პრობლების მოგვარების სხვადასხვა გზები

დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად, პატარა სკოლები მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, დიდმა სკოლებმა კი ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი დაკარგეს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, სად მიგვიყვანა ამ ცვლილებამ და პრობლემიდან რომელმა სკოლამ რა გამოსავალი იპოვა. 

ქალაქ ახალქალაქში ხუთი სკოლაა, აქედან ორი მცირე, დოტაციური სკოლებია, დანარჩენი სამი კი - დიდი. დიდ სკოლებს დასაკარგი ნამდვილად ჰქონდათ, წლის დასაწყისში დირექტორების წინაშე დაისვა ამოცანა: გაგრძელდეს სასწავლო პროცესი იგივე სკოლებში, მოსწავლეთა იგივე რაოდენობით, თუმცა, საგრძნობლად შემცირებული ბიუჯეტით. თითოეულმა დირექტორმა პრობლემის მოგვარების საკუთარი გზა მონახა.



ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში 473 მოსწავლეა. მოწაფის ვაუჩერი 1-დან მე-8 კლასამდე დაახლოებით 400 ლარს შეადგენს, 9-დან 12 კლასის ჩათვლით კი 480 ლარს. შემცირებული ბიუჯეტისა და სკოლის გადახდისუნარიანობის გაუარესების გამო, ორი კლასი გაერთიანდა, უმუშევრად დარჩა ოთხიდან ერთი დამლაგებელი და სკოლის კიდევ ერთი თანამშრომელი. ასევე, დირექტორი იძულებული იქნება, მიმდინარე ხარჯები მაქსიმალურად შეამციროს.

,,ჩვენ ცვლილებებს ყოველთვის ნორმალურად ვუყურებდით, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებდით, რაც აუცილებელი იყო. ცვლილებებმა ჩვენს სკოლაზე უარყოფითად არ იმოქმედა. შეერთდა ორი მე-8 და მე-12 კლასი და ოფისის ხარჯები შემცირდა. ადრე, როცა ბევრი ფული გვქოდა, ყველა პრობლემას ვაგვარებდით, ახლა ასე თავისუფლად ვეღარ ვიმუშავებთ, მაგრამ ყველაფერი რიგზე იქნება’’, - ამბობს ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გრიგორიანი.

ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლაში 432 მოსწავლეა და მათ შორის ოთხი უცხოეთის მოქალაქეცაა. ბიუჯეტი ამ სკოლაშიც შეიკვეცა. შედეგად, შემცირდა შვიდი კლასი, ყველა თანამშრომლის ხელფასები, როგორც საშტატო, ისე მასწავლებელთა ანაზღაურებაც საათების შემცირების გამო. თუმცა უმუშევრად არავინ დარჩენილა.

,,1-დან მე-8 კლასამდე მოსწავლის ვაუჩერი 385 ლარია, 9-დან 12 კლასის ჩათვლით კი 418 ლარი. დღევანდელ პირობებში ჩვენ ყველა შესაძლო ხარჯს ვამცირებთ. უკვე აღარ შეგვიძლია პირველადი დახმარების მედიკამენტების შეძენა, რასაც, დაახლოებით, 200 ლარი სჭირდება. მასწავლებლები უმუშევრად არ დაგვიტოვებია, უბრალოდ, ყოველ მათგანს, საგნების მიხედვით, 1-დან 5 საათამდე შეუმცირდა’’, - ამბობს ახალქალაქის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ დარბინიანი.

სხვა სიტუაციაა ახალქალაქის მე-2 რუსულ საჯარო სკოლაში. აქ ოთხი კლასი დაიხურა და ოცმა მასწავლებელმა სამსახური დაკარგა.

რუსულ სკოლაში საქართველოს 597 და უცხოეთის 80 მოქალაქე სწავლობს. ამ უკანასკნელთათვის სახელმწიფო არაფერს იხდის. მიმდინარე წლის იანვრიდან სკოლა 1-დან მე-8 კლასამდე მოსწავლისთვის 400 ლარს, ხოლო 9-დან მე-12 კლასამდე მოწაფეებისთვის 480 ლარს იღებს. სკოლის დირექტორის კარინე ნახატაკიანის თქმით, სკოლის ბიუჯეტი თითქმის ორჯერ შემცირდა.

დიდ სკოლებს ხარჯების მინიმუმამდე შემცირებამ მოუწიათ. პატარა სკოლებს კი პირიქით, საშუალება მიეცათ, ცოტა თავისუფლად იმუშაონ, თუნდაც, კომუნალურ და საოფისე ხარჯებზე არ იდარდონ.
,,ადრე ყოველი ხარჯისთვის თხოვნის წერა გვიხდებოდა, ახლა მშვიდად ვართ, კარგია, რომ საკუთარი ბიუჯეტი გვაქვს. გამოყოფილ თანხაში მშვენივრად ვეტევით’’, - ამბობს მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი.

მე-5 საჯარო სკოლაში 101 მოსწავლე სწავლობს და 36 მასწავლებელი მუშაობს. წელს სკოლის ბიუჯეტმა 9,100 ლარი შეადგინა, რომლის 70%-ც სახელფასო ფონდია, 17% ადმინისტრაციული ხარჯი და დამხმარე შტატები, 6% და 7%, შესაბამისად, საოფისე და კომუნალური ხარჯები. თუმცა ანაზღაურება ამ სკოლის რამდენიმე მასწავლებელსაც შეუმცირდა, რადგან სკოლა იძულებული გახდა 18 სასწავლო საათი შეეკვეცა და ეს ფაქტი ზოგიერთი პედაგოგის ხელფასზე აისახა.

,,ადრე 378 საათი გვქონდა. ახლა კი, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენს სკოლას, როგორც სხვა დოტაციურ სკოლებს, მხოლოდ 360 საათის წარმოების უფლება მიეცა. ანუ 18 საათი შემცირდა. სკოლა თავად წყვეტს, კონკრეტულად რა საგნები შეამციროს’’, - ამბობს მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ემმა ნახატაკიანი. დირექტორის თქმით, შემცირების დროს კლასში მოსწავლეთა რაოდენობას, პედაგოგთა პროფესიულ შესაძლებლობებსა და საგნის მნიშვნელოვნებას ითვალისწინებენ.

რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

   

7 comments:

  1. I don't know if it's just me or if perhaps everybody else experiencing issues with your website.

    It looks like some of the written text in your posts are running off the screen.
    Can someone else please comment and let me know if this is happening to them
    too? This could be a problem with my browser because I've had this happen before. Many thanks

    My blog: playtech Casino software

    ReplyDelete
  2. Great post. I used to be checking continuously this
    blog and I am impressed! Extremely helpful information particularly the last part :) I deal
    with such info a lot. I was looking for this certain info for a long time.
    Thanks and best of luck.

    my web-site :: all playtech casinos

    ReplyDelete
  3. This blog was... how do you say it? Relevant!! Finally I have found something that
    helped me. Cheers!

    Also visit my site - www.hummaa.com

    ReplyDelete
  4. hey there and thank you for your information – I have certainly picked up something new from right here.
    I did however expertise several technical issues using this website, since I experienced to reload the
    web site many times previous to I could get it to load properly.
    I had been wondering if your web host is OK? Not that I am complaining, but sluggish loading instances times will sometimes
    affect your placement in google and can damage your quality score if ads and marketing with
    Adwords. Well I'm adding this RSS to my email and can look out for much more of your respective interesting content. Ensure that you update this again very soon.

    Feel free to visit my weblog; zitter.ca

    ReplyDelete
  5. Incredible points. Outstanding arguments. Keep up the great
    effort.

    Feel free to surf to my webpage; party poker bonus code reload

    ReplyDelete
  6. whoah this blog is magnificent i like reading your articles.
    Stay up the good work! You know, a lot of individuals are searching around
    for this information, you could help them greatly.


    My web page; party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  7. WOW just what I was searching for. Came here by searching for free poker
    bankroll

    My blog post: no deposit poker

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი