ჯიხური გაზეთების გარეშე


2010 წლის იანვრიდან სომხეთიდან გაზეთების შემოტანა აიკრძალა. თბილისიდან ცენტრალური გაზეთებიც არ ჩამოდის. ახალქალაქის ერთადერთი საგაზეთო ჯიხური ცარიელია.

ახლაკვირის პალიტრამიჭირავს, მაგრამ ქართული არ მესმის, ამიტომაც ჩემს ქართველ მეგობართან მივდივარ, რომ გადამითარგმნოს. ყოველთვის სომხურ გაზეთებს ვკითხულობდი, ახლა კი სომხეთიდან პრესა აღარ ჩამოაქვთ”, - გვითხრა ხანშიშესულმა მოქალაქემ, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო, ვინაობა არ გაგვიმხილა.

სომხური გაზეთების პრობლემა, რომლებიც მეხუთე თვეა ახალქალაქში აღარ ჩამოდის, თანდათან აქტუალური გახდა. დანგრევის პირას მისულ ჯიხურთან რამდენიმე წუთი ვიდექით და სომხური პრესა არაერთმა მოქალაქემ იკითხა.

სომხურ გაზეთებზე დიდი მოთხოვნაა. ადრე ამ გაზეთებიდან მიღებულ შემოსავალს ყოველთვიურად ბანკში ვრიცხავდი. თანხა თვეში 500 ლარს აღწევდა. ისინი კი ხელფასის სახით შემოსავლის 10 პროცენტს მიხდიდნენ”, - ამბობს ჯიხურის გამყიდველი ჯულია სააკიანი.

იგი ახალქალაქის ერთადერთ საგაზეთო ჯიხურში 1967 წლიდან მუშაობს. ჯიხურზე ჯერ კიდევაა რუსული წარწერა: “საბ.ბეჭდვა. საქ. კავშირგაბმულობის სამინისტრო. სსრ. ჯიხური”.) ეს, ალბათ, ჯიხურის ყველაზე კარგად შენახული ნაწილია. გამყიდველი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჯიხურის კეთილმოწყობისათვის დახმარების მიღებას დიდი ხანია ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა მას სომხური გაზეთების შემოტანის აკრძალვა უფრო აფიქრებს, რადგან ჯიხურის შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ მათი გაყიდვა იყო: “42 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვიღებდი სომხეთიდან გაზეთებს. ყველაზე აქტიურად იყიდებოდაფეხბურთი +”, კროსვორდები. თუმცა ყველა სხვა გამოცემაც საღდებოდა, ჯიხურში გასაყიდი გაზეთები იშვიათად დამრჩენია. გაზეთებს სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ხალხი კითხულობს. მაგალითად, მაჯადიადან ჩამოდის რუბიკი და ჩემთან 10-15 ლარის ღირებულების გაზეთებს ყიდულობს. არის ხალხი, ვინც გაზეთფეხბურთი +”-სთვის ფული წინასწარ გადამიხადა. ქუჩაში ხშირად მეკითხებიან, გაზეთები ხომ არ ჩამოიტანეს. რა ვუთხრა, როდის იქნება, როდესაც საერთოდ იქნება თუ არა, ესეც საკითხავია”.  

მკითხველებს შორის ყველაზე მეტნიფეხბურთი +”-ის მოყვარულები შეგვხვდნენ.  

ფეხბურთი მიყვარს დაფეხბურთი +”-საც ამიტომ ვყიდულობ. ძალიან საინტერესო გაზეთია და რაც მთავარია, სომხურადაავკითხულობ და ვიგებ. გასაგებია, რომ სხვა გაზეთებს არ უშვებდნენ, მაგრამ არ მესმის, რა არის საფეხბურთო გაზეთში ისეთი, რომ აკრძალონ”, - ამბობს ფეხბურთის ფანი გალსტიანი.

გამყიდველმა აგვიხსნა, რომ გაზეთების აკრძალვის მიზეზი არასწორად გაკეთებული გადარიცხვაა. მას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

გაზეთები წყალივით გვჭირდება, არც სომხური გაზეთებია და აღარც ქართული, მხოლოდ ერთი ადგილობრივი გაზეთი გამოდის. საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩა. სოფლებში კიდევ უარესი მდგომარეობაა, ისინი ინფორმაციის მწვავე უკმარისობას განიცდიან. დღეს არც ბიბლიოთეკები მუშაობს ნორმალურად, შესაბამისად ახალი წიგნებიც არ არის”, - ამბობს ლიოვა ბაბოიანი.

მოგვარდება თუ არა გაზეთების პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გავიგებთ, რადგან ჯიხურის გამყიდველს ჯულია სააკიანს ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ინსტანციაში პასუხობდნენ: არჩევნების შემდეგ რაიმეს გავაკეთებთ, ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით”.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი