წიგნის პრეზენტაცია


მწიგნობართა ასოციაციის ორგანიზებით ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წიგნის ,,ვწერ ვინმე მესხი მელექსეპრეზენტაცია მოეწყო. წიგნი სამას გვერდიანია და მასში სამოცდაათი ავტორის ლექსია შესული.
წიგნის შემდგენელი და გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთისრედაქტორი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ მის შედგენას ექვსი თვე დასჭირდა. წიგნში მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე მწერლების ლექსებია თავმოყრილი.

წიგნის შედგენა რომ გადავწყვიტე ჩვენი რეგიონის თითქმის ყველა შემოქმედს შევხვდი.Oორასამდე განაცხადი შემოვიდა და აქედან, ამ ეტაპზე, წიგნში მხოლოდ სამოცდაათი ავტორია შესული. დანარჩენი ავტორების ლექსები მომდევნო წიგნში შევა”, - ამბობს მერაბ ბერიძე და დასძენს, რომ ახლო მომავალში მეორე წიგნის ,,მესხური ხალხური პოეზიისგამოშვებასაც აპირებს.

 ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი