მიუწვდომელი ტრაქტორები. |
2004 წლის შემდეგ საქართველოში 900 ტრაქტორი და 31 კომბაინი შემოვიდა, თუმცა როგორც გლეხები ამბობენ ეს ზღვაში წვეთია. უმრავლესობა მიწებს ისევ ხარებით ამუშავებს, რადგან ტრაქტორების დიდი ნაწილი გლეხებისთვის მიუწვდომელია.
სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 27 ტრაქტორი, 15 გუთანი, 10 სათიბელა, 10 ფრეზი, 2 კულტივატორი, 2 გამაფხვიერებელი და 5 მისაბმელია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა და შეიქმნა ამხანაგობები რომელიც აღნიშნულ ტექნიკას განკარგავს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 სოფელი შედის და ამ სოფლებს მხოლოდ 4 ტრაქტორი, 3 გუთანი, 2 სათიბელა, 1 ფრეზი, 1 მისაბმელი და 1 კულტივატორი ემსახურება.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მექანიზაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში დამატებით 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა ჩამოვიდა.
ახალ ტექნიკას შპს `მექანიზატორი~ განკარგავს, რომელსაც რეგიონული ოფისი თითქმის ყველა რეგიონში აქვს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.
შპს `მექანიზატორს~ ახალციხეში 10 ტრაქტორი ჰყავს თავისი აგრეგატებით, აქედან 6 ახალქალაქს ეკუთვნის.
სამცხე-ჯავახეთში, სახნავ-სათესი ფართობი 396 ათასი ჰექტარით განისაზღვრება. აქედან 77 636 ჰექტარი სახნავი ტერიტორიაა, ხოლო 3008 ჰექტარზე მრავალწლიანი ნარგავებია გაშენებული. მიმდინარე წელს დასამუშავებელი სახნავ-სათესი ფართობის 59,6 პროცენტი, ანუ 46 271 ჰექტარი დარჩა.
გლეხები მიწების დამუშავებას სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ახერხებენ. მათი თქმით, მიღებული მოსავალი ხარჯს ვერ ანაზღაურებს, ამიტომ იძულებული არიან ფართობი დაუმუშავებელი დატოვონ.
მთავარი პრობლემა სოფლის მოსახლეობისთვის ტექნიკის უქონლობაა. მათი თქმით, ტრაქტორების დიდი ნაწილი გლეხებისთვის მიუწვდომელია, რის გამოც მიწის დამუშავება უგვიანდებათ და იძულებულები არიან, მიწა ხარით დაამუშაონ.
`სოფელში უმრავლესობა მიწას ისევ ხარებით ან ხელის ტრაქტორით ამუშავებს, უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორის ქირაობა~, - ამბობს სოფელი ფერსის მკვიდრი, ლენა მიგრიაული.
ვისაც ტრაქტორის ქირაობის საშუალება აქვს, ურჩევნია ტრაქტორი თანასოფლელისგან, ან მეზობელი სოფლიდან იქირაოს.
`ამხანაგობიდან ტრაქტორის ქირაობა ძვირი ჯდება. მეზობლისგან რომ ვქირაობ, ერთ ლარსაც არ ვიხდი ერთი მიასედის მოხვნაში. პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით კი ერთ მიასედის მოხვნა 1, 60 თეთრი ჯდება. ტრაქტორი ხან არ მოდის, ან ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღით იგვიანებს~, - ამბობს ლენა მიგრიაული.
ნაჩუქარი ტრაქტორი არც სოფელ ზიკილიაში მცხოვრებ მანანა გელაშვილის ოჯახს გამოუყენებია, ამბობს, რომ საწვავს თვითონ ყიდულობს, ტრაქტორს კი მეზობლისგან იაფად ქირაობს: `ყოველთვის თანასოფლელისგან ვქირაობ ტრაქტორს. პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორით არასოდეს მისარგებლია. როგორც ვიცი, სოფელში ამ ტრაქტორებს არავინ იყენებს, ძვირია ქირაობა და ამიტომ~.
სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები გოგი სისაური ამბობს, რომ ტრაქტორით ნაკვეთის მოხვნის, თუ სხვა სახის მომსახურების ღირებულება ამხანაგობების ხელმძღვანელების მიერაა დადგენილი: `როგორც ვიცი, პრეზიდენტს ტრაქტორებისთვის გამოყოფილი აქვს საწვავი შედარებით იაფ ფასებში, მაგრამ ადგილობრივები, რომლებიც ამხანაგობებს ხელმძღვანელობენ, საკუთარი ინიციატივით უმატებენ ფასებს~.
გარდა იმისა, რომ ტექნიკის ქირაობა ძვირი ჯდება, გლეხები ამბობენ, რომ სოფლებისთვის გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი საკმარისი არ არის.
`ყველას დროულად უნდა რომ დაამუშაოს მიწები, მაგრამ ეს ოთხი ტრაქტორი ამის საშუალებას არ გვაძლევს. რიგში დგომა გვიწევს, ამასობაში ამინდიც ირევა~,-ამბობს გოგი სისაური.
.ამხანაგობა `იმედის~ წევრის, გიორგი გედევანიძის თქმით, ერთი მეასედის მოხვნა 1,60 თეთრი, ერთი ჰექტარის დამუშავება კი 160 ლარი ჯდება: `ვფიქრობ, რომ დადგენილი თანხა ძვირია. გლეხებს უჭირთ გადახდა, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე და შესაძლებელია ერთი მეასედის დამუშავება 1,30 ან 1,40 თეთრამდე შემცირდეს~.

მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი