ბორჯომის კანისა და ვენსნეულების დისპანსერი სამი წლის წინ გაუქმდა, ამჟამად აღნიშნული სამსახურიდან მხოლოდ, დერმატოლოგიური კაბინეტი დარჩა.
კანისა და ვენსნეულების დისპანსერი კოსტავას სახელობის ბაღში მდებარე, რომანოების მიერ აშენებულ, 150 წლის შენობაში იყო განთავსებული.
კანისა და ვენსნეულების დისპანსერი კოსტავას სახელობის ბაღში მდებარე, რომანოების მიერ აშენებულ, 150 წლის შენობაში იყო განთავსებული.
თავდაპირველად აქ სასტუმრო ყოფილა, 1935 წლიდან კი ბორჯომის ცენტრალური პილიკლინიკა, კანისა და ვენსნეულების დისპანსერი და ტუბ- კაბინეტი განთავსდა. შემდგომ, წლების განმავლობაში, შენობაში მხოლოდ კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი ფუნქციონირებდა. მაგრამ, იმის გამო, რომ შენობა ამორტიზებულია, სამი წლის წინ მედპერსონალი იძულებული გახადა აღნიშნული ფართი დაეტოვებინა.
კანისა და ვენსნეულების დისპანსერიდან ამჟამად მხოლოდ დერმატოლოგიის კაბინეტი ფუნქციონირებს, რომელიც ბორჯომის ცენტრალური პოლიკლინიკის შენობაშია განთავსებული.
“დისპანსერში ფუნქციონირებდა კანისა და ვენსნეულების კაბინეტი, ვენერიული კაბინეტი, კეთდებოდა ანალიზები სოკოზე და ასე შემდეგ. აგრეთვე, მუშაობდა სანიტარული კომისია, კვებისა და სანატორიუმებში მომუშავე პერსონალს სამ თვეში ერთხელ უტარდებოდა შემოწმება, იღებდნენ სისხლის ანალიზს ვენერიულ დავადებებზე,”- გვიხსნის ყოფილი კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის მთავარი ექიმი ჯონი მახათაძე და ამატებს, რომ სანიტარული კომისია 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმდა.
კანისა და ვენსნეულების დისპანსერში თავდაპირველად თექვსმეტი ადამიანი მუშაობდა. შემდეგ, როდესაც ვენერიული კაბინეტი გაუქმდა, ცხრა მათგანი დარჩა, ამჟამად კი მხოლოდ ორი თანამშრომელია დასაქმებული.
“წლების განმავლობაში შენობაში წყალი ჩამოდიოდა, არც გათბობა გვქონდა. ერთად-ერთხელ დაგვეხმარა ბორჯომის მუნიციპალიტეტი 6 000 ლარით, როდესაც თვითდაფინანსებაზე გადავედით და სამ თვეში ერთხელ ვიღებდით ოც ლარს”, - ამბობს ჯონი მახათაძე.
მისივე განმარტებით, არასახარბიელოა ის ფაქტი, რომ დისპანსერმა უსახსრობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, მისი საჭიროება ნამდვილად არსებობს. სამ თვეში ერთხელ 2 500 ადამიანი შემოწმებას გადიოდა.
“წელიწადის ყველა დროს ვმუშაობდით, კურორტის პოლიკლინიკაც ჩვენთან აგზავნიდა ადამიანებს შემოწმებაზე. მართალია ინვენტარით განებივრებულები არ ვიყავით, მაგრამ პირველადი ყველა საჭირო ხელსაწყო გვქონდა”, - ამბობს ჯონი მახათაძე და დასძენს, რომ ამჟამად დერმატოლოგიის კაბინეტიც თვითდაფინანსებაზეა და სახარბიელო მდგომარეობა არც მას აქვს.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი