ფასების მატება კიდევ მოსალოდნელია

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2011 წლის იანვრის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ექსპერტების ვარადუდით სურსათზე ფასებმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. 

იანვრის თვიდან საქართველოში სასიცოცხლო მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა პური, ზეთი, შაქარი, რძის პროდუქტები და სხვა ფასები გაიზარდა. ერთი კილოგრამი შაქარის ფასი ჯერ სამი ლარი გახდა, ხოლო შემდეგ 50 თეთრით დაიკლო და ახლა 2,50 ლარი ღირს. თუმცა, ეს მხოლოდ საბითუმო მაღაზიებში. სავაჭრო ობიექტებში ერთი კილოგრამი შაქარი 2,70 ლარია.

შაქარზე ფასის ცვლილებას პურის გაძვირებაც დაემატა და ახლა ერთი პური 60-75 თეთრი ღირს.

,,ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად შაქარი გაძვირდა. ერთი კილოგრამის ფასმა სამ ლარამდეც კი მიაღწია. წიწიბურა უკვე რამდენიმე თვეა ოთხი ლარი ღირს. ასევე ოთხი ლარია ერთი ლიტრი ზეთის ფასიც. გაძვირდა რძის პროდუქტებიც. 5-10 თეთრით მოიმატა სიგარეტის ფასმაც'', - გვიხსნის ახალციხის აგრარულ ბაზართან მდებარე საბითუმო მაღაზიის გამყიდველი ვახტანგ ანდღულაძე.

მოიმატა კარტოფილისა და ხახვის ფასმაც. ახალციხის აგრარულ ბაზარში ერთი კილოგრამი კატოფილის ფასი 60-70 თეთრიდან 1,50-მდე, ხოლო, ერთი კილოგრამი ხახვის ღირებულება 1,50-დან 2 ლარამდეა გაზრდილი. გაძვირებულია კომბოსტო, ჭარხლი, სატაფილო და სხვა ბოსტნეულიც.
 
,,კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, სტაფილო, ისეთი პროდუქტია ყველაზე გაჭირვებული ოჯახიც რომ ყიდულობს, რაღაცა ხომ უნდა ჭამოს ადამიანმა?'', - კითხულობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში მცხოვრები თეიმურაზ ზაზაძე, რომელიც ახალციხის აგარულ ბაზარზე კარტოფილსა და ხახვს ყიდის.

ანასტასია რიკაძე 70 წლის პენსიონერია. მისი ოთხულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავალი 90 ლარიანი პენსია და 54 ლარიანი დახმარებაა. ამიტომ, ახალციხის აგრარულ ბაზარში იშვიათად დადის. თუმცა, ამბობს, რომ ფასები ყველა პროდუქტზე მომატებულია.

,,ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ პენსია და ოჯახის შემოსავალი იგივე რჩება. გვიჭირს ცხოვრება. ამჟამად ჩემი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და დახმარებას 54 ლარს ვიღებთ'', - ამბობს ანასტასია რიკაძე და ამატებს, რომ რამდენიმე კვირის წინ კარტოფილი  ერთი ლარი ღირდა, ახლა კი ერთ კილოგრამში ორი ლარის გადახდა უწევს.

სურსათის გაძვირებასთან ერთად საწვავის ფასმაც მოიმატა. საქართველოში ყველა ტიპის საწავავი საშუალოდ ხუთი თეთრით გაძვირდა.

,,დღეში ოცი ლარის ბენზინი მინდა ახალციხეში რომ ჩამოვიდე კარტოფილის გასაყიდად. ამიტომ, პროდუქტი უნდა გავაძვირო, საწვავის ფული რომ ავიღო'', - ამბობს თეიმურაზ ზაზაძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სრული პროფესორი თინა გელაშვილი, პროდუქტზე ფასების მატებას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ხსნის.

,,ფასების ცვლილებას, ნავთობსა და მარცვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს. ჩვენ, როგორც იმპორტიორი ქვეყანა, მეტ-ნაკლებად საწავავზე ვართ დამოკიდებული. თუმცა, მსოფლიოში ხორბლის ფასის გაძვირება, ჩვენს ქვეყანაში ფასების ზრდას ვერ გამოიწვევს, რადგან, ხორბლის რეზერვები ჯერ კიდევ გვაქვს. სასოფლო სამეურნეო სავარგულები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საკუთარი ხორბალი ვაწარმოოთ და არ დაგვჭირდეს მისი იმპორტი'', - ამბობს თინა გელაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი.

მისივე თქმით, 2015 წლამდე მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენცია მოსალოდნელია. თუმცა, საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე ფასების მოსალოდნენ ზრდაზე ექსპერტები ჯერ კიდევ 2000 წელს საუბრობდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ეს ტენდენცია 2015 წლამდე გაგრძელდებოდა.

2010 წელს, ფასები სწრაფი ტემპით მხოლოდ ყირგიზეთსა და საქართველოში გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული ორგანოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ფასების ზრდა 11,2%-ით ფიქსირდება. გარდა ამისა, საქართველოსა და უზბეკეთში დოლარის კურსიც სწრაფი ტემპით იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასები 2011 წელსაც მოიმატებს.

გაგრძელდება თუ არა საკვებ პროდუქტებზე, საწვავსა თუ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ფაქტია, რომ გაზრდილი ფასების ფონზე მოსახლეობის ხელფასი და პენსია უცვლელი რჩება.

თამარ თოთაძე, ახალციხე

5 comments:

  1. A person necessarily lend a hand to make severely articles I'd state. That is the first time I frequented your web page and thus far? I surprised with the analysis you made to make this actual put up incredible. Fantastic task!

    my weblog ... casino playtech

    ReplyDelete
  2. I go to see each day a few sites and websites to read articles, but
    this website offers feature based writing.

    My website playtech casino 2
    my web page :: list all playtech casinos

    ReplyDelete
  3. Hi there, just became alert to your blog through Google,
    and found that it's really informative. I am going to watch out for brussels. I will be grateful if you continue this in future. Lots of people will be benefited from your writing. Cheers!

    Feel free to surf to my page ... all playtech casinos

    ReplyDelete
  4. I really like what you guys tend to be up too.
    This type of clever work and reporting! Keep up the wonderful works guys I've incorporated you guys to my personal blogroll.

    Feel free to surf to my web site ... party poker bonus code free 50

    ReplyDelete
  5. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი