დაუცველი წიგნები


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიაში ბიბლიოთეკა კვლავ ამოქმედდა, თუმცა, შენობას, სადაც წიგნების საცავია განთავსებული, სახელწოდებაბიბლიოთეკამაინცდამაინც არ შეეფერება.

სოფელ
მაჯადიას ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის შორიახლოს მდგარი, ძალიან ძველი სახლის დანახვისას ძნელად წარმოიდგენ, რომ ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში შეიძლება რაიმე იყოს. ძველი, ლპობაშეპარული კარის შეღებისთანავე სინესტეს იგრძნობთ.
ბიბლიოთეკა თავის დანიშნულებას რომ ემსახურებოდეს, ამისათვის აუცილებელია სახურავის, ჭერის, ფანჯრების, კარებისა და იატაკის გარემონტება. წვიმიან ამინდში წყალი ყველგან ჩამოდის. წიგნები სინესტისგან დაშლის საფრთხის წინაშეა.
ამ დროის განმავლობაში ბევრი წიგნი გაფუჭდა. რადგან წყალი პირდაპირ წიგნებზე წვეთავდა”, - გვიყვება ბიბლიოთეკარი ასმიკ საღათელიანი.
შენობას მორყეული ფანჯრები აქვს. საღათელიანის თქმით, როდესაც ბიბლიოთეკა ოფიციალურად დახურული იყო ბევრი კარგი წიგნი მოიპარეს. შენობის დაუცველობის გამო ბიბლიოთეკას კუთვნილ კომპიუტერებსაც არ აძლევენ.

ბიბლიოთეკაში ერთი ადამიანი მუშაობს, ისიც ნახევარ განაკვეთზე. აქ დაახლოებით 4 000 წიგნია. თუმცა უამრავი ლიტერატურა, უკვე გამოუსადეგარი და უინტერესოა. ესაა საბჭოთა კავშირის დროინდელი იდეოლოგიური წიგნები და ვიწრო სპეციალიზაციის ლიტერატურა. ამიტომაც ბიბლიოთეკის მკითხველთა უმრავლესობისსკოლის მოსწავლეთა მოთხოვნებს არსებული წიგნები ვერ აკმაყოფილებს.

მიუხედავად ამისა, მკითხველთა აქტიურობა საკმაოდ მაღალია, ბიბლიოთეკაში დღეში, დაახლოებით, 7-8 ადამიანი შედის.

ათი წლის არმან ოვაკანიანს ბიბლიოთეკის ღია კარი არასდროს გამოეპარება. მან უკვე ბევრი წიგნი წაიკითხა.

ბიბლიოთეკაში ხშირად დავდივარ. ჩემი უსაყვარლესი წიგნიპატარა უფლისწულია”, - ამბობს არმანი.

მიმდინარე წლის დასაწყისში სოფლის რწმუნებული სურენ ოვაკანიანი მოსახლეობას წიგნებისა და ბიბლიოთეკის დაცვას დაპირდა. თუმცა ამ დრომდე, პრობლემა, კვლავ პრობლემად რჩება.

იქნებ როგორმე ისე მოვაწყოთ, რომ ჩვენი მკითხველებისთვის მოსახერხებელიც იყოს და საინტერესოც. როგორც გამოვთვალეთ, წელს ამას 3 000 ლარი ეყოფა, დანარჩენი კი შემდეგ. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვიყვეს. მათ მიიჩნიეს, რომ სხვა ხარჯების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია”, - ამბობს ასმიკ საღათელიანი.

სოფლის დახმარების პროგრამით, სოფელ მაჯადიასთვის 22 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ამ ფულს რიტუალების სახლის მოსაწყობად დახარჯავს, ასევე, თანხის ნაწილი მოხმარდება სოფლის ადმინისტრაციის შენობის რემონტსა და საძოვრებზე წყალსაცავების მოწყობას.

ასე, რომ მაჯადიის ბიბლიოთეკა ახლა სოფლის რწმუნებულის დაპირებისა და მზიანი ამინდების იმედადაა დარჩენილი, თუმცა შენობის შეკთება თუ დაგვიანდა, მაშინ შესაძლებლია თაროებზე დასადებიც წიგნებიც არ დარჩეს.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი