მესროპ მაშტოცის ძეგლის გახსნა

20 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრში, კულტურის სახლთან, სომხური ანბანის შემქმნელის მესროპ მაშტოცის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია ჩატარდა.

ძეგლის საზეიმო გახსნაზე სტუმრები სომხეთიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რუსეთიდან ჩამოვიდნენ.

მესროპ მაშტოცის ძეგლის ავტორები მამა-შვილი სურენ და სასუნ მარტიროსიანები არიან. ისინი ძეგლის შექმნაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

მესროპ მაშტოცის ძეგლი ახალქალაქში რიგით 23-ე ძეგლია.

2011 წელს მესროპ მაშტოცის 1650 წლის იუბილეა. ძეგლის დადგმის იდეა მოსკოველ ბიზნესმენს აშოტ ტაშჩიანს ეკუთვნის, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა.
 

,,ჯავახეთის მკვიდრნო, გახსოვდეთ, ჯავახეთი სომხეთსა და საქართველოს შორის გადებული ხიდია და თუ ხიდის რომელიმე ფრთა დასუსტდება, ჯავახეთიც დასუსტდება'', - თქვა ტრიბუნაზე გამოსვლისას აშოტ ტაშჩიანმა.

საზოგადოების წინაშე ასევე გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, გაზეთ ,,ვრასტან''-ის მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი, სომხეთის დიასპორის მინისტრის მრჩეველი არტან მოვსისიანი და სხვა სტუმრები.

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი