15-17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სომეხი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევართა გამოფენა გაიმართა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიანე ხაჩატურიანის ტილოებთან ერთად ცნობილი ფოტოგრაფების იური მეჩითოვისა და ალექსანდრე სააკოვის გადაღებული მისი ფოტოპორტრეტებიც იყო გამოფენილი.
მხატვარი გაიანე ლევონის ასული ხაჩატურიანი (1942-2009) თბილისში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქვე გაატარა. იგი დაახლოებით 700 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ავტორია. გაიანეს დიდი მეგობარი და მისი მხარში მდგომი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. იგი გაიანე ხაჩატურიანს XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად მიიჩნევდა.
დღეს მხატვრის ტილოები პრესტიჟულ გალერეებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს იტალიაში, ჰოლანდიაში, საქართველოში, საფრანგეთში, სომხეთში, რუსეთში, ისრაელში, ავსტრიაში, აშშ-სა და მრავალ სხვა ქვეყანაში.
სომეხი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა მოაწყო.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი