ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები; ზარალის ოდენობა; ხანძრის გამომწვევი მიზეზები; ლიცენზიით გაცემული ტყეები და უკანონო ჭრები.
ყველაზე მასშტაბური ხანძრები
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარლდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგები საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა.
გასულ წელს სამცხე-ჯავახეთის ტყეებში ხანძარი არაერთხელ გაჩნდა. მათ ზუსტ რაოდენობას სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოში არ გვიკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ რომ 2010 წელს სამცხე-ჯავახეთში ათობით ხანძრის კერა იყო. ამ ხანძრებიდან ყველაზე მასშტაბური აგვისტოს თვეში აწყურისა და ბორჯომის ხანძრები იყო. სტიქიის შედეგად აწყურში 300, ბორჯომში კი 20 ჰექტარი ტყე განადგურდა.
კითხვაზე - ხანძრებისა და უკანონო ჭრების შედეგად რა ფართობი განადგურდა გასულ წელს და რა ოდენობის იყო ზარალი, სსიპ სატყეო სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსი დავით კახიშვილი არ გვპასუხობს. დავით კახიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობდა.
,,ვერც ფართობს გეტყვით და ვერც ზარალის ოდენობას. დასამალი არ არის, უბრალოდ ნახანძრალის დათვლა ძალიან შრომატევადი საქმეა და ჯერ დათვლილი არ არის’’, - ამბობს იგი.
ხოლო კითხვაზე – აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეები და არსებობს თუ არა რომელიმე ხანძრის ფაქტზე დასრულებული საქმე, დავით კახიშვილი გვპასუხობს: ,,საქმეები რა თქმა უნდა აღძრულია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის დასრულებული. შეიძლება არის კიდეც, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი. საკმაოდ რთულია ამის გამოძიება’’.
რა იწვევს ხანძრებს
2008 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ხანძარი ერთხმად შეფასდა რუსულ ინტერვენციად. თუმცა, ხანძრის გამომწვევი არაერთი, სრულიად განსხვავებული ვერსიები სახელდება სხვა ხანძრების შემთხვევებში. ადგილობრივი მოსახლეობა გახშირებულ ხანძრებს უკანონო ჭრებს უკავშირებს. მათი ვარაუდით, ამ გზით რეინჯერები უკანონო ჭრების კვალის დაფარვას ცდილობენ.
თავიანთ მოსაზრებას მოსახლეობა იმით ამყარებს, რომ მათ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი ის ადგილები, სადაც ხანძარი მძვინვარებდა. (მასშტაბური ხანძრების დროს, კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივებიც მონაწილეობენ).
,,უმეტეს წილად ტენდერები იწვევს ამას! ვიღაცა მასალად `ლევად~ გაიტანდა და შემოწმების დროს რომ არ გამოჩენილიყო, ხანძარს გააჩენდა. ან, ამ ადგილის ტენდერით აღება ვიღაც სხვას დაასწრო და გამწარებულმა ტყეს ცეცხლი წაუკიდა’’.
,,გადამწვარ ტყეს რომ დახედო მიხვდები, გადაჭრილი მორებია სულ დამწვარი’’;
,,მთელი ღამე დარიხინებენ’’ მანქანები, ჩეხავენ ტყეს და ვინც ჩეხავს და ,,ხელს ითბობს’’, ისვე სწვავს ტყეს’’, - ეს არის ადგილობრივების კომენტარები ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ. (ამონარიდები ,,სამხრეთის კარიბჭეს’’ სხვადასხვა პერიოდში მომზადებული სტატიებიდან).
მოსახლეობის მოსაზრებას არ იზიარებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსი დავით კახიშვილი.
,,რისგან იყო გამოწვეული ხანძრები, მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს შეიძლება იყოს მოსახლეობის დაუდევრობა, გარდა ამისა, მოგეხსენებათ ზაფხულში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო’’, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ხანძრებს არც ლიცენზიანტებთან და არც უკანონო ჭრებთან კავშირი არ აქვს, - ,,აწყური, სადაც იყო ზაფხულში ყველაზე მასშტაბური ხანძარი, ლიცენზიით გაცემული არ არის. რაც შეეხება, გადაჭრილ მორებს, ეს უკანონო ჭრის მოსაზრებას ამყარებს მისთვის, ვინც არ იცის რა არის ტყე. ალოგიკურია, რომ რეინჯერს უბანში აქვს უკანონო ჭრა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით აჩენს ხანძარს. ის თუ მაგ ეშმაკურ გამოსავალს ეძებს, ისიც კარგად იცის, რომ ეს უკვე ყველამ კარგად იცის. გარდა ამისა, იქ რჩება ჯირკი და მაინც ეტყობა ეს უკანონო ჭრაა თუ არა. ასე რომ, ეს არ არის კვალის დაფარვის საშუალება’’.
უკვე ნახსენებ მიზეზებს კიდევ რამდენიმე საკითხს უმატებს გაეროს განვითარების პროგრამის, ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის ხელმძღვანელი მერაბ მაჭავარიანი. მისი თქმით, 2004 წლიდან მოყოლებული, სატყეო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაკვალიფიციური იყო.
,,ოფიციალურად, ასეთი დოკუმენტი არ გვაქვს და არც არსებობს, რა გვაქვს და გვინდა, მაგრამ რეალურად 2004 წელს მთავრობაში, როგორც ჩანს, დაისვა საკითხი, რომ მომხდარიყო სასწრაფოდ ტყეების გადაცემა კერძო მენეჯერებზე. ამის მერე ჩაითვალა, რომ საჭიროა სწრაფად მოხდეს გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა. მაშინ გადაწყვიტა მთავრობამ შეეჩერებინა დაწყებული ტყეების ინვენტარიზაციის პროცესი, რისთვისაც `მსოფლიო ბანკის~ ფული იხარჯებოდა. შემდეგ უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს, ასე დავარქვათ, სატყეო რეფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვინც იყო სატყეო სისტემაში ყველა პრაქტიკულად იყო დათხოვნილი’’, - ამბობს მერაბ მაჭავარიანი და აქვე ამატებს, რომ ამის შემდეგ მოხდა ახალი კადრების მოყვანა და საშტატო განრიგის სერიოზული შემცირება, - თუ დღეს თქვენ ნახავთ სატყეო დეპარტამენტის საშტატო განრიგს, მგონი 10 პროცენტიც კი არ არის სატყეო განათლების. და ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი კავშირშია ამ ხანძრებთან, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ყველაფერი აქეთკენ მიდის’’. (წყარო: ,,რადიო თავისუფლება’’)
ლიცენზიები
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოში არც იმას ამბობენ, რამდენი ჰექტარი ტყეა ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში ლიცენზიით გაცემული.
,,კონკრეტულ ციფრებს ვერ გეტყვით. ლიცენზიით ბევრია გაცემული ადიგენისა და ახალციხის სატყეო უბანზე. არიან ლიცენზიანტები რომლები მუშაობენ 10-წლიანი და 20-წლიანი ლიცენზიის ვადით. უფრო მეტია 10-წლიანი ლიცენზიები. დღეის მდგომარეობით, ახალციხეში მხოლოდ და მხოლოდ ორი ლიცენზიანტი მუშაობს, სახელს და გვარებს შეგნებულად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ლიცენზია შეიძლება ვიღაცაზე იყოს გაცემული და სხვა სარგებლობდეს’’, - ამბობს დავით კახიშვილი.
საქართველოს ტყის კოდექსის (1999) მიხედვით, დაშვებულია მოკლევადიანი (ერთ წლამდე) და ხანგრძლივვადიანი (20 წლამდე) ტყითსარგებლობა. 2007 წლამდე ტყითსარგებლობა ძირითადად ერთ წლამდე ვადით გაცემული ტყითსარგებლობის დოკუმენტებით ხორციელდებოდა.
მაგალითად, 2006 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაიცა 501 ერთწლიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. `მწვანე ალტერნატივამ~ შეისწავლა ამ სალიცენზიო მოწმობების გაცემის პრაქტიკა და კანონმდებლობასთან არსებითი შეუსაბამობები აღმოაჩინა.
,,როგორც აღმოჩნდა, სამინისტროს გაცემულ ხე-ტყის დამზადების ლიცენზიებში არ იყო შევსებული გრაფა ,,ლიცენზიის პირობა’’ (მხოლოდ ორ ლიცენზიაში იყო პირობები გაწერილი). გარდა ამისა, ლიცენზიების ნახევარზე მეტში ნაცვლადა მოსაპოვებელი სახეობისა (მაგალითად, წიფელი, სოჭი, ფიჭვი, ნაძვი და ა.შ) მითითებულია მხოლოდ ,,წიწვოვანი’’ და ,,ფოთლოვანი’’. ასეთი ჩანაწერით შეუძლებელია მოპოვებული მერქნის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოზ მიყენებულ ზიანზე’’, - ნათქვამია ,,მწვანე ალტერნატივას’’ ანგარიშში, - მაგალითად, ჩანაწერი: ,,მოსაპოვებელი რესურსი – წიწვოვანი 600 კუბური მეტრი~ შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოპოვებულ უნდა იყოს 500 კუბური მეტრი ნაძვი და 100 კუბური მეტრი სოჭი, ან 300 კუბური მეტრ ნაძვი დ 300 კუბური მეტრი სოჭი და ა.შ. ამგვარი უზუსტობებით შევსებული ლიცენზიები უკანონოდ მოპოვებული, ჭრაში დაუნიშნავი და ჭრააკრძალული სახეობების ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის ფაქტების გამოვლენას ძალზე ართულებს’’.
სატყეო რეფორმირების ისტორია
საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბარი გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. კონსტიტუციის მიღებისა და ახალი კანონმდებლობის საფუძვლების ჩამოყალიბების შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო საბჭოური ტიპის სატყეო მეურნეობებიდან საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი ინსტიტუციებისკენ გარდაქმნისთვის მზადება. ამ მიზნით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო ,,საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების’’ პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის სატყეო სექტორის რეფორმირება, მართვის გაუმჯობესება და ინსტიტუციური გაძლიერება.
მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის დაწყების ერთგვარი წინაპირობა იყო საქართველოს კანონის – ტყის კოდექსის მიღება, რომელიც საკმაოდ დაჩქარებული პროცედურებით დაამტკიცა პარლამენტმა 1999 წელს. ამ კანონით სატყეო მეურნეობებს ჩამოშორდა სამურნეო ფუნქცია, ანუ ხე-ტყის დამზადების უფლება მთლიანად დელეგრებული იქნა კერძო სექტორზე; დაშვებულ იქნა ტყეების განსახელმწიფოებრიობა (კერძო მფლობელებისთვის გადაცემა) სპეციალური კანონის საფუძველზე. ასევე შესაძლებელი გახდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში ტყის ფონდის გადაცემა. ახალმა ტყის კოდექსმა ფორმალურად გაიზიარა ბიომრავალფეროვნების კონვენციის მიმართებები და მდგრადი განვითარების პრინციპები. მიუხედავად ამისა, ამ პრინციპებთან შესაბამისობაში არ მოსულა ტყის რესურსების ინვენტარიზაციის, კადასტრის, დაგეგმვისა და განსაკუთრებით ტყის ჭრის მეთოდები და წესები.
სატყეო სექტორის რეფორმირების პირველი მოდელი შეიქმნა 2003 წელს, მსოფლიო ბანკის ,,სატყეო სექტორის განვითარების პროექტის’’ ფარგლებში. ის გულისხმობდა კომერციული სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც შეასრულებდა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებს. აქედან მოყოლებული დღემდე სატყეო სექტორის რეფომირების საკითხი არაერთხელ დადგა დღის წესრიგში. ფაქტობრივად, მიდგომა იცვლებოდა ყოველ წელს და შესაბამისად, ყოველ წელს ახალი რეფორმა ტარდებოდა.
გამოსავალი
უკანონო ჭრები დღემდე სატყეო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. დავით კახიშვილის თქმით, გამკაცრებულმა სანქციებმა უკანონ ჭრის ფაქტები საგრძნობლად შეამცირა, თუმცა, პრობლემა არ აღმოფხვრილა: ,,თითოეულ კვირას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით საშუალოდ ათობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იწერება’’.
კახიშვილი გამოსავალს რეინჯერების რაოდენობის მომატებაში ხედავს. ,,შვიდი ათასი ჰექტარი ტყე რომ აბარია ერთ რეინჯერს, როგორ გააკონტროლებს?! რეინჯერების რაოდენობას განვიცდით ძალიან’’, - ამბობს იგი.
დამწვარი ტყეები დღეს
დამწვარი ტყეების აღდგენა დღემდე არ დაწყებულა.
,,წაღვერის ტყის აღდგენის მიზნით სანერგე მეურნეობის გაკეთება იგეგმება. უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. სხვაგან არაფერი დაწყებულა, სანერგე თუ არ გააკეთეს, რას დარგავენ?!’’- ამბობს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსი.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ გახშირებული ხანძრების შედეგად გადამწვარი ტყეების გამო, ბოლო პერიოდში კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა რეგიონი მალე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
საქართველოს ტყეები
საქართველოს სატყეო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი 6,95 მილიონ ჰექტარს შეადგენს. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდის მიერ დაკავებული ფართობი 3005,3 ჰექტარია, რომელთგან ტყეებს 2772,45 ჰექტარზე მეტი უკავია, რაც ქვეყნის ფართობის დაახლოებით 40 პროცენტია.
დღევანდელი შეფასებით, მსოფლიოს ხე-ტყის რესურსები 360 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. საქართველოში არსებული რესურსი კი 451,7 მილიონი კუბომეტრი, ანუ მსოფლიო მარაგის 0,13 პროცენტია.
საქართველოს ტყეებში 1 ჰექტარზე მერქნის საშუალო მარაგი 163 კუბური მეტრია.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი