ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საგაზაფხულო საჭადრაკო ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის.
აღნიშნული ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ინიციატივით გაიმართა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მისი მთავარი მსაჯი ჟურნალისტი და მოჭადრაკე უშანგი ჯანგირაშვილი იყო.
უმცროს ასაკობრივ ჯგუფში ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი წაღვერის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მათ მეორე ხარისხის მედალი გადაეცათ. მესამე ხარისხის მედლებით დაჯილდოვდა ტაძრისის საჯარო სკოლის გუნდიც.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში პირველმა საჯარო სკოლამ გაიმარჯვა და პირველი ხარისხის მედალი დაიმსახურა, მეორე ხარისხის მედალი რველის საჯარო სკოლის გუნდს ერგო, ხოლო ბორჯომის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდს მესამე ადგილი ერგო.
ყველა გამარჯვებულ გუნდს გამგეობის საპატიო სიგელი გადაეცა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი