პროექტი საზოგადოების გააქტიურებისთვის

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა'' საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის, გორის ოფისის ხემძღვანელმა, ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა.

,,პროექტის მიზანია ეფექტური თვითმართველობის ხელშეწყობა მოქალაქეებისა და თვითმართველობის ორგანოთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა,”- ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში გამოიკვეთა აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი განახორციელონ მონიტორინგი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაზე სამი მიმართულებით: ინფორმაციის საჯაროობა, სხდომათა საჯაროობა და ბიუჯეტის ფორმირების პროცესი.

,,ეს მოქალაქეები ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ბიუჯეტის განხილვის პროცესს და იკვლევენ იმას თუ რა პრობლემები აქვს საზოგადოებას, შემდეგ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იხილავენ და ერთობლივად ხდება აღნიშნული პრობლემების მოგვარება'',-განმარტავს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის, გორის ოფისის ხემძღვანელი.

მისივე თქმით სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რაც საზოგადოებას უკვე დიდიხანია აწუხებს: ,,ახალციხეში და ახალქალაქში გამოიკვეთა წყლის ხარისხის საკითხი, ადიგენში შიდა გზების პრობლემა, ბორჯომში ჯანდაცვის პროგრამების გაზრდის საკითხი. ყველა თემასთან დაკავშირებით თვითმართველობასთან გვექნება მრგვალი მაგიდები, სადაც ერთობლივად გადავწყვიტავთ აღნიშნულ პრობლემებს''.

პროექტი მარტში დასრულდება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე




 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი