“პატრიოტების” რაოდენობა შემცირდა



საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროპარტიოტული ბანაკებისპროგრამას აგრძელებს. 15 ივნისს პირველი ნაკადი ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაც გაემგზავრა.

2010 წელს საქართველოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ ერთი, ანაკლიის პატრიოტული ბანაკია გახსნილი, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ახალგაზრდები ათი დღის განმავლობაში უფასოდ დაისვენებენ. ანაკლიის ბანაკი წელს პირველად გაიხსნა და ის განმუხურის ბანაკს ჩაანაცვლებს, რომელიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა.იმის გამო, რომ საქართველოში ჯერ მხოლოდ ერთი ბანაკია გახსნილი, წინა წლებთან შედარებით ქვოტების რაოდენობა შემცირებულია. ახალციხის მუნიციპალიტეტს პატრიოტულ ბანაკში დასასვენებლად მხოლოდ 20 ახალგაზრდის გაგზავნა შეუძლია, აქედან 15 უკვე გაემგზავრა.

გვპირდებიან, რომ ერთი ბანაკი კიდევ გაიხსნება, თუმცა სად და როდის ზუსტად არ ვიცით. თუ ბანაკი დაემატა, შესაბამისად, ქვოტების რაოდენობაც გაიზრდება, თუ არა, ახალციხიდან წელს მხოლოდ ოცი ბავშვი დაისვენებს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი მაია სხირტლაძე.

პატრიოტულ ბანაკში დასვენება 15-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით ხული პატრიოტული ბანაკი იყო გახსნილი. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან შარშან 40-მა ბავშვმა დაისვენა.

შარშან საგარეჯოსა და შაორში გვყავდა ბავშვები გაგზავნილი და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ”, - ამბობს მაია სხირტლაძე.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით პირველიპატრიოტული ბანაკისაქართველოში 2005 წელს გაიხსნა,. პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდები პატრიოტულ ბანაკებში უფასოდ ისვენებენ. სპეციალურად მოწყობილ კარვებსა და ხის კოტეჯებში ათი დღის განმავლობაში ცხოვრობენ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები უტარდებათ. თავდაპირველად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ათამდე ბანაკი იყო, თუმცა მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. პროგრამა სექტემბრის შუა რიცხვებში დამთავრდება.  

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი