არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა'' სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის შემოტანასა და რეგიონებში გავრცელებას აპროტესტებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სათესლე მასალა დამუშავებულია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსტროს ინიციატივით, ს.ს. ,,სოფლის მეურნეობის კორპორაციამ'' გასულ წელს სიმინდის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა დაიწყო.
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში დარეგისტრირება შესაძლებელია საკონსულტაციო ცხელი ხაზის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ან სარეგისტრაციო ფორმის შევსების მეშვეობით.
სიმინდის თესლის შეძენის მსურველთა რეგისტრაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბობენ უკვე დასრულდა. ,,შევხვდით სოფლის რწმუნებულებს და ახალი პროგრამა გავაცანით, გარდა ამისა ყველა სოფელში ფლაერები გავაკარით. ვისაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა მათ სპეციალური ფორმები შეავსეს, რომელიც სამინისტროში უკვე მესამედ ჩავიტანეთ'',-ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ალექსანდრე კოსტანიშვილი.
სიმინდის თესლის ყიდვის შესახებ განცხადება ამ დრომდე მხოლოდ 80 ოჯახმა დაწერა. როგორც ალექსანდრე კოსტანიშვილი ამბობს განცხადებები დაგვიანებითაც მოდის, თუმცა რამდენად დააკმაყოფილებენ მათ მოთხოვნას ჯერ-ჯერობით უცნობია: ,,რეგისტრაცია დამთავრდა, თუმცა რამდენიმე განცხადება კიდევ მოვიდა. ფორმებს სამინსტროში ჩავიტანთ და თვითონ გადაწყვეტენ დააკმაყოფილონ თუ არა მათი მოთხოვნა''.
სოფლის მეურნეობის სამინსტრო ჰიბრიდული სიმინდის თესლს, ახალციხის მუნიციპალიტეტს გადასცემს: ,,სამინსიტრო ჩვენ გადმოგვცემს საჭირო რაოდენობის სიმინდის თესლს. ფერმერები აქ მოვლენ და წაიღებენ მათთვის განკუთვნილ რაოდენობას. ერთი კილოგრამი სიმინდის ღირებულება 10 ლარია, ფერმერებს საშუალება ეძლევათ 6 თვის განმავლობაში დაფარონ თანხა'',-ამბობს ალექსანდრე კოსტანიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, გვალვაგამძლეობით და სრულყოფილი ხარისხიანი მარცვლით.
საქართველოს ,,მწვანეთა მოძრაობა'' კი ფიქრობს რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს უხარისხო, გენმოდიფიცირებულ სათესლე მასალა სთავაზობს, რომელიც დამუშავებულია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით. ,,ჩვენი ორგანიზაცია წინააღმდეგია საქართველოში კომპანია `პიონერის~ მიერ შემოტანილი სიმინდის თესლის მაისიური გავრცელების. ეს კომპანია გენმოდიფიცირებული თესლის წარმოებითაა ცნობილი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული სიმინდის თესლი გენმოდიფიცირებულია თუ რა'',-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მწვანეთ მოძრაობის''ბიო-მრავალფეროვნების პროექტების კოორდინატორი მარინა ჟორდანია.
მარინა ჟორდანიას თქმით, ასევე უცნობია გაიარა თუ არა აღნიშნულმა თესლმა გამოცდა, რამდენად ეფექტური და მისაღებია ზემოთაღნიშნული თესლი ჩვენი რეგიონისთვის: ,,სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ცნობილია, რომ ჰიბრიდული ჯიშები დაპირებულ ,,უხვ'' მოსავალს მხოლოდ პირველ წელს იძლევა, ისიც თუ უხვად გავაჯერებთ მომწოდებელი კომპანიის მიერ წარმეობული შხამ-ქიმიკატებით''.
ბიო-მრავალფეროვნების პროექტების კოორდინატორის განცხადებით საქართველოში ასეთი თესლის შემოტანა ბევრ საფრთხეს შეიცავს; ,,გადაშენდება ადგილობრივი ჯიშები, დაბინძურდება გარემო და გლეხი დამოკიდებული გახდება უცხოურ კომპანიაზე, რადაგნ თვითონ ვერ მიიღებს სათესლე მასალას, ამიტომ იძულებული იქნება ყოველ წელს შეიძინოს სათესლე მასალა’’.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებს შეიცავს და აქაც რუსულ კვალს ხედავს. სამინსიტროს ინფორმაციით, ამერიკული სიმინდის თესლის შემოტანას ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, ვინც პირადი ინტერესების გამო რუსული წარმოების გაურკვეველ ჰიბრიდებს იცავს.
რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე ახალციხეში და იზიარებენ თუ არა ,,მწვანეთა მოძრაობის'' მოსაზრებას ამის გასარკვევად ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტს პავლე გიქოშვილს მივმართეთ.
მისი თქმით სიმინდის ეს ჯიში სამცხე-ჯავახეთის კლიმატურ პირობებს მორგებულია.
,,ჩვენ უკვე მეოთხე წელიწადია ჰიბრიდული სიმინდის ჯიშს ფერმერებს ვთავაზობთ. ფერმერებს კარგი მოსავალიც აქვთ. არსებობს სხვადასხვა ვეგეტაციის გრძელი და მოკლე თესლი. 90 დღიანი ვეგეტაციის სიმინდი ჩვენთან ჩვეულებრივად მწიფდება'',- განმარტავს პავლე გიქოშვილი.
რაც შეეხება ქართული ჯიშის სიმინდის გადაშენებას, პავლე გიქოშვილი ამბობს რომ ეს შესაძლებელია, თუმცა გამოსავალიც არსებობს: ,,ნებისმიერ სიმინდს შეუძლია გადააშენოს სხვა ჯიშის სიმინდი, რადგან ეს კულტურა არის ჯვარედინად დამამტვერიანებელი და შესაძლებელია ერთმანეთი დაამტვერონ. მაგრამ თუ იზოლაციაში დაითესება, მინიმუმ 200-300 მეტრში, მაშინ ქართული სიმინდიც შენარჩუნდება''.
ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურში ამბობენ რომ ჰიბრიდული სიმინდის ჯიშზე მოთხოვნა დაბალია, თუმცა იმედოვნებენ რომ ინტერესი კულტურის მიმართ თანდათან გაიზრდება. აგრო- მაღაზია ,,ფერმერში''ერთი კგ. თესლი 15 ლარი ღირს. მისი მოსავლიანობა საშუალოდ 12 ტონაა, თუმცა სამცხე-ჯავახეთში ფერმერებმა წელს ცხრა ტონაზე მეტი ვერ მიიღეს.
მანანა სარაშვილი, ახალციხე

Thanks for sharing your info. I truly appreciate your efforts and
ReplyDeleteI will be waiting for your further post thanks once
again.
Here is my web-site; new playtech casino
Hello, after reading this remarkable piece of writing i am also delighted to share my familiarity here with mates.
ReplyDeleteReview my homepage; partypoker bonus code
I got this site from my buddy who informed me concerning this
ReplyDeleteweb site and at the moment this time I am visiting this website and
reading very informative articles at this time.
Look at my web-site :: party poker bonus code december 2013
Just want to say your article is as astounding. The clearness in your post is simply
ReplyDeletespectacular and i can assume you're an expert on this subject. Fine with your permission let me to grab your feed to keep updated with forthcoming post. Thanks a million and please continue the gratifying work.
My weblog; party poker bonus code no deposit
When I originally commented I clicked the "Notify me when new comments are added" checkbox and now
ReplyDeleteeach time a comment is added I get three e-mails with the same comment.
Is there any way you can remove people from that service?
Thanks!
Here is my web page Www.Zitter.ca
Hi, i read your blog from time to time and i own a similar one and i was just curious if
ReplyDeleteyou get a lot of spam comments? If so how do you
prevent it, any plugin or anything you can suggest? I get so much lately it's driving me crazy so any assistance is very much appreciated.
Feel free to surf to my web site: play Poker for Free
Touche. Great arguments. Keep up the good work.
ReplyDeletemy blog post http://www.Hummaa.com/
Excellent blog right here! Also your website so much up fast!
ReplyDeleteWhat host are you using? Can I am getting your associate hyperlink
on your host? I want my website loaded up as quickly as yours lol
Also visit my blog: casino onlines