საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მაღალ დონეზე და თავდადებით შესრულებისათვის მეგზევეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
რამაზ ნიკოლაიშვილმა კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტია, რაც აქამდე საქართველოში განხორციელებულა და მისი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულება გზის მშენებლების მხრიდან მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა გახლდათ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი