გაუქმებული სკოლა-ინტერნატი


დაბა ახალდაბაში მდებარე სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ, იქ მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა ქუჩაში აღმოჩნდა. სკოლა-ინტერნატის სასწავლო, სასადილო და საძინებელი კორპუსები გაიძარცვა და დღითიდღე ნადგურდება.


მე - 20 საუკუნის 40-იან წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში მდებარე ხუთ ჰექტარ მიწის ფართობზე, ბავშთა სკოლა-ინტერნატის სასწავლო, საძინებელი და სასადილო კორპუსები აშენდა.

თავდაპირველად ბავშვთა სკოლა-ინტერნატში მხოლოდ ტუბერკულიოზით დავადებული ბავშვები ცხოვრობდნენ. სანატორიუმი შემდგომ კუჭნაწლავით დავადებულ სანატორიუმ სკოლა-ინტერნატად, ხოლო 2004 წელს პანსიონატად გადაკეთდა.


დაბა ახალდაბის სკოლა-ინტერნატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარებოდა. გაუქმებამდე სკოლა-ინტერნატში როგორც ,,სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტს უთხრეს 140 ბავშვი ცხოვრობდა.

  ,,ღია ტერიტორია ჩავიბარე და შემოვღობე. კარგი ბაზა გვქონდა. დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ბავშვებს ნორმალურ პირობებში ეცხოვრათ,''- ამბობს სკოლა-ინტერნატის ყოფილი დირექტორი თორნიკე სირაძე.

მისივე თქმით, როდესაც სკოლა-ინტერნატის დახურვის პროცესი დაიწყო, ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსიც ესწრებოდა.

,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრისას გვითხრეს, რომ საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროსო. ბავშვთა სახლების დახურვა და ბავშვების ქუჩაში გაშვება ხელისუფლების მხრიდან დანაშაულია. როდესაც ბავშვებს აქვთ საცხოვრებლად ყველანაირად კარგი პირობები, რატომ უნდა გაუშვა ისინი ქუჩაში ღვთის ანაბარა?!'', - უკვირს თორნიკე სირაძეს.

სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ დადგა საკითხი, რომ იქ არსებული ინვენტარი არ განადგურებულიყო, ამიტომ მერხები, დაფები დაბა ახალდაბის და სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლებს გადაეცა. ავეჯი თბილისის ბავშვთა სახლში წაიღეს.

,,განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ არაერთხელ მივმართე ყურადღება მიექციათ შენობებისათვის, თუმცა როგორც აღმოჩნდა შენობის ბედი არავის ადარდებდა. დღეისათვის ყველა შენობა გაძარცული და გაპარტახებულია”, - ამბობს სკოლა-ინტერნატის ყოფილი დირექტორი.

დაბა ახალდაბის სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ სასულიერო პირებს სურდათ, რომ სკოლა-ინტერნატი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასულიყო, მაგრამ როგორც ირკვევა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

დაბა ახალდაბის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიხეილ რიკაძის განმარტებით, სკოლა-ინტერნატის შენობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მაია შავიშვილის განმარტებით, დაბა ახალდაბის სკოლა-ინტერნატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები ცხოვრობდნენ. გაგვეგო თუ რომელი რეგიონებიდან იყვნენ ბავშვები ჩამოყვანილი ვერ შევძელით.

,,სკოლა-ინტერნატის გაუქმების გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო. ბავშვების ნაწილი ბიიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდნენ და ფულადი კონპენსაციაც მისცეს მათ ოჯახებს, ნაწილი ბავშვებისა კი ტაშისკარის მზრუნველაობა მოკლებულ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს”, - აგვიხსნა მაია შავიშვილმა.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი პირად საუბარში ვერ ასახელებს სკოლა-ინტერნატში მცხოვრები ბავშვების ზუსტ რაოდენობასაც. ის ასევე არ ფლობს ინფორმაციას სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ რამდენი ბავშვი გადაიყვანეს ბიოლოგიურ ოჯახში და რამდენი ტაშისკრის ბავშვთა სახლში.


ნატალია კოპაძე, ბორჯომი



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი