გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბორჯომში დამსვენებლების სიმცირეა. ადგილობრივები სეზონის ჩავარდნაზე საუბრობენ.
ბორჯომის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი არტურ სტეფანიანი ირწმუნება, რომ სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელ და წლევანდელ წელს შორის ტურისტების რაოდენობის მხრივ რადიკალური განსხვავება არ არის.
“პირველი ივნისიდან კვირაში ოცდაათი ტურისტი ჩამოდის. ყველაზე ბევრნი პოლონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან”, - გვეუბნება საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი და აქვე ამატებს, რომ ბორჯომის შესახებ ინფორმაცია რომ გაევრცელებინა, იგი უკრაინაში იმყოფებოდა და საინფორმაციო ცენტრებში საინფორმაციო ბუკლეტები დატოვა.
“პირველი ივნისიდან კვირაში ოცდაათი ტურისტი ჩამოდის. ყველაზე ბევრნი პოლონეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან არიან”, - გვეუბნება საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი და აქვე ამატებს, რომ ბორჯომის შესახებ ინფორმაცია რომ გაევრცელებინა, იგი უკრაინაში იმყოფებოდა და საინფორმაციო ცენტრებში საინფორმაციო ბუკლეტები დატოვა.
საოჯახო-სასტუმრო ,,ვიქტორია” ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ერთი ღამის გათევა, კვების გარეშე 15- დან 20 ლარამდე ღირს. “კარგ პირობებს ვთავაზობთ დამსვენებლებს, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. გასულ წელს, ამ დროს, უცხოელი ტურისტები მყავდნენ, წელს კი მხოლოდ ერთი ნომერი გავაქირავე”, - გვიხსნის საოჯახო-სასტუმროს მფლობელი რაისა გელაშვილი.
ბორჯომელების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო ბინის გაქირავებიდან შემოსული თანხაა. საშვალო პირობების სახლის ქირაობა ორი კვირით 300-დან 400 ლარამდე ღირს.
,,ამ დროს ბინა უკვე გაქირავებული მქონდა, თუმცა ახლა დამსვენებლი არ მყავს. შესაძლებელია ყოველივე ამაზე ეკონომიკური კრიზისი მოქმედებს”, - ამბობს ელენე გაგნიძე.
ბორჯომელი ახალგაზრდები დამსვენებლების ნაკლებობას სხვაგვარად ხსნიან.
“ახალგაზრდებისთვის გართობის არანაირი საშუალება არაა, პარკი ღამის 12 საათზე იკეტება, რატომ ჩამოვლენ ახალგაზრდები ბორჯომში დასასვენებლად?!”- ამბობს ადგილობრივი გიორგი ოთანაძე.
პენსიონერმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ ბორჯომში დამსვენებლები ძირითადად მინერალურ წყლის გამო ჩამოდიან. წყლამდე მისასვლელი გზიდან კი მხოლოდ ბილიკია დარჩენილი: ,,მინერალური წყლის ავსება სერიოზულ პრობლემად იქცა. მდგომარეობის გამოსწორება ადვილია, ვერ ვხვდები, რატომ არ ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემის მოგვარებას”.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბორჯომში წყალ-კანალიზაციის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც ქუჩები გადაითხარა და ყველგან წყლის გუბეები და ტალახია.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი