelete
  6. It's a shame you don't have a donate button! I'd certainly donate to this superb blog! I guess for now i'll
    settle for bookmarking and adding your RSS feed to my Google account.
    I look forward to brand new updates and will share this site with my
    Facebook group. Talk soon!

    My web site: party poker bonus code deposit

    ReplyDelete
  7. Thanks very nice blog!

    my blog funnyordie.com

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი