სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტები ერთმანეთთან 2011 წლის დადგომისთანავე დაიწყო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა თემებსა და პრობლემებს სთავაზობს მათ საზოგადოებრიობა განსახილველად და რა თემებზე მსჯელობენ სამთავრობათშორისო დონეზე.
22-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ჩამოსვლისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ. პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჯავახეთში მოქმედი სომხების უფლებათა დაცვის კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარება მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემების მოგვარებით არის შესაძლებელი.
,,სომხურ-ქართული ურთიერთობის პირველი ფუნდამენტური ქვა ჯავახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები სომხების სამოქალაქო, რელიგიური, ენობრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო უფლებების დაცვა და მათ წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარებაა’’, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კავშირის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას მხოლოდ პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა, სომხური ენისა და სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მიცემა, ჯავახეთის სომხურ სკოლებში სომხური ენის შემცირებული საათების აღდგენა, საქართველოს ტერიტორიაზე სომხური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების უპრობლემო შემოსვლა შეუწყობს ხელს.
თუმცა ქვეყნების ხელმძღვანელებს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს ჯავახეთის თემა არ განუხილავთ, ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებისთვის ღია შეხვედრებზე.
,,მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ორივე ქვეყანა კიდევ მეტად დაახლოვდეს და ჩვენი ურთიერთობა უფრო განმტკიცდეს’’, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრებზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო, ასევე, საერთო საზღვართან დაკავშირებულ თემებს იხილავდნენ.
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები იყვნენ ექსკურსიაზე კომპანია ,,სინოფსისი არმენიას’’ კუთვნილ ერევნის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრში, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც პრეზიდენტებს შორის ცალკე საუბარი და ოფიციალური დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობის შეხვედრა შედგა.
აქ სხვადასხვა სფეროებში სომხურ-ქართული თანამშრომლობის მრავალ საკითხზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, 2010 წლის განმავლობაში, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 11%-ით გაიზარდა. სერჟ სარგსიანი და მიხეილ სააკაშვილი საუბრობდნენ ჰუმანიტარულ სფეროში დაწყებულ თანამშრომლობაზე, რისი ერთ-ერთი მაგალითიც, პრეზიდენტების ინიციატივით, სომეხი და ქართველი სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული ოლიმპიადა იყო.
შეხვედრებზე მსჯელობდნენ, როგორ უნდა გახდეს უახლოეს მომავალში სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადალახვა უფრო იოლი, გამჭვირვალე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის ღია, რათა ავტომანქანების მფლობელებმა თითქმის გაჩერების გარეშე გადაკვეთონ საზღვარი, როგორც ეს რიგ ევროპულ ქვეყნებში ხდება. ქვეყნების პრეზიდენტებმა ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური განვითარების გზაზე შექმნილი ბიუროკრატიული დაბრკოლებების ლიკვიდაციისთვის ჩასატარებელი აქტიური სამუშაოების მნიშვნელობას.
ქვეყნის ლიდერები სარგსიანი და სააკაშვილი ასევე შეეხნენ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, რომელიც ორთავე მხარის ინტერესებთან იკვეთება. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
22 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ეს უკანასკნელი ერევანში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩასული დელეგაციის შემადგენლობაში იყო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა სომხურ-ქართულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრზე ისაუბრეს, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ პრობლემებთან მიმართებაში, გამოხატეს რწმენა, რომ არსებული პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებათა გზით მოგვარდება. მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრებ სომეხთა საკითხებიც იყო ჩართული.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2010 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის თანახმად, სამთავრობათშორის ურთიერთობებში ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე `ყაზბეგი-ზემო ლარსის~ საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნა, რომელიც სომხური მხარის შუამავლობით განხორციელდა. ამასთან აღნიშნულია, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი 2006 წლის აგვისტოდან არ მოქმედებს. ასევე ანგარიშში მოხსენიებულია, რომ სამთავრობათშორისი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საქართველოში მცხოვრები სომხების საკითხებსაც შეეხნენ.
აგუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

Today, I went to the beach front with my kids.
ReplyDeleteI found a sea shell and gave it to my 4 year old daughter and
said "You can hear the ocean if you put this to your ear." She put the shell to
her ear and screamed. There was a hermit crab inside and it pinched her ear.
She never wants to go back! LoL I know this is completely off topic
but I had to tell someone!
my web blog all playtech online casinos
I got this site from my buddy who informed me concerning this site and at the moment
ReplyDeletethis time I am visiting this website and reading very informative
articles here.
My website :: partypokerbonuscode.forumotion.com
I think that is one of the most vital info for me.
ReplyDeleteAnd i am glad reading your article. However want
to commentary on few common things, The website style is great, the articles is truly nice : D.
Just right process, cheers
Here is my blog post ... lamula.pe
Thank you for sharing your thoughts. I truly appreciate your
ReplyDeleteefforts and I will be waiting for your further post thanks once again.
Here is my web page: best online Casino
There's certainly a great deal to know about this topic. I like all of the points you've made.
ReplyDeleteAlso visit my webpage; Online casinos