კითხვები ტუბსაავადმყოფოს ირგვლივ

 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო  - დარღვევებს გამოძიება გამოავლენს.
აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს თანამშრომლის დაკავება და დირექტორის იძულებითი თუ კუთვნილი შვებულება; ბუნდოვანი სიტუაცია აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მნე ნოდარ ბოჩიკაშვილი დააკავა. ამავე საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ტარიელ ენდელაძე კუთვნილ შვებულებაშია, თუმცა, მის შემცვლელს თანამშრომლები უკვე ელოდებიან.

მხარეები ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობენ

შეიცვლება თუ არა საარჩევნო კოდექსი, მომავალ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი შეთავაზება და ხელისუფლების პასუხი.

ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნის მიზნით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დაიწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული ყველა პოლიტიკური ძალა 10 ნოემბერს პარლამენტში მიიწვია და განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სათანადო გარემო უნდა შეიქმნას. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო გარემოზე ფიქრი რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა რვა ოპოზიციურმა პარტიამ 4 ოქტომბერს შეიმუშავა.

ახალი გზის ორი მხარე

 ახალმა გზამ სოფლის სიღატაკე უფრო თვალსაჩინო გახადა.
თურქეთის საზღვრამდე მიმავალი გზის მშენებლობის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაერთი მოსახლე იძულებული გახდა, მიწის ნაკვეთები, ზოგს კი სახლი გაეყიდა. მოსახლეობამ კომპენსაცია მიიღო, მაგრამ კარწახში ჩასულებმა კომპენსაციით კმაყოფილი ვერავინ ვიპოვეთ.

ახაქალაქი-კარწახის ავტომაგისტრალის მშენებლობისას სახელმწიფომ მოსახლეობის ის მიწები შეიძინა, რომლებზეც მაგისტრალს უნდა გაევლო. გზის მშენებლობის დროს სახელმწიფომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების  - ვაჩიანის, სულდას, ბოზალუს, დადეშისა და კარწახის მცხოვრებთა მიწები და სახლები შეიძინა.

კიდევ ერთი განუხორციელებელი პროექტი

2008 წელს დაწყებული ,,100 ახალი საწარმოს'' პროექტის ფარგლებში გადამამუშავებელი საწარმოები მხოლოდ რამდენიმე რეგიონში გაიხსნა. აგროპროექტები სამცხე-ჯავახეთშიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივად უნდა განეხორციელებინა. მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ,,100 ახალი საწარმოს'' პროექტის განხორციელება, არა მხოლოდ აგრარულ სექტორში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, არამედ საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტასაც შეუწყობდა ხელს. 2008 წელს ყვარლის რაიონში ჩატარებული მთავრობის სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ პროექტზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აგროპროექტების განხორციელება რეგიონებში.

მზადება ავტორიზაციისთვის

ავტორიზაციის გავლა კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღება ეკრძალებათ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არლის მცხოვრები თამარ კაჭკაჭაშვილი, შპს სასწავლო უნივერსიტეტი ,,მესხეთის''  სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ფარმაცევტის სპეციალობას ეუფლება და სწავლის ქირას წელიწადში ათას ლარს იხდის. თამარი ამბობს, რომ მას და მის მეგობრებს გაუმართლათ, რადგან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბაკალავრის სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ: ,,ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ვინც ჩააბარებს, იმას დიპლომს აღარ მისცემენ''. 

მესროპ მაშტოცის ძეგლის გახსნა

20 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრში, კულტურის სახლთან, სომხური ანბანის შემქმნელის მესროპ მაშტოცის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია ჩატარდა.

ძეგლის საზეიმო გახსნაზე სტუმრები სომხეთიდან, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რუსეთიდან ჩამოვიდნენ.

მესროპ მაშტოცის ძეგლის ავტორები მამა-შვილი სურენ და სასუნ მარტიროსიანები არიან. ისინი ძეგლის შექმნაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ჟურნალისტური მისია სამცხე-ჯავახეთში

 19-22 ნოემბერს რვა ჟურნალისტი, საქართველოს მასმედიის სხვადასხვა საშუალებებიდან, ,,გოუ ჯგუფის” ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყოფას, მოსახლეობასა და პრობლემებს გაეცნო.

ჟურნალისტები,  ,,გოუ ჯგუფის” დირექტორთან და მთავარ რედაქტორთან მარგარიტა ახვლედიანთან ერთად ქალაქ ნინოწმინდაში სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი ახლადგახსნილი გზით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი ჟურნალისტებისთვის რეგიონის გაცნობა იყო.

ფესტივალი დასრულდა


რა ხარჯი გაიწია 11 თეატრის მასპინძლობისთვის და რამდენ ხანს გაათბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიდან შემოსული თანხა. 


ფესტივალი, რომელიც ლოზუნგით – ,,გავათბოთ მესხეთის თეატრი'' 10-დან 21-ნოემბრამდე მიმდინარეობდა, დასრულდა. თავისუფალი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებზე დასასწრები ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა.

ახალი წესები მძღოლებისთვის

საქართველოს  ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შესული ცვლილებები 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. 

საქართველოს ქალაქის და სოფლის შიდა გზებზე საავტომობილო მოძრაობისას ღვედების შეკვრის ვალდებულება პარლამენტმა საბოლოოდ – მესამე მოსმენით დაამტკიცა.
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შეტანილი ცვლილების თანახმად, მძღოლმა უსაფრთხოების ღვედი ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე უნდა შეიკრას. გარდა ამისა, ღვედის გამოყენება სავალდებულო იქნება მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაც. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. 

ნაცრისფერი სოფელი

სოფელი, სადაც წლის ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა; ამორტიზებული გზა, რომელზეც წელს 12 ათასი ლარი დაიხარჯა; მოსწავლეები ახალი სკოლის მოლოდინში და ადგილობრივების მძიმე ყოფა. 


სოფელი სამსარი ახალქალაქიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული. ვიცით, რომ სოფელი მთებში მდებარეობს და ვიდრე ავალთ, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უნდა გავიაროთ. ,,თბილად ჩაიცვით, ახლა იქ თოვლი იქნება, შეიძლება ვერც ახვიდეთ'', - უკვე ,,მარშუტკაში'' მსხდომებს გვაფრთხილებს იმ სასტუმროს დიასახლისი, სადაც ჟურნალისტური მისიის მონაწილეები ვცხოვრობთ. 

ვაჭრობა ქუჩაში

ფოტოამბები ახალქალაქის ქუჩებიდან

ახალქალაქის ბაზარში ხორცი ღია ცის ქვეშ, ყვავილების, ხილის და სხვა უამრავი პროდუქტის გვერდით იყიდება. გამყიდველი გვარწმუნებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, რადგან არც მტვერია ირგვლივ და არც ბუზები არიან (?!). როგორც ჩანს, ეს ამბავი არც
მყიდველებს აწუხებთ, იმიტომ რომ მოდიან და უპრობლემოდ ყიდულობენ და არც სანიტარიის სამსახურს. 
აქვე იყიდება თევზიც. 


გვერდიგვერდ აწყვია ხილი და თევზი, ისევ ღია ცის ქვეშ, მტვერში. 

როგორც ჩანს, აქ გარევაჭრობაც არავის აწუხებს. ტროტუარებზე გავლა შეუძლებელია. 




ტროტუარებს მხოლოდ სავაჭრო დახლები არ ავიწროვებს. მთელ ქალაქში ყველა სახლსა და შენობას ტროტუარიდან აქვს მიშენებული კიბე. ამ ადგილებში იძულებული ხარ ტრასაზე იარო.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი

ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზა გაიხსნა

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზის ოფიციალური გახსნისთვის ჯავახეთს ეწვია.

მიხეილ სააკაშვილი ახალი, 224 კილომეტრიანი გზით ჩამოვიდა, რომლითაც დედაქალაქიდან ქვეყნის სამხრეთ რეგიონამდე ჩასვლა 2,5 საათში შეიძლება, ნაცვლად ხუთი საათისა. გზის მშენებლობაზე 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პროექტი აშშ-ის მთავრობისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის'' ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა. მშენებლობას ორი წელი დასჭირდა. გზის სიგრძე 224 კილომეტრია — ერთკილომეტრიანი მონაკვეთი საშუალოდ 933 ათასი დოლარი დაჯდა.

მეგზევეების დაჯილდოვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მაღალ დონეზე და თავდადებით  შესრულებისათვის მეგზევეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

რამაზ ნიკოლაიშვილმა კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტია, რაც აქამდე საქართველოში განხორციელებულა და მისი  საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შესრულება  გზის მშენებლების მხრიდან მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა გახლდათ. 



რკინიგზის კარწახის მონაკვეთზე მუშაობა კვლავ შეჩერებულია

თურქული კომპანია ,,POLAT''- ი მიმდინარე წლის აგვისტოდან 15 ნოემბრამდე საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე, სოფელ კარწახთან, რკინიგზის გაყვანისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის კარწახის მონაკვეთზე მუშაობა წელს უკვე შეწყვეტილია. მოსამზადებელ სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია ,,POLAT''-ი ატარებს. მუშაობა მუსლიმანური დღესასწაულის ყურბანის მიზეზითაა შეწყვეტილი, რომელიც, შვიდი დღე გრძელდება, თუმცა კომპანიის თანამშრომელთა თქმით, სამუშაოები მხოლოდ მომავალი წლის აპრილში განახლდება.

ბიუჯეტის განხილვამდე

მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. მოსაზრებები და პრიორიტეტები  2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ირგვლივ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ერთ თვეში დამტკიცდება. პრიორიტეტებიდან გზა და წყალი კვლავ უცვლელია. უცვლელია მოსახლეობის ინდიფერენტული დამოკიდებულება ბიუჯეტის განხილვის პროცესის მიმართ და მათი განწყობაც – ,,ჩვენ ვერაფერს შევცვლით''.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

15-17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სომეხი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევართა გამოფენა გაიმართა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიანე ხაჩატურიანის ტილოებთან ერთად ცნობილი ფოტოგრაფების იური მეჩითოვისა და ალექსანდრე სააკოვის გადაღებული მისი ფოტოპორტრეტებიც იყო გამოფენილი.
 

მხატვარი გაიანე ლევონის ასული ხაჩატურიანი (1942-2009) თბილისში დაიბადა და მთელი ცხოვრება იქვე გაატარა. იგი დაახლოებით 700 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის ავტორია. გაიანეს დიდი მეგობარი და მისი მხარში მდგომი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ცნობილი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. იგი გაიანე ხაჩატურიანს XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად მიიჩნევდა.
დღეს მხატვრის ტილოები პრესტიჟულ გალერეებსა და კერძო კოლექციებს ამშვენებს იტალიაში, ჰოლანდიაში, საქართველოში, საფრანგეთში, სომხეთში, რუსეთში, ისრაელში, ავსტრიაში, აშშ-სა და მრავალ სხვა ქვეყანაში. 
სომეხი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა მოაწყო.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი



მაძიებელთა პროგრამა დაიწყო

მაძიებელ-მენტორთა პროგრამა დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტში 16 მაძიებლობის მსურველიდან 13 შეირჩა: ცხრა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ორ-ორი კი ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. 

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, მაძიებლობაზე განაცხადი 16-მა დამწყებმა პედაგოგმა შეიტანა. ამათგან, ერთს უარი ეთქვა იმის გამო, რომ ამ პერიოდში ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო მუშაობა. მაძიებლობის დებულების თანახმად კი მაძიებლობა და მუშაობა ერთდროულად დაუშვებელია. ორისთვის კი ვერ მოინახა მენტორი მასწავლებელი, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, მენტორი მასწავლებელი არ შეირჩა გერმანულსა და რუსულ ენებში.

მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს აპროტესტებენ

საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გრძელდება. მოსწავლეები საატესტატო გამოცდების შემოღებას და რვა საგანში გამოცდის ჩაბარებას აპროტესტებენ. 

2011 წელს საქართველოში პირველად საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის  სისტემით ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ბავშვის ცოდნას უფრო ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებს. ატესტატის მისაღებად მეთორმეტე კლასის მოსწავლეს რვა გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ყველა გამოცდა კომპიუტერული სისტემით ჩატარდება.

სასწრაფო დახმარება შესაძლებელია ფასიანი გახდეს

უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება შესაძლოა ფასიანი გახდეს.  სიახლე ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შევა.

უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება საქართველოში 2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფო ამ მიმართულებით პოლიტიკას არ შეცვლის, თუმცა როგორც ოპოზიციური პარტიის ნაწილი ამტკიცებს, იანვრიდან სასწრაფო დახმარების გამოძახება ფასიანი ხდება.

,,ვარდების რევოლუციის” მეშვიდე წლისთავი

2003 წლის ნოემბერში ქვეყანაში მოსახლეობის მშვიდობიანი გამოსვლების სერიას 23 ნოემბერს პრეზიდენტის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.


,,შვიდი წლის წინ, ოთხი ნოემბრის დღიდან, როცა უკვე პირველი დემონსტრაცია ჩატარდა თბილისში და ხალხი აზვირთდა, ტელევიზორს აღარ მოვმწყდარვარ. 23 ნოემბრამდე გულის კანკალი მქონდა ატეხილი”, - იხსენებს შვიდი წლის წინანდელ ამბებს პენსიონერი თამარ მაჩიტიძე.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მოსწავლეების მონაწილეობით

იმიტირებული სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
17 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

საქართველოს პროკურატურა პროექტს  ,,საზოგადოებრივი პროკურატურა’’  მეორე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნის პრობლემების გათვალისწინება და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.

გენდერული თანასწორობა ანუ ,,კავკასიური მენტალიტეტი''


რამდენმა ახალქალაქელმა ქალბატონმა იცის თავისი უფლებები? ვინ არის სახლში უფროსი? როგორია მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალის ცხოვრება და რას ფიქრობენ ისინი?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოჯახებში, ტრადიციულად, ქალების ფუნქციები და როლი მკაცრად განსაზღვრულია. ქალთა და მამაკაცთა უფლებები მკვეთრად განსხვავდება. მათი სოციალური როლი განსაზღვრულია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საზოგადოებასა და პოლიტიკაშიც.

,,ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობიდან იწყება’’

საარჩევნო პლაკატების ნარჩენებშერჩენილი ქალაქი.
საარჩევნო პლაკატების ნარჩენებშერჩენილი ქალაქი და ოპოზიციური პარტიების დაკეტილი ოფისები; წინასაარჩევნოდ გამოცოცხლებული პოლიტიკური ცხოვრება ისევ ჩაკვდა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ხუთი თვე გავიდა. ,,ცხელი პოლიტიკური პერიოდიდან’’  ქალაქს ახლა მხოლოდ მაღაზიების ვიტრინებზე, კედლებსა და ბილბორდებზე მოფრიალე ფერდაკარგული პლაკატები შემორჩა, ისიც უმეტესად მხოლოდ ერთი, მმართველი გუნდის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის ინფორმაციით, 2010 წლის 30 მაისს გამართულ არჩევნებში 17 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. ამათგან, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის მხოლოდ ხუთი პარტია იბრძოდა: ,,ალიანსი საქართველოსთვის’’, პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაცონალური მოძრაობა’’, ,,ეროვნული საბჭო’’, ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება’’ და ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია.’’

ქართული მხარის ვიზიტი ერევანში

რვა ნოემბერს, ერევანში, ერთდღიანი ვიზიტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი იმყოფებოდა. ქართული მხარე სომხეთის სახელმწიფო ხარჯების კომიტეტის ხელმძღვანელს გაგიკ ხაჩატრიანს შეხვდა. შეხვედრისას საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვისა და საბაჟოზე ევროსტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს. ორივე მხარემ საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შეკვეცის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც საბაჟო საკონტროლო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ხელშეკრულებას მოამზადებს და ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებს დააზუსტებს.

 

,,ხიდჩატეხილობა”

საცალფეხო ხიდი სწორედ ამ ადგილზე უნდა გაკეთდეს.
 მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდის აღდგენას თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის მოსახლეობა უკვე წლებია, ითხოვს. 

მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდი 1980 წელს გაკეთდა. ხიდის მშენებლობა თამარაშვილის 57 ნომერში ეგრეთწოდებული `ივერიის ბინის~ მცხოვრებლებმა ითავეს. სანამ ხიდს ადიდებული მდინარე წაიღებდა მანამდე ხიდით თამარაშვილის, ასპინძის, სააკაძის, ხაშურის, მარჯანიშვილის და ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები ყოველდღე სარგებლობდნენ.

,,უპატრონო სოფელი”

სოფელი კლდე-წნისის დამაკავშირებელი მოხრეშილი გზა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გაკეთდა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” კი არა, აქ ენაზე კბილის დაჭერის პროგრამა მუშაობს”, - მითხრეს სოფელ კლდეში

არც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე” და არც ამ პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილ თანხებზე მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს. საქელეხე სპორტდარბაზი და აღშფოთებული ადგილობრივები.


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში 356 კომლი და 979 სული ცხოვრობს. სოფელი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს, ამიტომაც მათთვის პრიორიტეტული სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებაა.

,,ზაფხულზე სასმელი წყალი თითქმის არ გვქონდა, ნეტა ამ პრობლემას მოაგვარებდნენ”, - ამბობს ანერი კუპრაძე.

ღარიბი შემოდგომა

წელს,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოსავლიანობამ 30-40% დაიკლო.
გვალვების გამო ახალქალქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საგრძნობლად დაზარალდა, მოსავლინობამ 30-40% დაიკლო, საქონელი დაავადდა, წველადობა კი თითქმის 50% შემცირდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სასოფლო-სამეურნეო რაიონია და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებით წლიდან წლამდე ოჯახებს უპრობლემოდ უნდა გაქონდეს თავი. თუმცა, წლევანდელი ძლიერი სიცხეების გამო ფერმერებმა ისეთი მოსავალი ვერ აიღეს, როგორსაც ელოდნენ.

სკოლები თანხებს ელოდებიან, მოსწავლეები გათბობას

ახალციხის მუნიციპალიტეტის 33 საჯარო სკოლა საწვავი შეშის შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას ელოდება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ზამთრისთვის საჭირო საწვავი შეშის მარაგი მხოლოდ რამდენიმე სკოლამ შეიძინა. ეს ის ხუთი სკოლაა, რომელთაც დეფიციტიური ბიუჯეტი არ აქვთ.

მუნიციპალიტეტის სკოლების უმრავლესობა დეფიციტურია და ყოველთვიურად დანაკლისის შევსებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ელოდება. სამინისტროსგან უნდა მიიღონ თანხა საწვავი შეშის შესაძენადაც. ამ სკოლების ნაწილი ამ ეტაპზე საკლასო ოთახებს გასული წლიდან შემორჩენილი შეშით ათბობს. არის ისეთი სკოლებიც, სადაც ჯერ ღუმელები არ დაუდგამთ და გაკვეთილები ცივ საკლასო ოთახებში ტარდება.

ეროვნული დრამატურგია მესხეთის სცენაზე

 ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის პირველი დღე.
მესხეთის სახლემწიფო დრამატულ თეატრში 10 ნოემბერს ოთხი წლის წინ დაპირებული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალი თვისუფალი თეატრის სპექტაკლით - ,,მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!” გაიხსნა. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი, ფესტივალის იდეის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ფესტივალის გახსნის დღე სწორედ მის იუბილეს დაემთხვა:
,,უკეთეს დაბადების დღეს ვერ ვინატრებდი. ძალიან მიყვარს მესხეთის თეატრი. ბევრჯერ მითამაშია და ამ სცენაზე არაერთი წარმოდგენაც დამიდგამს.”
2010 წელს დაწერილმა და თავისუფალ თეატრში შემდგარმა ორმოქმედებიანმა წარმოგენამ ახალციხელ მაყურებელსაც ნიკალასა და თამთას სიყვარულის მაგალითზე აგვისტოს ომის ტრაგედია კიდევ ერთხე გაახსენა.

სატრანზიტო ქვესადგური ახალციხეში

 500 -კილოვატიანი ქვესადგური ამ საძოვრებზე აშენდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 500 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იწყება. მისი საშუალებით საქართველოში გამომუშავებულ ჭარბ ელექტროენერგიას თურქეთში გაიტანენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან, ჰარალოს ტერიტორიაზე, მესამე კვირაა კომპანია ,,ჯეოენჯინიერი’’ გეოტექნიკურ კვლევებს აწარმოებს.

,,მშენებლობისათვის შერჩეული ტერიტორიის წინასწარ კვლევას ერთ კვირაში დავასრულებთ’’, - ამბობს ინჟინერ-გეოლოგი დავით სირბილაძე.

500/400/220 კვ ქვესადგური ზიკილიაში ,,შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის’’ ფარგლებში შენდება. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი სამხრეთ საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დასრულება იქნება. ხაზი ახალციხის გავლით გარდაბანსა და ზესტაფონს დააკავშირებს. ამასთან ერთად, ახალციხიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი ხაზი მოეწყობა.

ყარაბაღის დღევანდელობა

რა შედეგი მოიტანა ასტრახანის სამხრივმა შეხვედრამ, რა ხდება არცახის ირგვლივ და როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი მომავალი არცახელებს. 

27 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით, ასტრახანში, მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კონფლიქტის ორივე მხარე სამხედრო ტყვეებსა და დაღუპულთა ცხედრებს დააბრუნებს. ამ ხელშეკრულებამ 2008 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია განამტკიცა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ასეთი მიდგომას, საკითხების ჰუმანიტარული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომავალშიც შეინარჩუნებენ’’.

ზედმეტი სულები წყლის ქვითრებში

ფიზიკურ პირებს, მრიცხვველის მონაცემების მიხედვით წყლის საფასურის გადახდა მიმდინარე თვიდან შეუძლიათ. მოსახლეობას ქვითრები უკვე დაურიგდა. თუმცა, მათი ნაწილი არასწორადაა შედგენილი.
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის #32-ში მცხოვრებ ვანდა ლაცაბიძის ოჯახი ხუთი წევრისგან შედგება. წყლის ქვითარში კი უფრო მეტი ადამიანია დაფიქსირებული, ვიდრე ოჯახში ცხოვრობს.

,,წყლის ქვითარი შვიდ სულზე მოგვივიდა. ადრე ჩემი მამამთილი ცხოვრობდა, რომელიც წლებია გარდაიცვალა და შეიძლება ქვითარში ისიც გათვალისწინებულია’’, - ამბობს ვანდა ლაცაბიძე.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე

სოფელი ქვემო სხვილისი    
 
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცის, პროგრამა კი ოფიციალურად მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტების მოგვარებას გულისხმობს.
საქართველოში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მეორე ეტაპი თითქმის დასრულდა. პროგრამის ფარგლებში მარტო ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის 540 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ეს თანხა გასულ წელთან შედარებით, 270 ათასი ლარით არის გაზრდილი. გაზრდილ თანხასთან ერთად დაფინანსების პირობებიც შეიცვალა; 2009 წელს თითოეულ სოფელზე იყო ფიქსირებული 2 500 ლარი და პლუს ერთ სულ მოსახლეზე 5 ლარი და 50 თეთრი, რაც ჯამდებოდა. წელს კი 50 - დან 200 სულამდე ფიქსირებული თანხაა 4 ათასი ლარი, 200-დან 400 –მდე - 5 ათასი ლარი, 400 –დან 1000 სულამდე - 8 ათასი ლარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ, ქვემო სხვილისში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1614 სულს შეადგენს, კომლი კი 445- ია.

დაგვიანებული წიგნები

 სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უახლოეს ერთ კვირაში სახელმძღვანეოლებს მიიღებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ნაწილი სასკოლო სახელმძღვანელოების მიღებას დღემდე ელოდება. 

წელს პირველი პრეცენდენტია, როცა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ აძლევენ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ რვა მილიონი ლარი გამოყო. სახელმძღვანელოები იმ მოსწავლეებმა უნდა მიიღონ, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული და 57 ათასი ან მასზე ნაკლები ქულა აქვთ. წიგნების გადაცემა სასწავლო წლის დასაწყისშივე დაიწყო, თუმცა მოსწავლეების უმრავლესობა დღემდე სახელმძღვანელოების გარეშეა.

უცხოელი პედაგოგები სამცხე-ჯავახეთში

5 ნოემბერს, პროგრამის, ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოვიდნენ. ისინი მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ქართველ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო დემეტრაძის თქმით, მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან პროგრამაში ჩართვის სურვილი 12-მა სკოლამ გამოთქვა: ,,5 ნოემბერს ხუთი უცხოელი ჩამოვიდა, რომლების ქალაქ ვალის პირველ და მეორე, ახალციხის პირველ, მეორე და მესამე საჯარო სკოლებში იმუშავებენ. ამ დღეებში რამდენიმე პედაგოგს კიდევ ველოდებით, ეს პედაგოგთა პირველი ნაკადია, მეორე ნაკადი იანვარში ჩამოვა’’.
ხუთი უცხოელიდან ორი ვალეში, სამი კი ქალაქ ახალციხეში იცხოვრებს.
ეს ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოსულ ინგლისური ენის პედაგოგთა მეშვიდე ნაკადია და ისინი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. ინგლისურენოვანი პედაგოგები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით, პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს. პროექტი წლის ბოლომდე 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტოს დასრულების შემდეგ ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.
მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.




ჩუტყვავილა სეზონური ინფექცია

შემოდგომასა და ზამთარში ბავშვთა ინფექციური დაავადების, ჩუტყვავილას შემთხვევები ხშირდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილათი ინფიცირებული არაერთი ბავშვია.

4 წლის შალვა ინასარიძეს ჯერ მაღალი სიცხე მისცა, მეორე დღეს კი ტანზე გამოაყარა.

,,მივხვდით რომ ,,ბატონები’’ ჰქონდა, ნათესავისგან გადაედო. რადგან ძლიერი ქავილი აწუხებდა, ექიმმა სუპრასტინი დაგვინიშნა’’, - გვიამბობს შალვა ინასარიძის დედა ლელა სარაშვილი.

უბნის ექიმის, პედიატრის ლია ზედგინიძის თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევებმა ძალიან იმატა: ,,ინფიცირებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას ვერ განვსაზღვრავთ. რადგან სასკოლო ასაკის ბავშვის გასინჯვა ფასიანი, მოსახლეობას საშუალება არ აქვს და ამიტომ ხშირ შემთხვევაში პოლიკლინიკაში არ მოჰყავთ. თუმცა, უბანზე არა ერთ შემთხვევას ვაფიქსირებთ’’.

რა დახმარება ეკუთვნის მოსახლეობას

სოციალური დახმარების შესახებ მოქალაქეთა კითხვებს ადგილობრივი და სახელმწიფო სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები პასუხობენ.

,,დემოკრატ მესხთა კავშირმა’’ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების სააგენტოსა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელების არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ მასმედიასთან შეხვედრა მოაწყო. შეხვედრამდე კი კავშირმა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა კითხვების მიიღო და სისტემატიზაცია მოახდინა.

პირველი საკითხი, რომელიც უბრალო მოქალაქეთა უმრავლესობას აინტერესებდა, მარტოხელა დედების დახმარების თემა იყო.

ტრაქტორები გლეხებისთვის მიუწვდომელია


მიუწვდომელი ტრაქტორები.
2004 წლის შემდეგ საქართველოში 900 ტრაქტორი და 31 კომბაინი შემოვიდა, თუმცა როგორც გლეხები ამბობენ ეს ზღვაში წვეთია. უმრავლესობა მიწებს ისევ ხარებით ამუშავებს, რადგან ტრაქტორების დიდი ნაწილი გლეხებისთვის მიუწვდომელია.


სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 27 ტრაქტორი, 15 გუთანი, 10 სათიბელა, 10 ფრეზი, 2 კულტივატორი, 2 გამაფხვიერებელი და 5 მისაბმელია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ექვსივე მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა და შეიქმნა ამხანაგობები რომელიც აღნიშნულ ტექნიკას განკარგავს.

“კანონის მასწავლებელი” კანონის დარღვევის ბრალდებით


26 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ვარლამ (დავით) თუთბერიძე დააკავა.

როგორც საოლქო პროკურატურაში განმარტავენ, ვარლამ თუთბერიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ყალბი დოკუმენტის დამზადება). თუთბერიძე ეჭვმიტანილია საკუთარი დოკუმენტის გაყალბებაში.

ახალი საავადმყოფო – საფრთხეები და პერსპექტივები


ადიგენის მუნიციპალიტეტში ახალ საავადმყოფოს სადაზღვევო კომპანიაიმედი ელიაშენებს. რამდენად და მოსახლეობის რა კატეგორიისთვის შეიძლება გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება ადიგენში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ¹85 დადგენილების საფუძველზე, ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაცია სადაზღვევო კომპანიებისთვის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამას დაუკავშირდა. სადაზღვევო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რაიონების ახალი სტანდარტების საავადმყოფოებით უზრუნველოყოფაა.

ახალი გეგმა 26 .. სამედიცინო რაიონში განსაზღვრული სიმძლავრისა და თანამედროვე დონის საავადმყოფოების შექმნას ითვალისწინებს. კონკრეტულ სამედიცინო რაიონებში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 3 წლის განმავლობაში მოემსახუროს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციარებს. ამასთანავე, კომპანიამ იგივე რაიონები 2011 წლის 1 დეკემბრიდან ახალი სტანდარტების საავადმყოფოებით უნდა უზრუნველყოს.  
მიმდინარე წლის  20 აპრილს აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად კონკურსი ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ექვსი სადაზღვევო კომპანიიდან – “ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, “იმედი ელი”, “ალფა”, “აი-სი ჯგუფი”, “ირაოდაალდაგი” – “იმედი ელმაგაიმარჯვა

დაუმუშავებელ მიწაზე გლეხები ჯარიმას გადაიხდიან

დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელები მომავალი წლიდან შესაძლოა დაჯარიმდნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ყვარელში, აგრონომებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს, ამისთვის 2011 წლიდან ახალი კანონი ამოქმედდება.

მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო მოქნილად მივუდგეთ და ასეთ მიწებზე გადასახადი დავაწესოთ. თუ ისეთი სულელი აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუმუშავებელ მიწაში გადასახადები იხადოს, მისი საქმეა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება ყოველწლიურად ძვირდება. გლეხების თქმით, მიღებული მოსავალი ხარჯს ვერ ანაზღაურებს, ამიტომ, იძულებული არიან ფართობი დაუმუშავებელი დატოვონ ან გაყიდონ.

საწვავი ძვირია, ტექნიკას ვქირაობთ. ამას ემატება სათესლე და საწამლი მასალების ხარჯიც. არც ხარებით დამუშავებაა გამოსავალი, ხარებით მოხვნა ძნელია. ამიტომაა, რომ მიწების მხოლოდ მცირე ნაწილს ვამუშავებთ, - ამბობს სოფელ ბოლაჯურის მკვიდრი ვასო სარიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს სოფელ ხევაშენში მცხოვრებ ბესიკ გორგოძეს. მისი თქმით, სოფელში თუ ცხოვრობ, მიწებიც უნდა გქონდეს და მათი დამუშავებაც უნდა შეგეძლოს: მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მიწები უმოსავლო გახდა, მაინც ყოველ წელს მთლიანად ვამუშავებ. მთელი ოჯახი ვართ ჩართული. გავყიდი საქონელს და იმის ფულით რაც მჭირდება, ყველაფერს ვიყიდი”.

გლეხების ნაწილი ვარაუდობს, რომ საწვავის ფასი არ დაიკლებს და, შესაბამისად, მიწების ნაწილი მომავალ წელსაც დაუმუშავებელი დარჩება