ღარიბი შემოდგომა

წელს,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოსავლიანობამ 30-40% დაიკლო.
გვალვების გამო ახალქალქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საგრძნობლად დაზარალდა, მოსავლინობამ 30-40% დაიკლო, საქონელი დაავადდა, წველადობა კი თითქმის 50% შემცირდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სასოფლო-სამეურნეო რაიონია და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებით წლიდან წლამდე ოჯახებს უპრობლემოდ უნდა გაქონდეს თავი. თუმცა, წლევანდელი ძლიერი სიცხეების გამო ფერმერებმა ისეთი მოსავალი ვერ აიღეს, როგორსაც ელოდნენ.

,,რაიონში მოყვანილი ხორბლით, ანუ ფქვილით მოსახლეობის მოთხოვნილების უზრუნველვყოფას ვერ ვახერხებთ, განსაკუთრებით კი წელს, როცა ხორბლის მოსავალი ძალიან დაბალია. თუმცა, კარტოფილი, ხორცი, ყველი – საკმარისი გვაქვს’’, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების საკითხების სპეციალისტი ვალოდია იალოიანი.

წელს მუნიციპალიტეტში მოყვანილი პროდუქციის მონაცემები მოცემულია ცხრილში:
 

ხორბალი
ქერი
კომბოსტო
კარტოფილი
ჭარხალი
სტაფილო

დაითესა (ჰა)
3038.4
6164
8439
110.7
142.3
247.2

მოვიდა
(ტონა) 
7014.9
14645
123238
2080.4
3347
6846

სოფელ მაჯადიას რწმუნებული სურიკ ოვაკანიანი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრება შეუძლებელია.

,,წელს ყველა პროდუქტის მოსავალი მცირე იყო – შარშანდელი მოსავლის მეოთხედი თუ ავიღეთ. კარტოფილი, ხორბალი, ქერი – ძალიან ცოტაა. თუ ფულს ნათესავები რუსეთიდან არ გამოგვიგზავნიან, სოფლის მცხოვრებლები კარტოფილისა და სხვა პროდუქტების გაყიდვით თავს ვერ გაიტანენ’’, - ამბობს იგი.

სლავიკ ჰარუთიუნიანმა სამი ტონა კარტოფილი მოიყვანა, კილოგრამი 60 თეთრად გაყიდა. გასულ წელს კი 10 ტონა აიღო და კილოგრამი 35 თეთრად გაყიდა.

,,კარტოფილი ძვირია, მაგრამ ჯობდა იაფი ყოფილიყო და იმდენი მოსავალი მიმეღო, რაც შარშან ავიღე. შიმშილით ნამდვილად არ მოვკვდები, დღეს ვისაც მიწა აქვს, შიმშილობა არავის მოუწევს, აი, ქალაქში რას იზამენ არ ვიცი. მაგრამ თუ ექიმთან წასვლა, ოპერაცია ან რაიმე მსხვილი ნივთის შეძენა დაგჭირდა, ძროხა ან ოქრო უნდა გაყიდო, თუ გაქვს რასაკვირველია, ან ნათესავებს და ან მეზობლებს უნდა ესესხო ან კრედიტი უნდა აიღო’’, - ამბობს სოფელ ორჯას მცხოვრები სლავიკ ჰარუთიუნიანი.

მიშა მელტონიანი სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგეა. იგი მიიჩნევს, რომ ძირითადი პრობლემა საწვავია.

,,თუ უცხოეთიდან არ დაგვეხმარნენ, ძალიან გაგვიძნელდება. ყველაზე რთული საწვავის თემაა. საწვავის ფული მაინც რომ გამოგვიგზავნონ, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება’’, - ამბობს მიშა მელტონიანი.

გაგიკ მკრტჩიანი ოჯახს ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე ინახავს და მიიჩნევს, რომ ეს ყველას შეუძლია.

,,სკოლაში ხელფასს ვიღებ, დედა პენსიონერია, კარტოფილი მომყავს და ხორცს ვყიდი. მე არავინ არ მეხმარება, მაგრამ თავი გაგვაქვს’’, - ამბობს გაგიკ მკრტჩიანი.

სიცხეებმა არა მარტო მოსავალი, არამედ მეცხოველეობვაც დააზარალა. ბევრ სოფელში შინაური პირუტყვი სიცხის გამო თურქულით დაავადდა.

,,წელს შარშანდელი მოსავლის 30% ავიღეთ. აცრები არ კეთდება და საქონელს თურქული შეეყარა, წველადობა შემცირდა. სახელმწიფოსგან დახმარებას ველოდებით’’, - ამბობს სოფელ ბარალეთის მკვიდრი ვარუჟან ჩტჩიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების საკითხების სპეციალისტის ვალოდია იაილოიანის განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან გვალვის მიერ მიყენებული ზარალისთვის დახმარებას არ უნდა ელოდონ.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი