საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს, ამისთვის 2011 წლიდან ახალი კანონი ამოქმედდება.
“მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო მოქნილად მივუდგეთ და ასეთ მიწებზე გადასახადი დავაწესოთ. თუ ისეთი სულელი აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუმუშავებელ მიწაში გადასახადები იხადოს, მისი საქმეა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება ყოველწლიურად ძვირდება. გლეხების თქმით, მიღებული მოსავალი ხარჯს ვერ ანაზღაურებს, ამიტომ, იძულებული არიან ფართობი დაუმუშავებელი დატოვონ ან გაყიდონ.
“საწვავი ძვირია, ტექნიკას ვქირაობთ. ამას ემატება სათესლე და საწამლი მასალების ხარჯიც. არც ხარებით დამუშავებაა გამოსავალი, ხარებით მოხვნა ძნელია. ამიტომაა, რომ მიწების მხოლოდ მცირე ნაწილს ვამუშავებთ”, - ამბობს სოფელ ბოლაჯურის მკვიდრი ვასო სარიშვილი.
განსხვავებული მოსაზრება აქვს სოფელ ხევაშენში მცხოვრებ ბესიკ გორგოძეს. მისი თქმით, სოფელში თუ ცხოვრობ, მიწებიც უნდა გქონდეს და მათი დამუშავებაც უნდა შეგეძლოს: “მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მიწები უმოსავლო გახდა, მაინც ყოველ წელს მთლიანად ვამუშავებ. მთელი ოჯახი ვართ ჩართული. გავყიდი საქონელს და იმის ფულით რაც მჭირდება, ყველაფერს ვიყიდი”.
გლეხების ნაწილი ვარაუდობს, რომ
საწვავის ფასი არ დაიკლებს და, შესაბამისად, მიწების ნაწილი მომავალ წელსაც დაუმუშავებელი დარჩება.
“რატომ უნდა გადავიხადო ჯარიმა?! ამის ფული რომ მქონდეს, მიწებს დავამუშავებდი. სანამ კანონს აამოქმედებენ, დაგვეხმარონ, ხელი შეგვიწყონ, რომ შევძლოთ საკუთარი მიწების მოვლა და მერე გადაგვახდევინონ ჯარიმა”, - ამბობს იური გაბაძე.
კიდევ ერთი მიზეზი, რის
გამოც გლეხები მიწების დამუშავებისგან თავს იკავებენ, სარწყავი წყლის უქონლობაა.
“ერთი საათით რომ მოვრწყოთ, დაახლოებით 60-70 ლარი გვინდა. გამოდის, რომ ყველაფერთან ერთად, წყალიც უნდა ვიყიდოთ”, - ამბობს გოგი ხახიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ირწმუნებიან რომ სოფლებში მექანიზაციისა და მორწყვის პრობლემა მინიმუმის დონეზეა.
სამცხე-ჯავახეთში სახნავ-სათესი ფართობი 396 ათასი ჰექტრით განისაზღვრება. აქედან 77 636 ჰექტარი სახნავი ტერიტორიაა, ხოლო 3 008 ჰექტარზე მრავალწლიანი ნარგავებია გაშენებული. მიმდინარე წელს დასამუშავებელი სახნავი-სათესი ფართობის 59,6 პროცენტი - 44 492 ჰექტარი დარჩა.
2010 წლის მონაცემები:
დათესილი კულტურა
|
ფართობი (ჰექტარი)
|
საშემოდგომო ხორბალი
|
403
|
საგაზაფხულო ხორბალი
|
1000
|
საგაზაფხულო ქერი
|
15 540
|
შვრია
|
465
|
სიმინდი
|
3050
|
ლობიო
|
153
|
ბოსტნეული
|
855
|
კარტოფილი
|
11 670
|
რაც
შეეხება მექანიზაციას, სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 27 ტრაქტორი, 15 გუთანი, 10 სათიბელა, 10 ფრეზი, 2 კულტივატორი, 2 გამაფხვიერებლი და 5 მისაბმელია. ამდენად, გლეხებს ტექნიკის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
მუნიციპალი-ტეტი
|
ტრაქტორი
|
გუთანი
|
სათიბელა
|
ფრეზი
|
მისაბმელი
|
გამაფხვიე-რებელი
|
კულტივატორი
|
ახალციხე
|
4
|
3
|
2
|
1
|
1
|
0
|
1
|
ადიგენი
|
4
|
2
|
2
|
2
|
1
|
0
|
0
|
ასპინძა
|
4
|
2
|
2
|
2
|
1
|
2
|
0
|
ახალქალაქი
|
6
|
2
|
2
|
2
|
1
|
1
|
|
ნინოწმინდა
|
5
|
3
|
2
|
2
|
1
|
0
|
0
|
ბორჯომი
|
4
|
3
|
0
|
1
|
0
|
0
|
0
|
თუმცა, გლეხები ამბობენ, რომ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემული ტექნიკით ვერ სარგებლობენ.
“სოფლებში არ არის საკმარისი ტექნიკა, რიგში ვდგავართ, რიგიც ან მოგვიწევს ან არა”, - ამბობს ვასო სარიშვილი.
გლეხები ამბობენ, რომ
დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა რომ შემცირდეს, რამდენიმე პრობლემის მოგვარებაა საჭირო. ჯარიმების შემოღება პრობლემას ვერ მოაგვარებს და სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის, საწვავის ფასის დარეგულირებისა და საკმარისი ტექნიკის გარდა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა კარგი გასაღების ბაზარია.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი