ხარები გაქირავებით



ფილმი მომზადებულია ორგანიზაცია გოუ ჯგუფისთვის და მისი ნახვა შესალებელია ამ ვებ-გვერდზეც

ჰამლეტ მოვსესიანი: “საკრებულო მინი პარლამენტია”



 17 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა. ამ თანამდებობაზე ჰამლეტ მოვსისიანი ერთხმად აირჩიეს. “სამხრეთის კარიბჭესაკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ესაუბრა.

- თვითმმართველობის ორგანოებში ძირითადი საკადრო გადანაწილება უკვე ჩატარდა. თქვენი ბრძანებით გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი გამგებელი ნაირი ირიციანი დაინიშნა. რითია თქვენი არჩევანი განპირობებული?

საკურორტო სეზონის ხარვეზები


გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბორჯომში დამსვენებლების სიმცირეა. ადგილობრივები სეზონის ჩავარდნაზე საუბრობენ. 
 ბორჯომის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი არტურ სტეფანიანი ირწმუნება, რომ სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელ და წლევანდელ წელს შორის ტურისტების რაოდენობის მხრივ რადიკალური განსხვავება არ არის.

“პატრიოტების” რაოდენობა შემცირდა



საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროპარტიოტული ბანაკებისპროგრამას აგრძელებს. 15 ივნისს პირველი ნაკადი ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაც გაემგზავრა.

2010 წელს საქართველოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ ერთი, ანაკლიის პატრიოტული ბანაკია გახსნილი, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ახალგაზრდები ათი დღის განმავლობაში უფასოდ დაისვენებენ. ანაკლიის ბანაკი წელს პირველად გაიხსნა და ის განმუხურის ბანაკს ჩაანაცვლებს, რომელიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა.

,,კუკუშკა” ახალციხეს

ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის მოთხოვნით ახალციხეში ხელმოწერები შეგროვდა და განცხადება შპს ,,საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას სახელზე გაიგზავნა.
ბექა ახალციხელია, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია და თბილისში სწავლობს. გასული წლის სექტემბრის შემდეგ მშობლიურ ქალაქში არ ჩამოსულა, თუმცა ბებიას სოფელ ახალდაბაში ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობს. ახალდაბაში ჩქაროსნული მატარებლით ჩამოსვლა და წასვლა მას ორი ლარი, ახალციხეში მიკროავტობუსით მგზავრობა კი 20 ლარი უჯდება.

სწავლა სწავლებისა და გამოცდებისთვის


მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების კურსსსწავლების სწავლარეგიონის 200-დე პედაგოგი გადის. პროგრამა მასწავლებლებს არა მხოლოდ ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმინობაში, არამედ სასერტიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაშიც დაეხმარება.

ეროვნული გამოცდები იწყება


საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეებია, უმთავრესი ცვლილება სახელმწიფო გრანტის გაცემას უკავშირდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოს მასშტაბით 36 421-მა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. ამათგან, სტუდენტი 33 681 ახალგაზრდა გახდება. ზოგადად კონკურენცია დაბალია, თუმცა ვისაც პოპულარულ ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, მაინც დიდი კონკურსის გადალახვა მოუწევს.

დოლარის კურსი იცვლება, პროდუქტი კი ძვირდება


ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართულ ბაზარზე პროდუქტის ფასმა საკმაოდ მოიმატა, რაც ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია.
 ივნისის პირველ რიცხვებში დოლარის კურსი ლართან მიმართებით 1,90 ლარი იყო. ხოლო შემდეგ ერთმა აშშ დოლარმა 1,95 ლარს მიაღწია. 25 ივნისის მონაცემებით კი ერთი აშშ დოლარი 1,84 ლარია.

“ეტალონის” გამარჯვებული


 ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, მეთერთმეტეკლასელი ზურაბ აკოფაშვილი მედია პროექტეტალონისგამარჯვებული გახდა.

საგაზაფხულო ტურნირი ჭადრაკში


ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საგაზაფხულო საჭადრაკო ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის.

ზოგისთვის ლოდინი უშედეგოდ დასრულდა, ზოგი კი კვლავ ელოდება


 რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გლეხებზე სამასალე მერქნის გაცემა დაიწყო. თუმცა, გასული წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეების მხოლოდ 5,4 პროცენტი დაკმაყოფილდა
  
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სატყეო-სამმართველომ პირადი საჭიროებისთვის მოთხრილ-მოტეხილ ტყეებსა და მიკრო უბნებში სამასალე მერქნის გამოყოფა გასული წლის იანვრიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე გუბერნატორის შუამდგომლიბით სატყეო-სამმრთველომ 2 600-ზე მეტი განცხადება მიიღო. მანამდე კი, როგორც წესი, განცხადებებმა თავი მუნიციპალიტეტების გამგეობებში მოიყარა. ისე როგორც გასულ წლებში, სამასალე მერქანზე მოთხოვნა არც ახლა შემცირებულა.

გიორგი ტუღუში: “უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ჩვენი პრიორიტეტია”


ინტერვიუ საქართველოს სახალხო დამცველთან გიორგი ტუღუშთან

- ახალქალაქში სახალხო დამცველის ოფისი 2008 წლიდან არსებობს, თუმცა საჩივრების რაოდენობა ძალიან მცირეა. როგორ შეიძლება მოსახლეობის ასეთი პასიურობის ახსნა?

- რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ბოლო ხანებში ცოტა მოიმატა, თუმცა, რასაკვირველია, თბილისის ოფისთან ან იგივე, ქუთაისის ძველ ოფისთან შედარებაც არ შეიძლება. საჩივრების რაოდენობა არაფერს ნიშნავს, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სადაც მეტია საჩივარი, საქმე იქ უკეთ მიდის ან პირიქით.

ქარიშხალი ახალციხესა და ადიგენში


15 ივნისს ძლიერი ქარი ახალციხესა და ადიგენში თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ქარიშხალმა ზიანი არაერთ ოჯახს მიაყენა.

ქარმა სოფელ წნისსა და კურორტ აბასთუმანში ხეები დაგლიჯა. ქარიშხალს ვერ გაუძლო ელექტროხაზების გადამცემმა ანძებმაც, სახურავები ახადა, როგორც მრავალსართულიან, ასევე საკუთარ სახლებსა და პირუტყვის სადგომებსაც.

წიგნის პრეზენტაცია


მწიგნობართა ასოციაციის ორგანიზებით ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წიგნის ,,ვწერ ვინმე მესხი მელექსეპრეზენტაცია მოეწყო. წიგნი სამას გვერდიანია და მასში სამოცდაათი ავტორის ლექსია შესული.

პრობლემები და იმედი


წლებია ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საბავშვო სამუსიკო სკოლაში არც ინვენტარი განახლებულა და არც სარემონტო სამუშაოები ჩატარებულა. თუმცა პრობლემების მიუხედავად, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს.